„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 აპრილის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.127.016230
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2017 წლის 31 მაისი

ქ. ზესტაფონი     

 

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 აპრილის №7 დადგენილების (ვებგვერდი, 02/05/2017 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.0166228) №1 დანართში:

1) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭო შედგება 11 (თერთმეტი) წევრისაგან.

2. საბჭოს თავმჯდომარეა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით).

3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

5. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარისა და პირველი მოადგილისა გარდა, შედიან (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით):

ა) ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი;

ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი;

გ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი;

დ) საბჭოს წევრები სათათბირო ხმის უფლებით,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 6 (ექვსი) წარმომადგენელი, რომელთა კანდიდატურებს შშ კატეგორიებისა და მიმართულებების მიხედვით წარუდგენს გამგებელს (მერს) მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირები და მათი ორგანიზაციები, საბოლოო შერჩევა - დამტკიცებას ახდენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

6. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არ არის საბჭოს წევრი.

7. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.

8. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე.

9. საბჭოს აქვს უფლება შექმნას თემატური ჯგუფები, მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩართოს ისინი საბჭოს სხდომისას, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის უფლებით.“.

2) მე–9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. საბჭოს წევრის უფლებამოსილება

1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:

ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები, მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;

ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან;

გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი;

დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე.

2. საბჭოს წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით;

ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ.

3. საბჭოს წევრ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

4. საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) ზედიზედ სამჯერ სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში;

გ) მის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

დ) თუ სასამართლომ აღიარა ქმედითუუნაროდ ან/და გამოცხადდა უგზო–უკვლოდ დაკარგულად;

ე) გარდაიცვალა;

ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული საბჭოს წევრ მოხელეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე