საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.05.2017
ძალაში შესვლა 01.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/217
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016489
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,055 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.05.2017 მიღება
01.06.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 03.05.2016 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 28.11.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 28.02.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 09.06.2022 საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 30.04.2025

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/217 2017 წლის 29 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №173 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი გახარია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მის სისტემაში შემავალი  საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.  3.    სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 4.    სააგენტოს აქვს დებულება, ბეჭედი, ბლანკი, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6.    სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. №5/16-18. მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები 1.  სააგენტოს მიზნებია: ა) ადგილობრივი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება; ბ) ბიზნესის  წამოწყებისა და განვითარების ხელშეწყობა; გ) დამწყები და მოქმედი მეწარმეებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისათვის, მეწარმეობის განვითარების მიმართულებით სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;   დ) მეწარმეებისათვის, ასევე  სხვა დაინტერესებული პირებისათვის სამეწარმეო კულტურის განვითარებაში ხელშეწყობა; ე) ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიზნით საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება და ამ მიზნით შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. 2.   სააგენტოს ფუნქციებია: ა) კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის და წარმოების განვითარების მიზნით ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;   ბ) მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების და მხარდაჭერის ინსტრუმენტების შემუშავება და განვითარება; გ) დამწყები მეწარმეობის მხარდამჭერი ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან, ბიზნესასოციაციებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან, საგანმანათლებლო და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან მხარდამჭერი პროგრამების შემუშავების მიზნით კონსულტაციების გამართვა; ე) კერძო სექტორს, აკადემიურ წრეებს, მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის  პარტნიორობისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა; ვ)  საწარმოების  დახმარება საფინანსო  ინსტიტუტებთან, ინვესტორებთან, მესამე პირებთან, მარკეტინგულ კომპანიებთან და მედიასთან კონტაქტების დამყარებაში; ზ) საერთაშორისო  მასშტაბით  საქართველოს   საექსპორტო პოტენციალის წარმოსაჩენად მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; თ) საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების და კომპანიების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება; ი) საექსპორტო ბაზრების იდენტიფიცირება და აღნიშნულ ბაზრებზე შესვლის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება. 3. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება განახორციელოს უშუალოდ ან  კონტრაქტორი მხარის მეშვეობით. მუხლი 3🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2.  დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პირადად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვაზე, სააგენტოს საკუთრებასა და/ან მფლობელობაში არსებული ქონების დაცვასა და ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე. 3.  დირექტორი: ა) ახორციელებს სააგენტოს მართვას და წარმოადგენს მის ინტერესებს ფიზიკურ და  იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;  ბ) უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას; გ)  კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებს; დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სააგენტოს თანამშრომლების საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ე) მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს სახელით; ვ)   შეიმუშავებს სააგენტოს სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს; ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს; თ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს; ი) განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომებს; ასევე, უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, სააგენტოს დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, იმ სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული სააგენტოს ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოსა ან/და სამინისტროს საქმიანობასთან; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ლ)  წელიწადში ერთხელ მინისტრს წარუდგენს სააგენტოს ფინანსურ ანგარიშს; მ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ნ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, მინისტრთან შეთანხმებით. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს ანაწილებს დირექტორი. 5.  დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი. 6.  დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში – თანამშრომელი. მუხლი 4🔗. სააგენტოს სტრუქტურა 1.  სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით. 2.  სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მეწარმეობის ხელშეწყობის  დეპარტამენტი; ბ) მომსახურების ცენტრი; გ) ექსპორტის განვითარების  დეპარტამენტი; დ) ექსპორტიორთა ხელშეწყობის დეპარტამენტი; ე) ანალიზისა და კვლევის დეპარტამენტი; ვ) პროექტების ანგარიშგებისა და განვითარების დეპარტამენტი; ზ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; თ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები 1.  