„შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის ლიტვის სამხედრო აკადემიაში სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის შესახებ“

მიღების თარიღი 19.07.2004
ძალაში შესვლა 19.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480160000.03.030.000530
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 05/05/2005
matsne.gov.ge 1,422 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.07.2004 მიღება
19.07.2004 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით გიორგი ბარამიძე თავდაცვის მინისტრი ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სახელით ლინას ანტანას ლინკევიუს ეროვნული თავდაცვის მინისტრი

დოკუმენტის ტექსტი

„შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის ლიტვის სამხედრო აკადემიაში სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის შესახებ“ შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის ლიტვის სამხედრო აკადემიაში სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში გამგზავნ მხარედ წოდებული) და ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში მიმღებ მხარედ წოდებული), შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, ითვალისწინებენ რა, 2001 წლის 8 თებერვალს ქ. ვილნიუსში ხელმოწერილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების პირობებს, აღიარებენ რა, პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამას, რომელსაც ახორციელებს ნატო და რომელშიც თავად იღებენ აქტიურ მონაწილეობას, ითვალისწინებენ რა 1995 წლის 19 ივნისს ბრიუსელში ხელმოწერილ ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოთა და პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის მონაწილე ქვეყნებს ძალებთა სტატუსის შესახებ შეთანხმების პირობებს; გამოხატავენ სურვილს განავითარონ ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა ლიტვის რესპუბლიკისა და საქართველოს სამხედრო ძალებს შორის სამხედრო სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 განმარტებანი ზემოაღნიშნული შეთანხმების მიზნებისათვის: 1.1. გამგზავნი მხარე ნიშნავს მხარეს, რომელიც აღნიშნული შეთანხმების პირობების შესაბამისად აგზავნის სტუდენტს სამხედრო სწავლებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე (შემდგომში სამხედრო წვრთნებად წოდებული). სამხედრო წვრთნები არის მოკლევადიანი სწავლებები, რომელიც არ იძლევა უნივერსიტეტის დიპლომს. 1.2. მიმღები მხარე ნიშნავს მხარეს, რომელიც იღებს გამგზავნი მხარის სტუდენტებს სამხედრო სწავლებისათვის მოცემული შეთანხმების პირობების შესაბამისად. 1.3. გენერალ ჯოანს ზემაიტის სახელობის ლიტვის სამხედრო აკადემია (შემდგომში ლიტვის სამხედრო აკადემიად წოდებული) არის უმაღლესი საგანმანათლებო სკოლა, ოფიცერთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ეროვნული თავდაცვის სისტემის სამხედრო ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო სწავლების, სამხედრო წვრთნებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების განხორციელებას ეროვნული საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად. 1.4. სტუდენტი ნიშნავს გამგზავნი მხარის სამხედრო ან სამოქალაქო პირს, რომელიც მონაწილეობას იღებს სამხედრო სწავლებებში, მიმღების მხარის მოწვევის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ზოგადი დებულებანი 2.1. ზემოაღნიშნული შეთანხმების მიზანს წარმოადგენს, განისაზღვროს გამგზავნი მხარის სტუდენტების სტატუსი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სამხედრო სწავლებებში ლიტვის სამხედრო აკადემიაში. 2.2. მოცემული შეთანხმების საფუძველზე მხარეებს შორის თანამშრომლობა მოიცავს გამგზავნი მხარის სტუდენტების სამხედრო სწავლებებს ლიტვის სამხედრო აკადემიაში. ზემოაღნიშნული შეთანხმება განსაზღვრავს სამხედრო სწავლებების პირობებს. თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს შეთანხმების მონაწილე მხარეების ინტერესებისა მოთხოვნების შესაბამისად. 