შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.05.2017
ძალის დაკარგვა 01.08.2017
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016226
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,357 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2017 მიღება
01.08.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №16 2017 წლის 31 მაისი ქ. საჩხერე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომში – შშმ პირი)  მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში სრულფასოვნად ჩართვისა  და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პირისთვის ფიზიკური და კულტურული გარემოს, საცხოვრებელი პირობების, ტრანსპორტის, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, დასაქმების, სპორტისა და რეკრეაციის შესაძლებლობების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის სტრატეგია დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე დანართი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის სტრატეგია  შესავალი ეს სტრატეგია აყალიბებს ერთიან მიდგომას შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციისადმი და არსებული პრობლემების ანალიზის საფუძველზე ადგენს ამ სფეროში მუნიციპალიტეტის ძირითად პრიორიტეტებს, რომლებსაც დაეფუძნება სამოქმედო გეგმა და გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის სამართლებრივი საფუძვლებია: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1948 წლის 10 დეკემბრის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1975 წლის 9 დეკემბრის დეკლარაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1993 წლის 20 დეკემბრის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტული წესები“ (რეზოლუცია 48/96); „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბრის კონვენციის ძირითადი დებულებები; საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“; საქართველოს პარლამენტის დადგენილება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის შესახებ“;  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 იანვრის №76 განკარგულება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის 2014-2016 წწ. სამთავრობო სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.“. თავი I სიტუაციური ანალიზი – პრობლემები მუხლი 1🔗. სიტუაციური ანალიზი – პრობლემები მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირთა დიდი ნაწილი მოკლებულია თვითრეალიზებისა და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობებს. ამის გამო ისინი თავს არ მიიჩნევენ საზოგადოების სრულუფლებიან და დამოუკიდებელ წევრებად, უვითარდებათ დახმარებაზე დამოკიდებულების სინდრომი, უინიციატივობა და პესიმიზმი. რაც იწვევს შშმ პირებსა და საზოგადოების სხვა წევრებს შორის გაუცხოებას, საზოგადოების ფრაგმენტაციას და დეჰუმანიზაციას. შშმ პირები ნაკლებად არიან ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებასა და შრომით ურთიერთობებში, ამიტომ მათი საჭიროებების უზრუნველყოფის ტვირთს ინაწილებს ოჯახი, საზოგადოება, მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო. ასეთი მდგომარეობა იწვევს არა მხოლოდ დამატებით ხარჯებს, არამედ შეუთავსებელია საზოგადოებრივი თანაცხოვრების აღიარებულ ნორმებთან. აუცილებელია დაცულ იქნეს შშმ პირთა ძირითადი უფლებები და პიროვნული ღირსებები, აღმოიფხვრას დისკრიმინაციის ფაქტები და შეიცვალოს მათი ფაქტობრივი მდგომარეობა. შშმ პირთა საკითხები უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის, სოციალური ხელმისაწვდომობისა და შესაძლებლობათა გათანაბრების თვალსაზრისით, ამისათვის კი საჭიროა არა მარტო შშმ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სამართლებრივი უზრუნველყოფა, არამედ მიზანდასახული მუნიციპალური პოლიტიკის განხორციელებაც. მუხლი 2🔗.  ძირითადი პრობლემები: ა) მწირი და არასრულყოფილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირების შესახებ ინფორმაცია; არ ხდება სტატისტიკური მონაცემების სისტემატური შეგროვება, დამუშავება და განახლება; არ არსებობს ამ საკითხებზე სტატისტიკური მონაცემების შეგროვება დამუშავების ერთიანი ბაზა; ბ) არ ხდება შშმ პირთა საჭიროებების შესწავლა და მათ საფუძველზე მუნიციპალური პროგრამებისა და ღონისძიებების დაგეგმვა; გ) მუნიციპალიტეტის მხრიდან შშმ პირთა მხარდაჭერა ძირითადად შემოიფარგლება ყოველწლიური ერთჯერადი დახმარების გაცემით, რაც სრულიად არასაკმარისი და არაეფექტურია და ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა პრობლემების მოგვარებას; დ) გააქტიურებას საჭიროებს შშმ პირებთან და/ან მათ წარმომადგენლებთან ინტერესების ფორმირების, დაცვისა და მუნიციპალურ ორგანოებთან მათი დიალოგის გამართვის ინსტიტუციური მექანიზმები; ე) შშმ პირთა შორის განსაკუთრებით გავრცელებულია სიღარიბე და უმუშევრობა, შრომის ბაზარი ვერ უწყობს ხელს და ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაციულია აღნიშნულ პირთა მიმართ; ვ) ფიზიკური გარემო უმეტეს შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს ყველასათვის თანაბარ ხელმისაწვდომობას, შშმ პირებს არ აქვთ ინფრასტრუქტურით (ტრანსპორტითა და სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით), საჯარო დაწესებულებებით, საცხოვრებელი პირობებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა, რის გამოც, შეზღუდულია მათი მობილურობა და სოციალური ურთიერთობის შესაძლებლობა; ზ) სრულყოფილად ხელმიუწვდომელია ინკლუზიური (სკოლამდელი, საშუალო, უმაღლესი და პროფესიული) განათლება, აგრეთვე პროფესიული გადამზადება და უწყვეტი განათლება; თ) დაბალია შშმ პირთა შემოქმედებითი თვითრეალიზების შესაძლებლობა და სრულფასოვანი ცხოვრების სხვა ელემენტების (სპორტი, კულტურა და გართობა) ხელმისაწვდომობა; განუვითარებელია პარასპორტული და პარაოლიმპიური მოძრაობა; ი) შშმ პირების შესახებ საზოგადოებაში დამკვიდრებულია სტერეოტიპი, ინდიფერენტულობა და გაუთვითცნობიერებლობა. საზოგადოება მოუმზადებელია შშმ პირთა სოციალური ხელმისაწვდომობისათვის და მათი პრობლემების პრიორიტეტულ საკითხად აღქმისათვის. თავი