⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.12.2013)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2004
ძალის დაკარგვა 25.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №614
სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 152, 27/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,826 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2004 მიღება
25.12.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; layout-grid-mode:line;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.5pt;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-style:italic;} p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.2in; font-size:11.0pt; } p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni { margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:5.65pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-28.35pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.Style1, li.Style1, div.Style1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.petitixml, li.petitixml, div.petitixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.cignixml, li.cignixml, div.cignixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:12.0pt; } p.StylecxrilixmlSylfaen, li.StylecxrilixmlSylfaen, div.StylecxrilixmlSylfaen { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } span.StylecxrilixmlSylfaenChar { } p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:9.0pt; } p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №614 2004 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე: 1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №263 ბრძანებულებები. მ. სააკაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება I. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სპეციალური, გასამხედროებულ დაწესებულებათა სისტემა, რომელიც კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. 2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. 3. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , სამინისტრო თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან. 4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში ხაზინაში. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა), რომელიც რეგისტრირდება დადგენილი წესით. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გენერალ გ. გულუას ქ.10. 5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 6. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები. 7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები. თავი II. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები 8. სამინისტროს საქმიანობის სფეროა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციათა და პირთა მიზნებისა და მოქმედებების გამოვლენა, აღკვეთა, გამოძიება და ანალიზი, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა. 9. სამინისტროს ამოცანებია: ა) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური, სამხედრო პოტენციალის და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა განხორციელება და სხვა ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთა; ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოვლენა, მოკვლევა, წინასწარი გამოძიება, დანაშაულში ეჭვმიტანილი და/ან ბრალდებული პირის ძებნა და დაკავება, აგრეთვე მათთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება; გ) საქართველოს სახელმწიფოსათვის მოსალოდნელი საფრთხის პროგნოზირება და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მიწოდება; დ) ფიზიკურ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან; ე) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ზ) სანებართვო და სარეგისტრაციო საქმიანობა; თ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნა; ი) სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა; კ) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა; ლ) დამნაშავეობისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; მ) იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი; ნ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს პირთა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და პირთა ქონების ხელყოფისაგან დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა; ო) ქვეყნის სახანძრო უსაფრთხოების დაცვა; პ) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში სამოქალაქო უსაფრთხოების ზომების გატარება; ჟ) სამინისტროს სასწავლო დაწესებულებების მეშვეობით შესაბამისი კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; რ) სამინისტროს სისტემის ინფორმაციული უზრუნველყოფის კომპიუტერული სისტემის ჩამოყალიბება, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა; ს) საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის უზრუნვლყოფა; ტ) სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით კონტრსადაზვერვო საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო და მტრული საქმიანობის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; უ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, ორგანიზაციებსა და საწარმოებში მისი დაცვის კონტროლი, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა, აგრეთვე დადგენილი წესით იმ პირების შემოწმება, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან; ფ) პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება ღია ან ფარული ფორმით; ქ) დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის ოპერატიული უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან თანამშრომლობით; ღ) სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად, კონტრსადაზვერვო საქმიანობით საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის წარმომადგენლობების, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს დაწესებულებებისა და მოქალაქეების, აგრეთვე საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებათა უშიშროების უზრუნველყოფა; ყ) შინაგან საქმეთა ორგანოების სრული სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა; შ) საკუთარი უშიშროების უზრუნველყოფა; ჩ) სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთთანამშრომლობისა და დახმარების შესახებ ხელშეკრულებების დადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სამსახურების გამოცდილების შესწავლა; ც) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. თავი III. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები 10. სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზი-დენტი, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 11. მინისტრი: ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) წარმოადგენს სამინისტროს ან უფლებას ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; გ) პასუხიმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება; დ) ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს; ვ) იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის; სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს; აჯილდოებს მათ ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით, უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფულით, ფასიანი საჩუქრებით; საქართველოს პრეზიდენტთან შეაქვს წარდგინებები სამინისტროს თანამშრომლების დაჯილდოების თაობაზე; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალურ და სამხედრო წოდებებს; ი) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას; კ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; ლ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას უზრუნველყოფს სამინისტროს პირადი შემადგენლობის გადაყვანას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე; მ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებსა და წინადადებებს; ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს; ო) თავისი მმართველობის სფეროში, თავისივე ბრძანებით ქმნის სათათბირო ორგანოს – კოლეგიას, აგრეთვე სხვა კომისიებს სათათბირო ხმის უფლებით, განსაზღვრავს მის მოვალეობასა და საქმიანობის წესს, ხელმძღვანელობს მის მუშაობას; პ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამებიან საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე მათი მიზანშეუწონლობის მოტივით; ჟ) ამტკიცებს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესსა და სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებას; რ) განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანოებში ნიშნავს ოფიცრებს უშიშროების საკითხებში; ს) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო-საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოსამსახურეთათვის; ტ) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებში, კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს; უ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს; ფ) საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ; ქ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 12. მინისტრს ჰყავს ხუთი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი. 13. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 14. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 15. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას. 16. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. თავი IV. სამინისტროს სისტემა და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების კომპეტენცია 17. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი); ბ) რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტი; გ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი); დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი; ე) სამობილიზაციო სამსახური; ვ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი; ზ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი; თ) საგამოძიებო დეპარტამენტი; ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი; კ) კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი; ლ) სპეციალური ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი); მ) სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი; ნ) კრიმინალური დეპარტამენტი; ო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი; პ) ინტერპოლის ეროვნული ბიურო საქართველოში (მთავარი სამმართველო); ჟ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური; რ) საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახური; ს) განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო. 18. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო; გ) ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო; დ) მცხეთა-მთიანეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველო; ე) შიდა ქართლის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველო; ვ) ქვემო ქართლის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველო; ზ) კახეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველო; თ) სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველო; ი) იმერეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველო; კ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველო; ლ) გურიის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველო; მ) სამეგრელო-ზემო სვანეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველო; ნ) ქ.თბილისის უშიშროებისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახური (მთავარი სამმართველო). 19. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია: ა) სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი; ბ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი. 20. სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია; ბ) დაცვის პოლიცია; გ) სპეციალური მომზადების ცენტრი; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდეგერო სამსახური; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საბავშვო ბაღი „იმედი “. 21. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია: ა) სამინისტროს ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და სტრატეგიული პროექტების განხორციელება; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგა-დოებასთან ურთიერთობების უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან საქმიანობის წარმართვა და სამინისტროს თანამშრომელთა უფლებების დაცვა; საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება; საარქივო საქმიანობის წარმოება; ბ) რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის ამოცანაა დონორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა; სამინისტროს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა; ახალი პროექტების დაგეგმარება, მომზადება და განხორციელების უზრუნველყოფა; გ) გენერალური ინსპექცია უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას; სამინისტროს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანების გამოვლენას; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კონტრსადაზვერვო თანხლებას; სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმებას, სამინისტროს სისტემაში ფინანსური შემოწმების ჩატარებას (გარდა ოპერატიული ხარჯებისა) და სამინისტროს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოებას; დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; სამინისტროში განხორციელებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ინსპექტირება; გაწეული ოპერატიული ხარჯების კონტროლი; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მისი ქვედანაყოფების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომსახურება, სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სამინისტროს და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების, უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების განცალკევებული დახურული საქალაქთაშორისო სატელეფონო „მაღალი სიხშირის “, ასევე რადიო და სატელეგრაფო კავშირით უზრუნველყოფა; საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევებით სამინისტროს ოპერატიული დანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, აგრეთვე მოკვლევის, წინასწარი გამოძიების და სასამართლო ორგანოების მომსახურება; იარაღის ლეგალური ბრუნვის კონტროლი; ე) სამობილიზაციო სამსახური უზრუნველყოფს სამობილიზაციო მზადყოფნის ღონისძიებათა განხორციელებას; ვ) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება, მოპოვებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; ზ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სპეციალურ ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელების გზით უზრუნველყოს ოპერატიული დანაყოფების საქმიანობა; თ) საგამოძიებო დეპარტამენტი ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულთა წინასწარ გამოძიებას; ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სადაზვერვო და ტერორისტული საქმიანობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, სამხედრო ძალებისა და სხვა შეირაღებული ფორმირებების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად რადიოეთერის კონტრდაზვერვით კონტროლს; გარე მეთვალყურეობის უზრუნველყოფას; კ) სპეციალური ოპერაციების ცენტრის დანიშნულებაა სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა (გარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფისა); სამინისტროს ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა; ლ) კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა დაწესებულებათა ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი გარემოებების, უცხოეთის სპეცსამსახურების ინტერესების, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხის პროგნოზირება, გამოვლენა-აღკვეთა და ნეიტრალიზება, ამ მიზნით ინფორმაციის მოპოვება და ანალიტიკური დამუშავება; სპეცსამსახურების საქმიანობის ფორმებითა და მეთოდებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლისაგან დაცვის უზრუნველყოფა. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, მათ შორის სამოხელეო, კორუფციული და ექსტრემიზმის ნიშნების მატარებელ დანაშაულთა გამოვლენა და აღკვეთა. დეპარტამენტი აგრეთვე ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უშიშროების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებას; მ) სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის, ნარკომანიისა და საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, კერძოდ, მასობრივი განადგურების იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ცალკეულ დანაშაულთა გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა; კანონმდებლობით დადგენილი წესით გარე მეთვალყურეობის, პიროვნების იდენტიფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება; დეპარტამენტის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; ნ) კრიმინალური დეპარტამენტი ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულთა მოკვლევას, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას, მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, დამნაშავეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნის უზრუნველყოფას, დადგენა-დაკავებას, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესით დსთ-ის ქვეყნებში დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღმკვეთის, ძებნილ პირთა დაკავების მიზნით საქმიანობის ორგანიზებას; ო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, ახორციელებს ავტომაგისტრალების პატრულირებას, ავტო -მოტოტრანსპორტის რეგისტრაციას, მართვის უფლების მინიჭების შესახებ მოწმობების, ხოლო დიაგნოსტიკური ცენტრის საქმიანობის თაობაზე ნებართვის გაცემას, აწარმოებს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიზნით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი დანაშაულის საქმეებზე ატარებს მოკვლევას (გარდა მოკვლევის სხვა ორგანოთა კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეებისა), ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; პ) ინტერპოლის ეროვნული ბიურო საქართველოში ახორციელებს საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და მის წინააღმდეგ ბრძოლას, ამ მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან; ჟ) ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური უზრუნველყოფს ქვეყნის სახანძრო უსაფრთხოებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; რ) საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს საავარიო-სამაშველო და სხვა გადაუდებელ სამუშაოთა კოორდინაციას; საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში ატარებს უსაფრთხოების ზომებს; ს) განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო ახორციელებს უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებულ დავალებათა შესრულებას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით. 22. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა: ა) სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი – კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და სასაზღვრო რეჟიმის დაცვას; ბ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი – კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო რეზერვების მარაგის შენახვასა და მომსახურებას, სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოებას, მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს. თავი V. დასკვნითი დებულებები 23. ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 24. სამინისტროს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.