მეწარმეობის ხელშეწყობის  დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) დამწყები, მცირე და საშუალო ბიზნესის პოტენციალის განსავითარებლად სახელმწიფო მასტიმულირებელი პროგრამების შემუშავება იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის მიზნით;   ბ) მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის საკონსულტაციო, საგანმანათლებლო, ინფორმაციული და სხვა სახის დახმარების გაწევა; გ) მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის ფინანსური და სხვა სახის მომსახურების გაწევის მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; დ) სასწავლო/საგანმანათლებლო პროგრამების/პროექტების და ტექნიკური დახმარების მექანიზმების შემუშავებაში, ორგანიზებასა ან/და განხორციელებაში მონაწილეობა; ე) მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისათვის სხვა შესაბამისი  ღონისძიებების განხორციელება; ვ) შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ხელს შეუწყობს მეწარმეებს ისარგებლონ  ახალი შესაძლებლობებით ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში;   ზ) ქვეყანაში შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი ხელშეწყობისთვის შესაბამისი, ბაზრის პრინციპებზე მორგებული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; თ) ქვეყანაში შემოქმედებითი   მეწარმეობისა და მომსახურების  კულტურის განვითარების ხელშეწყობა საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და სხვა სახის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენის გზით; ი) შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარებისკენ ორიენტირებული, მათ შორის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობი უზრუნველმყოფი სახელმწიფო პროგრამების  განხორციელება რელევანტურ მხარეებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მეშვეობით; კ) ქვეყანაში შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების განვითარების მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა; ლ) შემოქმედებითი მეწარმეობის და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და მათი საჭიროებების ანალიზი. 2.    მომსახურების ცენტრის ამოცანები და ფუნქციებია: ა) დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფოს ხელშემწყობი პროგრამების შესახებ ადგილზე და დისტანციური არხების საშუალებით (სატელეფონო ცენტრი და სხვ.) კონსულტაციის გაწევა; ბ) დაინტერესებული პირების მხრიდან შესაბამის მომართვაზე ინფორმაციის მოძიება და მიწოდება; გ) სატელეფონო გამოკითხვების განხორციელება; დ) გაწეული კონსულტაციების შესახებ ანგარიშგებების მომზადება და შესაბამისი სამსახურებისათვის მიწოდება; ე) მომსახურების ცენტრში დაფიქსირებული საკითხების ანალიზი და რეგულარული მონიტორინგი; ვ) სააგენტოს მომსახურების ცენტრის ელექტრონულ მისამართზე შემოსული კორესპონდენციის მართვა. 3.    ექსპორტის განვითარების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარების მხარდაჭერა მიზნობრივი აქტივობების შემუშავების, დაგეგმვის და განხორციელების გზით; ბ) ქვეყანაში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება, საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა მათი აღმოფხვრის მიზნით; გ) საექსპორტო პოტენციალის გამოვლენის მიზნით, საერთაშორისო მიზნობრივი ბაზრების და საქართველოს ბიზნესსექტორის შესახებ სათანადო კვლევების გამოყენებით, ადგილობრივი პროდუქტების და სერვისების კონკურენტუნარიანობის შეფასება. დ) ექსპორტის კულტურის ამაღლების მიზნით, სასწავლო ტრენინგების და ტექნიკური დახმარების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;  ე) საექსპორტო ბაზრებზე შეღწევადობის და დამკვიდრების მიზნით რეკომენდაციების  შემუშავებაში მონაწილეობა;   ვ) საერთაშორისო მიზნობრივი ბაზრების იდენტიფიცირება ქართული პროდუქტების და სერვისების პოპულარიზაციის და გაყიდვების წახალისების ხელშეწყობის მიზნით; ზ) ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან, ბიზნესასოციაციებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან, საგანმანათლებლო და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. 4.    ექსპორტიორთა ხელშეწყობის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა)  საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების და კომპანიების პორტფელის შექმნა, კატეგორიებად დაყოფა და მართვა ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით; ბ) საერთაშორისო ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის გაყიდვების წახალისების ხელშეწყობა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით;  გ) ადგილობრივი პროდუქტების და სერვისების საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზაციის, სანდოობის ზრდის და დადებითი რეპუტაციის დამკვიდრების ხელშეწყობა; დ) პორტფელში არსებული კომპანიების ექსპორტის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება, საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა აღნიშნული ფაქტორების აღმოფხვრის მიზნით; ე) საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარდგენისა და კომპანიების მონაწილეობის მხარდაჭერის მიზნით საერთაშორისო მიზნობრივი გამოფენების შერჩევა; ვ) საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიების შექმნილი პროდუქტების და სერვისების მარკეტინგული მასალების და საინფორმაციო ბაზის შექმნა; ზ) საექსპორტო პოტენციალის მქონე დაინტერესებული კომპანიებისთვის ცოდნის გაზიარება და კომპეტენციის ფარგლებში ბიზნესკონსულტაციების გაწევა. 5.    ანალიზისა და კვლევის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები: ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა არსებული ბაზრების პირველადი ანალიზისა და ბაზრის სექტორული კვლევის მიმართულებით; ბ) მეწარმეობასა და ექსპორტის განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამების დაგეგმვაში მონაწილეობა; გ) სამეწარმეო სფეროსთან დაკავშირებული კვლევების მომზადება; დ) თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ფარგლებში პრიორიტეტული პროდუქტების გამოვლენა; ე) სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა კვლევითი საქმიანობიდან მიღებული ინფორმაციის გაზიარების მიზნით; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კვლევითი საქმიანობის გასაუმჯობესებლად; ზ) საექსპორტო ბაზრებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებაში მონაწილეობის მიღება; თ) მეწარმეობის განვითარებისათვის კერძო სექტორთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებების ინიიცირების მიზნით; ი) ახალი პროექტების შემუშავების მიზნით კერძო სექტორთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. 6. პროექტების ანგარიშგებისა და განვითარების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები: ა) სააგენტოს პროექტების/პროგრამების შესახებ მიმდინარე ანგარიშგებების მომზადება; ბ) მიმდინარე პროექტის/პროგრამების ეფექტურობის გაზრდის მიზნით გაუმჯობესების გზების შემუშავება და დანერგვა; გ) პროგრამების შეფასების კრიტერიუმების/ინდიკატორების შემუშავება და მონიტორინგი; დ) ახალი პროდუქტების/პროექტების შექმნის მიზნით, სააგენტოს შესაბამის  დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა; ე) სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებული განსაკუთრებული საკითხების თაობაზე მონაცემთა შეგროვება და ანალიზი. 7. ადმინისტრაციული  დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები: ა) სააგენტოს  სამოქმედო გეგმის მიხედვით ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მისი შესრულების კოორდინაცია; ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; გ) საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა; დ) მომწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფინანსური ვალდებულებების შესრულების კონტროლი; ე) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ვ) სააგენტოს შინაგანაწესის და კორპორატიული ქცევის ნორმების შესრულების მონიტორინგი; ზ) პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერა; თ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი; ი) შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და მიმწოდებლებთან შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; კ) კომპეტენციის ფარგლებში სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სატენდერო კომისიისთვის წარდგენა; ლ)  სააგენტოს კუთვნილ მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია დადგენილი წესით: მ)  სააგენტოს უზრუნველყოფა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქონლითა და მომსახურებით; ნ) მატერიალური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა სააგენტოში არსებულ ქონებაზე; ო) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების (ბრძანებების, ინსტრუქციების და სხვა) მომზადება; პ) სააგენტოში მიმდინარე პროცესების თაობაზე შესაბამისი ინსტრუქციების, სახელმძღვანელოების მომზადება და შესრულების მონიტორინგი; ჟ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა; რ) სააგენტოს მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ანალიზი და ექსპერტიზა; ს) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული დოკუმენტის პროექტის სამართლებრივი ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში დასკვნების მომზადება და ვიზირება; ტ) სააგენტოს ინტერესების წარმომადგენლობა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობებში; უ) საჯარო ინფომაციის გაცემის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ფ) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, დაინტერესებულ პირთა საჩივრების, წერილებისა და განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა და მათზე გადაწყვეტილებების (პასუხების) პროექტების მომზადება; ქ) სააგენტოში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა (ქსელური მოწყობილობების მართვა, ელექტრონულ მონაცემთა ბაზების სისტემური ადმინისტრირება); ღ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება; ყ) ურთიერთობა მასმედიის წარმომადგენლებთან. 8. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და ინიციატივების ფარგლებში, დონორ და სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებთან  თანამშრომლობის გაძლიერება და დივერსიფიცირება; ბ) სააგენტოს საქმიანობაში დონორების ჩართვის ახალი ტენდენციებისა და გამოცდილების შესწავლა, ამასთანავე, დონორი ორგანიზაციების მიერ პრიორიტეტების უკეთესად განსაზღვრის მიზნით კონკრეტული მექანიზმებისა და რეკომენდაციების შემუშავება; გ) კომუნიკაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით დონორების მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია; დ) საერთაშორისო ღონისძიებების (ფორუმები, მისიები და ა.შ) კოორდინაცია და ორგანიზება; ე) სააგენტოს აქტივობების, პროდუქტების თუ სერვისების წარდგენა შესაბამისი საერთაშორისო უწყებებისა და ორგანიზაციისთვის;  ვ)  საერთაშორისო კამპანიების კოორდინაცია და ორგანიზება. მუხლი 6🔗. სააგენტოს დაფინანსება სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი  მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები; გ) შემოწირულობები; დ) სააგენტოს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები; ე) სახელმწიფო კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. მუხლი 7🔗. სააგენტოს ქონება 1. სააგენტოს ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები. მუხლი 8🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, აჩერებს მისი უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას. 2.    სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) სესხის აღება; ბ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; გ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; დ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება  ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3.  ამ    მუხლის  მე-2     პუნქტის  „ა“   ქვეპუნქტით   გათვალისწინებული ქმედების განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს   თანხმობა. 4. სააგენტო აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ფინანსურ ანგარიშგებასა და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაციას და წარუდგენს სამინისტროს. მუხლი 9🔗. საბუღალტრო ანგარიშგება სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ფინანსური ანგარიშგება და ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცია, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები და წარუდგინოს სამინისტროს. მუხლი 10🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულებები დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.