📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.05.2017
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016264
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/05/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,562 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ფრიდონ ბურდული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 24.11.2023 საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 24.08.2023 პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის, საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 26.01.2021 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.09.2023 ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა- ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 05.02.2019

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2017 წლის 29 მაისი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის    ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   24-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს   საგარეჯოს   მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი  დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს   საგარეჯოს  მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტები: 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დანართი №2-ის შესაბამისად. 2. საჯარიმო ქვითარი დანართი №3-ის შესაბამისად. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი დანართი №4-ის შესაბამისად. 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი დანართი №5-ის შესაბამისად. 5. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტი დანართი №6-ის შესაბამისად. 6. მითითების ფორმა დანართი №7-ის შესაბამისად. 7. შემოწმების აქტი დანართი №8-ის შესაბამისად. 8. უწყების ფორმა დანართი  №9-ის შესაბამისად. 9. სააღსრულებო ფურცელი დანართი №10-ის შესამისად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 აპრილის №25 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული დანართი №1 საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი თავი I ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების დამზადება-მომარაგება, შედგენა, აღრიცხვა-ანგარიშგება  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში  – ოქმი) და ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  თაობაზე საჯარიმო ქვითრის (შემდგომში –  საჯარიმო  ქვითარი)  გამოყენება  და აღრიცხვა-ანგარიშგება  ხორციელდება  საქართველოს  კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე. 2. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს  კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით. მუხლი 2🔗. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის დამზადება და მომარაგება 1. წინამდებარე   წესით   განსაზღვრული   ოქმი  და  საჯარიმო   ქვითარი   წარმოადგენს   მესამე   კატეგორიის (მარტივი     ტიპის)    მკაცრი     აღრიცხვის     ფორმას,     რომელიც     იბეჭდება     შესაბამისი     კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ. 2. ოქმებითა  და  საჯარიმო  ქვითრებით  მომარაგებას  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  გამგეობა  ახორციელებს დამოუკიდებლად.   ოქმისა   და   საჯარიმო    ქვითრის   შეკვეთას   საგარეჯოს    მუნიციპალიტეტის     გამგეობა აწარმოებს  „მკაცრი  აღრიცხვის  ფორმების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  თანახმად  შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. ოქმი და საჯარიმო ქვითარი შეიცავს გაყალბებისაგან დამცავ კითხვებს: 3.1. ოქმის №. 3.2. ბადე:  4. წინამდებარე   წესის   მე-5   მუხლის   მე-3   პუნქტისა   და   მე-6   მუხლების   მე-4   პუნქტის   მოთხოვნათა გათვალისწინებით,     იდენტური   ინდივიდუალური     ნომრის   მქონე   ოქმი   მზადდება   3   ეგზემპლარად, ხოლო იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე საჯარიმო ქვითარი – 2 ეგზემპლარად. 5. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია    სათანადო  წესით გაფორმებული  მინდობილობა.     მინდობილობა     საგარეჯოს   მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შეიძლება  მიეცეს  გამგეობის  ერთ-ერთ  საჯარო  მოსამსახურეს.  მინდობილი  პირი მკაცრი აღრიცხვის    შესაბამის   ფორმებს   პასუხისმგებელ  პირს აბარებს  შესაბამისი   მოხსენებით   ბარათის საფუძველზე, სათანადოდ წესით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. მუხლი 3🔗. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის გაცემა და დაბრუნება. 1. ოქმებისა  და საჯარიმო  ქვითრების  გადაცემა  გამგეობის  შესაბამისი  სამსახურისთვის  (შემდგომში  –  სამსახური) ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 2.  ოქმებისა  და  საჯარიმო ქვითრების  მიღება-ჩაბარება   აღირიცხება  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  ოქმისა    და    საჯარიმო    ქვითრის აღრიცხვის    ჟურნალებში.    ჟურნალი უნდა იყოს  ზონარგაყრილი,  დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა  და გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახურის  ბეჭდით დამოწმებული).  ჟურნალის   ფორმა განისაზღვრება  №4  და №5 დანართების შესაბამისად. 3. ჟურნალებში  ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება,     წაშლა    ან    ადრე    გაკეთებული    ჩანაწერის    შესწორება.    აუცილებლობის    შემთხვევაში უზუსტო   ჩანაწერი     გადაიხაზება     ერთი     ხაზით     ისე,    რომ    ნათლად     ჩანდეს     ადრე    დაწერილი ტექსტი.    ჟურნალის  მწარმოებელი    პასუხისმგებელი    პირი    აკეთებს    შესაბამის    ჩანაწერს    „შენიშვნის” გრაფაში,   აწერს  ხელს  და უთითებს თარიღს. 4. ოქმებისა   და  საჯარიმო   ქვითრების  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის    გამგეობის  შესაბამის  სამსახურებზე გაცემას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  გამგებლის გადაწყვეტილებით  (რეზოლუცია,  ბრძანება, წერილობითი თანხმობა  და სხვა) ახორციელებს  პასუხისმგებელი  პირი (შემდგომში  – პასუხისმგებელი  პირი), რომელსაც ეკისრება  მკაცრი  აღრიცხვის  ფორმების  შენახვის პასუხისმგებლობა. 5. პასუხისმგებელი    პირი  აღრიცხავს   ოქმებისა   და  საჯარიმო   ქვითრების   გაცემასა  და  გამოსაყენებლად უვარგისი  (გაფუჭებული)   ოქმებისა  და საჯარიმო  ქვითრების  დაბრუნებას,  რის შესახებაც ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 4🔗. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შენახვა 1. ოქმების   და   საჯარიმო   ქვითრების   შენახვა  ხორციელდება   „მკაცრი   აღრიცხვის   ფორმების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. სათავსი,  სადაც ინახება ოქმები და საჯარიმო ქვითრები, უნდა იყოს ხელშეუხებელი  გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 3. ოქმები   და   საჯარიმო   ქვითრები   სამსახურებზე   გადაცემამდე    ინახება  აღნიშნული დოკუმენტების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე      პასუხისმგებელ     პირთან,    ხოლო    სამსახურებზე     გადაცემული    ოქმები    და საჯარიმო ქვითრები ინახება შესაბამისი სამსახურის უფროსთან. 4.  თუ ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ოქმის  შედგენაზე  (საჯარიმო ქვითრის გამოწერაზე) უფლებამოსილ  პირად განსაზღვრულია   გამგეობის შესაბამისი სამსახურის თანამშრომელი, მაშინ ოქმების მიღება, შენახვა და დაბრუნება  ხორციელდება  მის მიერ  შესაბამისი  სამსახურის  უფროსისაგან,  ამ წესის  მე-2 და  მე-3  მუხლებით განსაზღვრული   წესის   შესაბამისად.   ამ   პუნქტით   გათვალისწინებულ შემთხვევაში    ოქმებისა და  საჯარიმო     ქვითრების     მიღება-ჩაბარება  აღირიცხება    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა   ოქმისა  და  საჯარიმო  ქვითრის  აღრიცხვის  ჟურნალებში,  რომლებსაც  აწარმოებს შესაბამისი   სამსახურის   უფროსი.   ჟურნალი   უნდა   იყოს  ზონარგაყრილი,   დანომრილი   და  დალუქული (სამსახურის     უფროსის ხელმოწერითა და გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახურის  ბეჭდით დამოწმებული). მუხლი 5🔗. ოქმების შევსება და წარმოება 1. ოქმი   ივსება   ლურჯი   ბურთულიანი    კალმით.  ოქმში  ყველა  ჩანაწერი   კეთდება  გარკვევით. დაუშვებელია   გადახაზვა,    გადაფხეკა,     გადაშლა    და    ა.შ.    