საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 21.12.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №605
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 152, 27/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 910 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №605 2004 წლის 21 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის შექმნის შესახებ ბორჯომის ცენტრალური პარკის ისტორიული ღირებულებისა და ბორჯომის საკურორტო ზონის განვითარების აუცილებლობის გათვალისწინებით, პარკის ინფრასტრუქტურის სრულად აღდგენისა და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტების რესტავრირების უზრუნველყოფის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის შესაბამისად: 1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი). 2. დამტკიცდეს ფონდის თანდართული დებულება. 3. ფონდის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ. 4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ადგილობრივი მმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად უზრუნველყოს ფონდისათვის სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მ. სააკაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიზნებს, მართვის ორგანოების სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. 2. ფონდი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ. 3. ფონდი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და, მათ შორის, ამ დებულების საფუძველზე. 4. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის სავალუტო), ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. 5. ფონდის იურიდიული მისამართია: ——     მუხლი 2🔗. ფონდის მიზნები ფონდის მიზანია ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ტერიტორიაზე განლაგებული ინფრასტრუქტურის სრული აღდგენა, არსებული შენობების განახლება-რეკონსტრუქცია, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტების რესტავრაცია და შემეცნებით-გასართობი დანიშნულების მქონე ახალი ობიექტების შექმნა.     მუხლი 3🔗. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. თავისი მიზნების განსახორციელებლად ფონდი მოიზიდავს თანხებს სხვადასხვა დონორებისაგან, საქართველოსა და უცხოეთის დაინტერესებული პირებისა თუ ორგანიზაციებისაგან და უზრუნველყოფს აკუმულირებული თანხის მიზნობრივ ხარჯვას. 2. ფონდი აფინანსებს კონკურსის საფუძველზე შერჩეულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ფონდის მიზნების განხორციელებას.     მუხლი 4🔗. ფონდის ხელმძღვანელობა 1. ფონდის მართვას ახორციელებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. 2. ფონდის დირექტორი: ა) წარმოადგენს ფონდს მესამე პირთან ურთიერთობაში, ფონდის მიზნებიდან გამომდინარე დებს გარიგებებს; ბ) უზრუნველყოფს ფონდის მუშაობის ორგანიზაციას და მართვას; გ) ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის საშტატო განრიგს, ხელფასის ფონდს, წლიურ ანგარიშსა და ხარჯთა ნუსხას (საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა ხორციელდება აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით); დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს; ე) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ფონდის მუშაკთა შორის, ამტკიცებს შრომის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა თანამდებობრივ ფუნქციებს; ვ) ამზადებს და წარუდგენს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წინადადებებს ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ; ზ) განკარგავს ფონდის სახსრებსა და ქონებას ფონდის დებულების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს ფონდის საქმიანობის თაობაზე; ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ფონდის საკუთრებისა და სარგებლობაში არსებული ქონებისათვის და ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვისათვის.     მუხლი 5🔗. სამეთვალყურეო საბჭო 1. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარისა და ოთხი წევრისაგან. 2. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს სამი წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 3. საბჭოს წევრებს საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით და მისივე წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია: ა) განსაზღვროს ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები; ბ) დაამტკიცოს დასაფინანსებელი პროექტები; გ) გააკონტროლოს დირექტორის საქმიანობა და ფონდის სახსრების ხარჯვის მიზნობრიობა; დ) განახორციელოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. 5. სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო.     მუხლი 6🔗. ფონდის ქონება და ფინანსები 1. ფონდს აქვს საკუთარი ქონება. ფონდის ქონებისა და ფინანსების ფორმირების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) შემოწირულობები; გ) გრანტები; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; ე) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ფონდის ფინანსები გამოიყენება ფონდის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. 3. ფონდის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად.     მუხლი 7🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ფონდი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ფონდის სახელმწიფო კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.     მუხლი 8🔗. ლიკვიდაცია ფონდის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.     მუხლი 9🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დებულებაში დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.