„შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში“
მიღების თარიღი 15.05.1997
ძალაში შესვლა 29.12.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000521
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 24/01/2005
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| საქართველო | იტალიის რესპუბლიკა |
| განსაკუთრებული მნიშვნელობის საიდუმლო; | SEGRETISSIMO ანუ ზესაიდუმლო; |
| სრულიად საიდუმლო; | SEGRETO ანუ საიდუმლო; |
| საიდუმლო. | RISERVATTISIMO ანუ კონფიდენციალური/ RISERVATO ანუ დახურული. |
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | იტალიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
„შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში“
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის
მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში
საქართველოს მთავრობა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობა, შემდეგში „მხარეებად“ წოდებულნი,
– სურთ რა ხელი შეუწყონ თანამშრომლობას მათი თავდაცვის სამინისტროებს შორის,
– სურთ რა ხელი შეუწყონ მეგობრულ ურთიერთობებსა და ორმხრივ თანამშრომლობას საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის შეარაღებულ ძალებს შორის,
– დარწმუნებულნი არიან რა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მათ ურთიერთგაგებას შესაბამის სამხედრო საკითხებში და მოახდენს მათი თავდაცვის საშუალებათა კონსოლიდაციას,
– საქართველოსა და იტალიის კანონმდებლობის ფარგლებში,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები, ორმხრივ საფუძველზე განავითარებენ თანამშრომლობას შემდეგ სექტორებში:
1.1. თავდაცვისა და უშიშროების კონცეფციები;
1.2. შეარაღებული ძალების მართვის სტრუქტურა და მათი დემოკრატიული კონტროლი;
1.3. ლოგისტიკის ხელშეწყობა და ორგანიზება;
1.4. სამხედრო და სამოქალაქო კადრების ადმინისტრირება და მართვა;
1.5. მხარეების შეიარაღებული ძალების სამხედრო და სამოქალაქო კადრების ძირითადი და მაღალი დონის სამხედრო წვრთნა და განათლება;
1.6. შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის სფეროში საქმიანობა;
1.7. სამხედრო კანონმდებლობა და წესდებები;
1.8. სამხედრო ისტორია;
1.9. კულტურული, დასასვენებელი და სპორტული საქმიანობა სამხედრო სპორტის საერთაშორისო საბაჟოს ფარგლებში.
მუხლი 2🔗
2.1. თანამშრომლობა მხარეებს შორის მოიცავს:
1. თავდაცვის სამინისტროებისა და შეიარაღებული ძალების ოფიციალურ ვიზიტებსა და სამუშაო შეხვედრებს;
2. სამხედრო და სპეციალისტთა სკოლებში საწვრთნელი კურსების გავლას, მხარეების მიერ დაწესებული პროცედურების გათვალისწინებით;
3. შესაბამისი შეიარაღებული ძალების პერსონალის ვიზიტებსა და სამუშაო შეხვედრებს. გასაცნობ მოგზაურობებს. ქვედანაყოფებისა და დამკვირვებელთა ვიზიტებს;
4. გამოცდილების, კონსულტაციების, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და გამოფენების გაცვლას;
5. პრესისა და სამხედრო პუბლიკაციების სფეროში ინფორმაციის გაცვლას;
6. კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს სამხედრო სპორტის საერთაშორისო საბჭოს ფარგლებში.
2.2. მხარეებს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, პრეამბულაში გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, შეუძლიათ გაითვალისწინონ თანამშრომლობის სხვა ფორმები, რომლებიც არ სცილდება ამ შეთანხმების ფარგლებს.
საქართველო
იტალიის რესპუბლიკა
განსაკუთრებული მნიშვნელობის
საიდუმლო;
SEGRETISSIMO ანუ ზესაიდუმლო;
სრულიად საიდუმლო;
SEGRETO ანუ საიდუმლო;
საიდუმლო.
RISERVATTISIMO ანუ კონფიდენციალური/
RISERVATO ანუ დახურული.
4.5. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ ხელშეკრულების თანახმად გაცვლილი დოკუმენტები, მასალები და ტექნოლოგიები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით და მხარეების კონკრეტული თანხმობებით.
4.6. ამ ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობის შედეგად დაგროვილი საიდუმლო თუ არასაიდუმლო ინფორმაციის, დოკუმენტების, ტექნიკური მონაცემების და თავდაცვითი მასალებისა და მოწყობილობების მესამე მხარეებისათვის გადაცემა უნდა მოხდეს მიმწოდებელი მხარეების, უწყებებისა და კომპანიების წინასწარი წერილობითი თანხმობით, თუკი მხარეებს შორის არ არსებობს განსხვავებული შეთანხმება.
4.7. ერთი მხარის მოქალაქეების ვიზიტი მეორე მხარის ხელისუფლების/იურისდიქციის ქვეშ მყოფი თავდაცვით უწყებებში/საწარმოებში უნდა შეტყობინებულ იქნეს ოფიციალური არხებით ორმოცი დღით ადრე და ექვემდებარება მიმღები ქვეყნის შესაბამისი ხელისუფლების დამტკიცებას.
4.8. იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების საფუძველზე საიდუმლო ინფორმაცია გაიცვლება სხვა საწარმოებსა და/ან უწყებებს შორის ვიდრე ხელმომწერი მხარეები, ცალკე პროცედურები შემუშავებული უნდა იყოს ორი მხარის უფლებამოსილი ორგანოების მიერ. ამ პროცედურებზე მოლაპარაკებებისას გაცვლილ საიდუმლო ინფორმაციასთან მიმართებაში გამოყენებული უნდა იქნას შეთანხმებაში ნახსენები უსაფრთხოების ზომები.
მუხლი 5🔗
5.1. ორი მხარის ოფიციალური დელეგაციების გაცვლა დაფუძნებული უნდა იყოს ნაცვალგების პრინციპზე და შემდეგ კრიტერიუმებზე:
– გამგზავნი მხარე პასუხისმგებელი უნდა იყოს სამგზავრო ხარჯებზე და პერსონალის ანაზღაურებაზე, ისევე როგორც ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევაზე, მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
– მიმღები მხარე პასუხისმგებელი უნდა იყოს ადგილობრივი ტრანსპორტირების ხარჯებზე, ცხოვრებაზე და კვებაზე, თუ შესაძლებელია სამხედრო ობიექტებზე.
– მიმღებმა მხარემ უნდა უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციებში სამედიცინო დახმარება. გამგზავნმა მხარემ უნდა იზრუნოს ავადმყოფი პერსონალის სამშობლოში დაბრუნებაზე.
5.2. ყველა იმ ღონისძიების ფინანსური უზრუნველყოფა, რომელშიც ჩართულია ის პერსონალი, რომელიც არ არის ოფიციალურ დელეგაციაში, შეთანხმებული უნდა იყოს ცალკე ყველა კონკრეტული შემთხვევისათვის.
მუხლი 6🔗
6.1. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მხარეების მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, ისევე როგორც მათ ეროვნულ და საერთაშორისო პოლიტიკას.
მუხლი 7🔗
7.1. აღნიშნული შეთანხმების ინტერპრეტაციის ან გამოყენებისას წარმოქმნილი უთანხმოების შემთხვევაში პრობლემა უნდა გადაწყდეს სათანადო დონეზე მოლაპარაკებებით ან კონსულტაციებით.
მუხლი 8🔗
8.1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ სარატიფიკაციო პროცედურების შესრულების შესახებ მეორე ნოტიფიკაციის დღიდან.
8.2. წინამდებარე შეთანხმება დადებულია სამი წლის ვადით და ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი ყოველწლიურად ავტომატურად გრძელდება ერთწლიანი პერიოდით.
8.3. მხარეებს აქვთ უფლება, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ნებისმიერ დროს ცვლილებები შეიტანონ წინამდებარე შეთანხმებაში. ეს ცვლილებები დამტკიცებული უნდა იყოს ორივე მხარის მიერ მათი სათანადო სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად.
8.4. თითოეულ მხარეს აქვს წინამდებარე შეთანხმების დენონსაციის უფლება წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. ეს დენონსაცია ძალაში შედის მეორე მხარის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 90 დღის შემდეგ. დენონსაციის შემთხვევაში ყველა არსებული კონტრაქტი შესრულდება ისე, როგორც გათვალისწინებულია კონტრაქტში. ვალდებულებები, რომლებიც მე-4 მუხლით არის გათვალისწინებული ძალაში რჩება მიუხედავად დენონსაციისა.
ამის დასტურად, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. რომში 1997 წლის 15 მაისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. ქართული და იტალიური ტექსტების ინტერპრეტაციისას რაიმე უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
იტალიის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)