„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 30.05.2017
ძალაში შესვლა 01.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/219
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016492
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/05/2017
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის და ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/219
2017 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა),,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 14 აპრილის № 1-1/202 ბრძანება (ვებგვერდი,18/04/2016; 010240070.22.024.016439);
ბ) ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეგულირების გავლენისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 24 მარტის №1-1/153 ბრძანება (ვებგვერდი, 29/03/2016; 010240070.22.024.016432).
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი ივნისიდან.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი გახარია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V), საქართველოს შრომის კოდექსის, ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის, „მთავრობის საქმიანობის მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების სისტემების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №628 დადგენილების, „პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტის „პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №629 დადგენილების, შრომის ბაზრის ფორმირების სახელწიფო სტრატეგიის, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციის და შესაბამისი სამოქმედო გეგმების და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
2. ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება;
ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V), საქართველოს შრომის კოდექსის, ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის, „მთავრობის საქმიანობის მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების სისტემების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №628 დადგენილების, „პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტის „პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №629 დადგენილების, შრომის ბაზრის ფორმირების სახელწიფო სტრატეგიის, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციის და შესაბამისი სამოქმედო გეგმების და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
მუხლი 2🔗. ეკონომიკური პოლიტიკის და რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველო
1. ეკონომიკური პოლიტიკის და რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
ბ) სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V), საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის, „მთავრობის საქმიანობის მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების სისტემების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №628 დადგენილების, „პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტის „პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №629 დადგენილების და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
2. ეკონომიკური პოლიტიკის და რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს კონსულტანტი (II კატეგორია) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 2 -წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V), საქართველოს შრომის კოდექსის, „მთავრობის საქმიანობის მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების სისტემების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №628 დადგენილების, „პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტის „პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №629 დადგენილების და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
გ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ენას).
3. ეკონომიკური პოლიტიკის და რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V), საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
გ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ენას).
მუხლი 3🔗. შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველო
1. შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში;
ბ) სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
დ) საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (III თავი), „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის, შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციის და შესაბამისი სამოქმედო გეგმების და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
2. შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის სფეროში/ან უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში;
ბ) საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (III თავი), „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის, შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციის და შესაბამისი სამოქმედო გეგმების და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
გ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ენას).