2.3. გამგზავნი მხარის სტუდენტების სტატუსი მიმღებ ქვეყანაში და მონაწილეობა სამხედრო სწავლებებში განსაზღვრულია მოცემული შეთანხმების პირობებით და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმებით, ხელმოწერილი 1995 წლის 19 ივნისს, ბრიუსელში. მუხლი 3🔗 პასუხისმგებელი უწყებები 3.1. ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელ უწყებას წარმოადგენს ლიტვის სამხედრო აკადემია. სოლის ქუჩა, №5ა, 10322 ვილნიუსი, ლიტვის რესპუბლიკა. 3.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებელ უწყებას წარმოადგენს: კადრების დეპარტამენტი უნივერისტეტის ქ. 2 0177 თბილისი საქართველო 3.3. მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან ყველა სახის ინფორმაციას, რაც დაკავშირებულია აღნიშნულ მუხლში მოცემული საკონტაქტო მონაცემების ცვლილებებთან. მუხლი 4🔗 საკვალიფიკაციო მოთხოვნები 4.1. სამხედრო სწავლებებისთვის შერჩეული სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც მითითებული იქნება მიმღები მხარის მოწვევაში. მუხლი 5🔗 სამხედრო საწვრთნელი სწავლების ორგანიზაცია 5.1. სამხედრო საწვრთნელი სწავლების ხანგრძლივობა განისაზღვრება ლიტვის სამხედრო აკადემიის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში (24 კვირამდე). 5.2. სამხედრო საწვრთნელი სწავლების სამუშაო ენა არის ინგლისური. 5.3. სტუდენტების პრაქტიკული სწავლება ჩატარდება სამხედრო საწვრთნელი სასწავლო პროგრამის თანახმად. სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ მიმღები მხარის სამხედროებთან ერთად. 5.4. სამხედრო საწვრთნელი სასწავლო პროგრამის თითოეული სემესტრის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა უნდა ჩააბარონ ტესტები, რომლებიც შეფასებული იქნება მიმღები მხარის მიერ დადგენილი შეფასების პირობების შესაბამისად. 5.5. სამხედრო წვრთნების ტაქტიკური სწავლების ინსტრუქტორები შეაფასებენ სტუდენტებს სამხედრო საწვრთნელი სწავლების პროგრამით განსაზღვრულ დროს, სტუდენტები ყოველთვიურად წერილობით მიიღებენ ინდივიდუალური სწავლების შეფასებას. 5.6. სტუდენტები, რომლებიც დაამთავრებენ სამხედრო საწვრთნელ სწავლებებს, მიიღებენ სერტიფიკატსა და სამკერდე ნიშანს მიმღები მხარის მიერ განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად. მუხლი 6🔗 კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზირება 6.1. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ჩამონათვალი და ხანგრძლივობა განსაზღვრულია ლიტვის სამხედრო აკადემიის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში. 6.2. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების სამუშაო ენა არის ინგლისური. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ხორციელდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების პროგრამის თანახმად, რომელიც დამტკიცებულია მიმღები მხარის მიერ. 6.3. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ინსტრუქტორები შეაფასებენ სტუდენტთა ცოდნის დონეს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში განსაზღვრულ დროს, სტუდენტები ყოველთვიურად მიიღებენ ინდივიდუალური სწავლის გაუმჯობესების წერილობით შეფასებას. 6.4. ის სტუდენტები, რომლებმაც დაამთავრეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები მიიღებენ სერტიფიკატსა მიმღები მხარის მიერ განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად. მუხლი 7🔗 მიმღები მხარის უფლებები და მოვალეობები მიმღები მხარე: 7.1. მიიღებს გამგზავნი მხარის სტუდენტთა იმ რაოდენობას, რომელიც მითითებული იქნება სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მოსაწვევში და ლიტვის სამხედრო აკადემიის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განრიგში. 7.2. განახორციელებს ყველა საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებს, რომელიც დაკავშირებულია გამგზავნი მხარის სტუდენტების სტატუსთან, ხარჯების ანაზღაურებასთან, განთავსებასთან და სხვა განსახორციელებელ პირობებთან. 7.3. აცნობებს გამგზავნ მხარეს სამხედრო სწავლების დაწყების შესახებ და გადასცემს გამგზავნ მხარეს სამხედრო საწვრთნელი სწავლების პროგრამას, სტუდენტთა აუცილებელ მოთხოვნილებებს და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის პროგრამას, სამხედრო სწავლებების დაწყებამდე არაუგვიანეს 6 თვისა. 7.4. ორგანიზებას გაუწევს და ჩაატარებს სამხედრო სწავლებებსა და კურსებს სამხედრო საწვრთნელი სწავლების პროგრამისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების შესაბამისად. 7.5. ფლობს უფლებას უარი თქვას სამხედრო სწავლების ორგანიზებაზე, თუ სტუდენტების მინიმალური რაოდენობა, რომელიც განსაზღვრულია მიმღები მხარის მიერ ვერ ჩავა სამხედრო სწავლებებზე. მიმღები მხარე წერილობითი ფორმით შეატყობინებს გამგზავნ მხარეს სამხედრო სწავლების ორგანიზების დროებითი შეჩერების შესახებ სამხედრო სწავლების დაწყებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა. 7.6. უზრუნველყოფს სტუდენტების განთავსებასა და საკვებით უზრუნველყოფას საკუთარი ხარჯებით. 7.7. უზრუნველყოფს სტუდენტებს სასწავლო ინვენტარითა და ლიტერატურით საკუთარი ხარჯებით. 7.8. ორგანიზებას გაუწევს და დაფარავს სტუდენტთა საერთაშორისო მგზავრობის ხარჯებს ორივე მიმართულებით. 7.9. უზრუნველყოფს სტუდენტთა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მიმღები მხარის ხარჯებით. 7.10. გადაუხდის სტუდენტებს ყოველდღიურ გასამრჯელოს, რომლის რაოდენობაც განისაზღვრება მიმღები მხარის მიერ ყოველთვიურად. გასამრჯელოს გადახდა მოხდება მიმღები მხარის ეროვნული ვალუტით, იმ პროცედურების შესაბამისად, რომელიც დამტკიცებულია ლიტვის სამხედრო აკადემიის კომენდანტის ბრძანებით. 7.11. აცნობებს გამგზავნ მხარეს თითოეული სტუდენტის შედეგების შესახებ სამხედრო სწავლების დასრულების შემდეგ. 7.12. მიმღები მხარის ტერიტორიაზე სტუდენტის გარდაცვალების შემთხვევაში მიაწოდებს გამგზავნ მხარეს სტუდენტის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას. 7.13. აქვს უფლება უარი განაცხადოს სტუდენტის მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს მიმღები მხარის მიერ მოთხოვნილი შესაბამისი დოკუმენტაცია (სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა და ა.შ.). ან თუ ვერ ასრულებენ სტუდენტის მოთხოვნილებებს. 7.14. ითვალისწინებენ ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმების III მუხლის დებულებების შესაბამისად, არ მოითხოვენ ვიზას გამგზავნი ქვეყნის სტუდენტებისაგან, რომელიც ჩამოდის ლიტვის რესპუბლიკაში სამხედრო სწავლებისათვის. მუხლი 8🔗 გამგზავნი მხარის უფლებები და მოვალეობები გამგზავნი მხარე: 8.1. მიმღები მხარის მოწვევაში მოცემული კვალიფიკაციური მოთხოვნების შესაბამისად შეარჩევს კანდიდატთა იმ რაოდენობას, რომელიც მოცემულია სამხედრო სწავლების მოსაწვევში. 8.2. უზრუნველყოფს, რომ შერჩეული სტუდენტები ფლობდნენ შესაბამის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელიც ვარგისია ლიტვაში და დაფარავს ამ საკითხთან დაკავშირებულ ხარჯებს. უზრუნველყოფს რომ სტუდენტს ჰქონდეს ყველა საბუთი, რომელიც მითითებულია „ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმების III მუხლში, რათა ჩამოვიდნენ ლიტვის რესპუბლიკაში. 8.3. გადასცემს მიმღებ მხარეს შერჩეულ სტუდენტთა სიას და მიმღები მხარის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტთა (სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა და ა.შ.) ასლებს წინასწარ სამხედრო სწავლებების დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. 8.4. დაფარავს სტუდენტთა მგზავრობის ხარჯებს შვებულების დროს. 8.5. აუნაზღაურებს მიმღებ მხარეს ყველა დანახარჯს, რომელიც მოცემულია ზემოაღნიშნულ შეთანხმებაში, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი გამორიცხული იქნება სამხედრო სწავლებებიდან ზემოაღნიშნული შეთანხმების მე-11 მუხლის 1 და 2 პუნქტების თანახმად. 8.6. მიმღები მხარის ქვეყნის ტერიტორიაზე სტუდენტის გარდაცვალების შემთხვევაში მიიღებს ყველა ზომას ცხედრის საკუთარი ხარჯებით გამგზავნი მხარის ტერიტორიაზე დაბრუნებისათვის. მუხლი 9🔗 შვებულება 9.1. სამხედრო სასწავლო წვრთნის პროგრამაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნას ორკვირიანი შვებულება, რომლის განმავლობაშიც სტუდენტებს შეუძლიათ სახლში დაბრუნება მიმღები მხარის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ხარჯების ანაზღაურება, რომელიც უკავშირდება შვებულების დროს სტუდენტის სახლში დაბრუნებას ეკისრება გამგზავნ მხარეს. 9.2. განსაკუთრებულ შემთხვევაში აკადემიის კომენდანტმა შეიძლება მისცეს სტუდენტს დამატებითი შვებულება, თუ გამგზავნი მხარე არ იქნება წინააღმდეგი. მუხლი 10🔗 ფორმა 10.1. ოფიციალური ცერემონიალის დროს სტუდენტები ატარებენ სადღესასწაულო სამხედრო ფორმას. 10.2. პრაქტიკული კურსის განმავლობაში სტუდენტები ატარებენ საკუთარი ქვეყნის სამხედრო საველე ფორმას. 10.3. თეორიული კურსის განმავლობაში სტუდენტები ატარებენ სამუშაო ფორმას ან იმ ტიპის ფორმას, რომელიც მითითებული იქნება სამხედრო სწავლებების აღმასრულებლის მიერ. მუხლი 11🔗 იურისდიქცია და ზარალის ანაზღაურება 11.1. თუ აღნიშნული შეთანხმების მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სტუდენტის ტესტირების შედეგები უარყოფითი იქნება, და (ან) სტუდენტთა ქმედებები არ მოდის შესაბამისობაში აკადემიის მოთხოვნებთან და არღვევს სამხედრო დისციპლინას, ან ავადმყოფობის გამო სტუდენტი ვერ განაგრძობს სწავლებებს მიმღები მხარე აკადემიის კომენდანტის შეტყობინების საფუძველზე გარიცხავს სტუდენტს კურსიდან და გაგზავნის სტუდენტს გამგზავნ სახელმწიფოში. 11.2. თუ სტუდენტი სერიოზულად არღვევს მიმღები ქვეყნის კანონმდებლობას და, ამდენად, მისი ყოფნა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არასასურველია, მიმღები მხარე გაგზავნის სტუდენტს უკან სამშობლოში კურსების დამთავრებამდე. 11.3. ზიანის მიყენების შემთხვევაში იურისდიქციისა და კომპეტენციის საკითხი გადაწყდება ნატოს წევრ ქვეყნებსა და პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის მონაწილე ქვეყნებს შორის მათი ძალთა სტატუსის შესახებ დადებული შეთანხმების შესაბამისად ხელმოწერილს ბრიუსელში 1995 წლის 19 ივნისს. მუხლი 12🔗 დასკვნითი დებულებები 12.1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. 12.2. წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილი იქნას მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. 12.3. თითოეული უთანხმოება, რომელიც წამოიჭრება მოცემულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მოგვარებული იქნება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით. 12.4. შეთანხმება შეიძლება გაუქმებული იქნას ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მიერ მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს 6 თვით ადრე წერილობით აცნობებს თავის გადაწყვეტილებას შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება, აღნიშნული ვადის გასვლამდე მხარეები ვალდებულები არიან შეასრულონ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებანი. შეთანხმება ხელმოწერილია ვილნიუსში 2004 წლის 19 ივლისს, ორ ეგზემპლარად ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენაზე, ამასთან ყველა ტექსტს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. შეთანხმების დებულებების ინტერპრეტაციასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული გაუგებრობისას უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით გიორგი ბარამიძე თავდაცვის მინისტრი ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სახელით ლინას ანტანას ლინკევიუს ეროვნული თავდაცვის მინისტრი