ოქმის    დაზიანების    ან    მასში    არასწორი მონაცემების შეტანის  შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება  ჯვარედინად,  რომელსაც ოქმის შემდგენლის    მოხსენებითი     ბარათით,    გაუქმების     მიზეზების     მითითებით     იმავე    დღესვე     აბარებს სამსახურის  უფროსს  (თუ  ოქმის  შედგენას   არ  აწარმოებდა   მოცემული  სამსახურის  უფროსი). გამოსაყენებლად  უვარგისი (გაფუჭებული) ოქმების შესახებ დამტკიცებული  ფორმის  მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი   ოქმები, რომელსაც თან  ერთვის   ჩამოწერის    აქტი,  ყოველი   თვის   ბოლოს სამსახურის   უფროსის  წერილობითი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გადაეცემა (უბრუნდება)  პასუხისმგებელ პირს. 2. ოქმში   შესატანი   მონაცემები   განისაზღვრება   საქართველოს    ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად. 3. ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა   ოქმი  დგება   სამ  ეგზემპლარად.    შედგენილი   ოქმის  ერთი ეგზემპლარი    გადაეცემა    სამართალდამრღვევს,    რაზედაც   ოქმში   კეთდება   სათანადო   ჩანაწერი.   ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში, ხოლო მესამე ეგზემპლარი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში იგზავნება   სასამართლოში   ან  ადმინისტრაციული   სამართალდარღვევის   საქმის  განმხილველ სხვა  შესაბამის ორგანოში. 4. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ,    დანომრილ     და   დალუქულ   (სამსახურის     უფროსის  ხელმოწერითა  და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით    დამოწმებული) წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ   უნდა   გადაეგზავნოს    იმ  ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე. 5. ოქმის   შემდგენი   და  საქმის   განმხილველი   ორგანო  ვალდებულია,   საქართველოს   ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა   კოდექსით   გათვალისწინებული   ოქმის  შედგენიდან   ან/და  დადგენილების გამოტანიდან  10  დღის  ვადაში  აცნობოს  საქართველოს   შინაგან საქმეთა  სამინისტროს  შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს). მუხლი 6🔗. საჯარიმო ქვითრის შევსება და წარმოება 1. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს  ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    კოდექსის  242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით. 2. საჯარიმო       ქვითარი       (დანართი       №3)       იმავდროულად       წარმოადგენს       ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან: ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი; ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო    ქვითრის    შევსება  და  წარმოება  ხორციელდება   ამ  წესის  მე-5  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად. 4. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში (რომლის წარმომადგენელმაც        განახორციელა     მათი     შევსება),    ხოლო    მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს. 5. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოსამსახურე, გარდა მე-10 პუნქტისა. 6. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანი პირის მიერ I ნაწილის შესაბამისად. 7. საჯარიმო ქვითარი,  მისი შედგენიდან  არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თავისი რეკვიზიტებისა და შინაარსის   მიხედვით  რეგისტრირებული  უნდა   იქნეს  სპეციალურ    ზონარგაყრილ,   დანომრილ   და დალუქულ (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა  და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებულ) წიგნში. მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ოქმებისა ან საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად    უვარგისი  ოქმისა  და  საჯარიმო  ქვითრის  ჩამოწერა  უნდა  მოხდეს  ჩამოწერის  აქტის მიხედვით (დანართი  №6).  გამოსაყენებლად   უვარგისი  ოქმებისა  და  საჯარიმო  ქვითრების  რაოდენობა  და თითოეული მათგანის ინდივიდუალური   ნუმერაცია  შეტანილი  უნდა იქნეს  მკაცრი აღრიცხვის ფორმების   (დოკუმენტების) ჩამოწერის  აქტში. ჩამოწერის აქტს  ხელს აწერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი   სამსახურის   უფროსი, აგრეთვე   ოქმის   (საჯარიმო   ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილი პირი. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ექსპერტიზა-უტილიზაცია   ხორციელდება საქართველოს     ფინანსთა    მინისტრის    2005    წლის    30   აგვისტოს     №824   ბრძანებით     დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. თავი II სამშენებლო საქმიანობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესი მუხლი 8🔗. ზოგადი დებულებები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ზედამხედველობის  სამსახური  საქართველოს   ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად, ახორციელებს კონტროლს მუნიციპალიტეტში  მიმდინარე სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სადემონტაჟო საქმიანობაზე, კერძოდ: თუ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაფიქსირებული   იქნება  მშენებლობის, რეკონსტრუქციის  ან დემონტაჟის წარმოების  ფაქტი და ადგილზე  ვერ მოხერხდება მიმდინარე საქმიანობის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, სამშენებლო  საქმიანობაზე   ზედამხედველობის    სამსახურის უფლებამოსილი  პირის  (სპეციალისტის)  მიერ მოხდეს მითითების ფორმის (დანართი №7) შედგენა, რომელიც  ჩაბარდება მეპატრონეს, იმ  შემთხვევაში, თუ  ვერ  მოხერხდება  მხარისათვის  შესაბამისი  დოკუმენტის  ჩაჰბარება,  იგი გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე  და გადაღებულ  იქნეს  ფოტო,  რომლის  შემდგომ  მითითება   ჩაითვლება ჩაბარებულად. მუხლი 9🔗. სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოდგენა ობიექტის   მეპატრონეს   მიეცეს   ვადა   არაუმცირეს   3   (სამი)   დღისა,   რათა   წარმოადგინოს   ობიექტის მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟისათვის საჭირო მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შეთანხმებული  სამშენებლო  დოკუმენტის  პროექტი  და  შესაბამისი  მშენებლობის  სანებართვო  მოწმობა  ან ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ (სამართალდამრღვევის მიმართ) გატარდეს კანონშესაბამისი ღონისძიება. მუხლი 10🔗. კონტროლი, შემოწმების და დაჯარიმების შესახებ აქტების შედგენა მითითებით მიცემული  ვადის გასვლის შემდეგ, უფლებამოსილი  პირის მიერ შევსებულ იქნეს შემოწმების აქტი (დანართი №8), რომელშიც მითითებულ იქნება ,,მითითება“ შესრულდა თუ არა. თუ დამრღვევის მიერ მითითება შესრულებულია, სამშენებლო საქმიანობაზე  ზედამხედველობის  სამსახური  იღებს  გადაწყვეტილებას (ბრძანებას)  ,,საქმის შეწყვეტასთან  დაკავშირებით“,  ხოლო თუ  მითითება არ იქნება შესრულებული,  შედგეს უწყების ფორმა (დანართი №9), რომლითაც სამართალდამრღვევი დაბარებული იქნება საქმის განხილვაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში, რომლის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება (ბრძანება)   ,,დაჯარიმების შესახებ“. მუხლი 11🔗. დაჯარიმების შესახებ აქტის მხარისთვის ჩაბარება დაჯარიმების შესახებ ბრძანების გამოცემისთანავე, მოქალაქეს ჩაჰბარდეს შესაბამისი  გადაწყვეტილება (ბრძანება), თუ ვერ მოხერხდება მხარისათვის გადაწყვეტილების (ბრძანების) ჩაბარება, გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება თვალსაჩინო ადგილზე. მუხლი 12🔗. უფლებამოსილი პირის (სპეციალისტის) მიერ შემოწმების აქტის შედგენა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული მოთხოვნა მშენებარე ობიექტის დადგენილი ვადების დარღვევით, ექსპლუატაციაში მიღების, მშენებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე, ან კორექტირებული პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, რომელზეც სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის  მიერ  ფიქსირებულია  სამართალდარღვევა, კერძოდ:  დარღვეულია მშენებლობის ექსპლუატაციაში წარსადგენი ვადები, დარღვეულია ობიექტის პირვანდელი სამშენებლო დოკუმენტის  პროექტი  და  ა.შ.,   უფლებამოსილი   პირის  (სპეციალისტის)   მიერ  შედგეს  შემოწმების  აქტი, რომელშიც ასახული იქნება შესაბამისი სამართალდარღვევა და დაიწყოს ადმინისტრაციული საქმის წარმოება. მუხლი 13🔗. მიღებული გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარება საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის   ზედამხედველობის   სამსახურის  გადაწყვეტილების   (ბრძანების) მხარისათვის ჩაბარება მოხდება ამ წესის მეოთხე პუნქტის შესაბამისად.