„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№41
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016492
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №41

2017 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №95 ბრძანებაში (ვებგვერდი, 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016441) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში;”.

2. მე-4 მუხლ:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს ბ.გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ბ.გ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება.“;

) მე-2 პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.ა) სამედიცინო ქონების შესყიდვების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;";

გ) მე-2 პუნქტს  დაემატოს ბ.ვ“ - ,,ბ.ჟ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,ბ.ვ) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელება;

ბ.ზ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება;

ბ.თ) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება;

ბ.ი) ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორად წარმართვა;

ბ.კ) სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და დაფინანსების სწორი და დროული ასახვა შესაბამის პირველად დოკუმენტებში;

ბ.ლ) ხარჯების გაწევის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება;

ბ.მ) კანონმდებლობით ნებადართული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების  წარმოება;

ბ.ნ) ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი გათვლების წარმოება;

ბ.ო) ქვედანაყოფის შესაბამისი ფულადი უზრუნველყოფა და სალარო ოპერაციების წარმოება;

ბ.პ) ანგარიშგების (რეპორტის) მომზადების და დადგენილ ვადებში სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარდგენის უზრუნველყოფა;

ბ.ჟ) ამ პუნქტის ,,ბ.ვ“ - ,,ბ.პ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი ანგარიშვალდებულია სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია