„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№105/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017359
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №105/ნ

2017 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის № 448 ბრძანების (სსმ, № 112, 26/09/2005) დანართი № 2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ მარნეულის  საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლაში სწავლება განხორციელდეს აზერბაიჯანულ და ქართულ სექტორზე. 
მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის № 448 ბრძანებით (სსმ, № 112, 26/09/2005) გათვალისწინებულ დანართ № 9-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართის 50-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

50

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლა

აზერბაიჯანული/ქართული

დაწ-საბ.-საშ.

აზერბაიჯანული/ქართული

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა