სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ განცხადება სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ სამეთვლყურეო საბჭო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2017 წლის 29 ივნისს, ქ. თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №7-ში 15:00 საათზე. კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2017 წლის 16 მაისი.
დღის წესრიგი:
1. სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორის 2016 წლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წლიური ანგარიში.
2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიში.
3. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (26.04.2017 წლის №5002280717) და შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის (28.04.2017 წლის №1010948) დასკვნების წარდგენა-გაცნობა.
4. საზოგადოების განვითარების პერსპექტივების, ფინანსური რესურსების მოზიდვისა და გრძელვადიან ინვესტიციებთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ.
5. 2017 წლის აუდიტის არჩევა.
6. სამეთვალყურეო საბჭოს და წევრების არჩევა.
7. 2016 წლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილების შესახებ.
დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ მისამართზე: ქ.თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №7, საკონტაქტო პირი ვაჟა მაისურაძე, ტ: 591 13 31 47
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), თუ ისინი (აქციონერები) რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი - ს/ს „კავკასრეესტრი“ 2017 წლის 16 მაისის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2017 წლის 29 ივნისის 15:00 საათამდე მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართ., T: 2 22-07-18, 222-07-49, დამოუკიდებელი რეგისტრატორის - სს „კავკასრეესტრის“ ოფისი.
სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: მ. ასათიანი