საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების დაშვებული სახეების დადგენის თაობაზე

მიღების თარიღი 01.06.2017
ძალის დაკარგვა 21.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №180
სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.016980
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 178 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.06.2017 მიღება
21.02.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების დაშვებული სახეების დადგენის თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №180 2017 წლის 1 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების დაშვებული სახეების დადგენის თაობაზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის დაშვებულია აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი მომსახურების გაწევა: ა) ვებგვერდის მიწოდება, ვებჰოსტინგი, პროგრამებისა და მოწყობილობების დისტანციური ტექნიკური მომსახურება; ბ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება; გ) აზარტული თამაშების მოწყობის ორგანიზება, გარდა ფსონის მიღებისა და მოგების გაცემისა; დ) გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება (მათ შორის რეალურ დროში (პირდაპირ ეთერში)); ე) პატენტების, ლიცენზიების, სავაჭრო მარკების, საავტორო უფლებების ან სხვა მსგავსი არამატერიალური აქტივის გადაცემა; ვ) საკონსულტაციო, მარკეტინგული მომსახურების გაწევა, ასევე მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავება-მიწოდება, მათ შორის რისკების მართვა; ზ) მოძრავი ქონების იჯარით გადაცემა; თ) ამ მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების თანმდევი, დამხმარე მომსახურება, მათ შორის სერვერების და მოწყობილობების ოპერირება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი