სს „მარგებელის“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეტყობინება

სააქციო საზოგადოება „მარგებელის” რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

   სს „მარგებელის” (ს/კ 205283931) სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი იწვევენ სააქციო საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2017 წლის 23 ივნისს, 15 საათზე, ქ. თბილისში, სააქციო საზოგადოების იურიდიულ მისამართზე.

  სამეთვალყურეო საბჭომ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დაადგინა 2016 წლის 15 მაისი.

 

დღის წესრიგი:

1. სს ,,მარგებელის’’ წესდებაში ცვლილებების შეტანა;

2. სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირება;

3. სხვადასხვა.

 

 დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორთან. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორისაგან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დადგენილ ვადებში, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

 

 საზოგადოების დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას იძლევა, რომ:

1. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას იმსჯელოს კომპანიის წესდების შეცვლის/ცვლილებების აუცილებლობაზე.

2. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას იმსჯელოს სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირებაზე და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმდეს 2017 წლის 13 ივნისს, სს „მარგებელის” აქციათა რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74ა.

 

დირექტორი                                                          ა. სვიმონიშვილი