II სტრატეგიის მიზანი და ამოცანები მუხლი 3🔗. სტრატეგიის მიზანი და ამოცანები შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის მუნიციპალური პოლიტიკის უმთავრესი მიზანია შშმ პირთა უზრუნველყოფა თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რაც გულისხმობს მათ სრულფასოვან ჩართვას მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში, მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამ მიზნებიდან გამომდინარე მუნიციპალური პოლიტიკის ამოცანებია: ა) შშმ პირთა შესახებ მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნა; შშმ პირთა საჭიროებათა შესწავლის და მათი ინტერესების შეჯერებისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების შემოღება; ბ) შშმ პირთათვის სრულფასოვანი ცხოვრების პირობების შექმნა, მათ მიმართ არსებული ფაქტობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრა ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის მიზნით; გ) შესაბამისი განათლებისა და პროფესიული გადამზადების გზით შშმ პირთათვის რეაბილიტაციის, აბილიტაციისა და დასაქმების პირობების შექმნა; დ) საზოგადოებისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დაინტერესება შშმ პირთა პრობლემებით და მათი მობილიზება. თავი III ძირითადი სამოქმედო პრინციპები მუხლი 4🔗. ძირითადი სამოქმედო პრინციპები შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის სფეროში ძირითადი სამოქმედო პრინციპებია: ა) უნდა გაუმჯობესდეს მუნიციპალურ ორგანოებსა და შშმ პირთა ინტერესების წარმომადგენელ ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტიტუციონალიზაცია; ბ) შშმ პირებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან პერმანენტული ხასიათის დიალოგის საჭიროება, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში; შშმ პირთა თვითორგანიზების ხელშეწყობა და მათ მიერ საკუთარი ინტერესების წარმოდგენა; გ) შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების უშუალო მონაწილეობით საზოგადოებრივი მონიტორინგის დანერგვა; დ) გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვა ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, სათანადო ინფორმაციასა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, უტყუარი ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზის ორგანიზება; ე) შშმ პირთა მიზნობრივი პროგრამების ინტეგრირება მუნიციპალიტეტის პროგრამებსა და ბიუჯეტში; ვ) შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის სფეროში პროგრამების შემუშავება კატეგორიზაციის ეფექტიანი კრიტერიუმების საფუძველზე, კონკრეტული პოლიტიკის, ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფის გათვალისწინებით; ზ) შშმ პირთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის პროცესში სოციალური სამართლიანობის დაცვა საზოგადოების სხვა წევრთა ინტერესების გათვალისწინებით; თ) შშმ პირთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის ყველა ღონისძიების განმტკიცება ეფექტიანი ეკონომიკური მექანიზმებით; ი) ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების გათვალისწინება და დაცვა. თავი IV პრიორიტეტული მიმართულებები მუხლი 5🔗.  პრიორიტეტული მიმართულებები 1. შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის სფეროში მუნიციპალური პოლიტიკის მიზნისა და ამოცანების მისაღწევად საჭიროა ღონისძიებათა თანამიმდევრული დაგეგმვა და განხორციელება, არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენება. ამისათვის შეიძლება გამოიყოს შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები: ა) შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის საკითხების შესწავლის, დაგეგმვისა და განხორციელების ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფილად ამოქმედება; ბ) ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა (არქიტექტურული, კომუნიკაციური და სხვა ბარიერების ადაპტაცია და ა.შ.) და სატრანსპორტო უსაფრთხოების გაზრდა; გ) ეკონომიკური საქმიანობის, დასაქმებისა და თვითრეალიზების (შემოქმედება, სპორტი) შესაძლებლობის შექმნა; დ) საზოგადოების გათვითცნობიერება. პრიორიტეტული მიმართულებებიდან გამომდინარე საჭიროა შემუშავდეს და განხორციელდეს სპეციალური მუნიციპალური პროგრამები: დ.ა) ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 იანვრის №76 განკარგულების საფუძველზე საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელის ბრძანებით შეიქმნა საკონსულტაციო ორგანო – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, რამაც საფუძველი დაუდო შშმ პირთა საკითხების კომპლექსური შესწავლისა და გადაწყვეტილების ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მუშაობის გააქტიურების, შშმ პირთა საჭიროებების კომპლექსურად შესწავლის, განსახორციელებელი პროგრამებისა და არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, საჭიროა შშმ პირთა შესახებ სრული ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის სისტემის ჩამოყალიბება, აგრეთვე აუცილებელია სოციალური პარტნიორობის წახალისება, ამ სფეროს დაფინანსების ახალი მექანიზმების მოძიება და დანერგვა; დ.ბ) ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობა, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და სოციალური დაცვა – საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილებში შშმ პირთათვის უნდა შეიქმნას ხელმისაწვდომი გარემო. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ხელმისაწვდომი ფიზიკური გარემოს შექმნასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო ნორმების აღსრულება. შშმ პირთა საჭიროებების წინასწარ შესწავლის საფუძველზე უნდა შემუშავდეს სპეციალური მიზნობრივი პროგრამები, რომელთა საშუალებითაც უნდა გაუმჯობესდეს აღნიშნულ პირთა ცხოვრების პირობები და სოციალური მდგომარეობა; დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი შშმ პირთა არსებული და პოტენციური მომსახურების საჭიროებათა შესაძლებლობები; დ.გ) ეკონომიკური საქმიანობა, თვითდასაქმება და პროფესიული გადამზადება – შშმ პირთა დასაქმებაში უნდა აღმოიფხვრას დისკრიმინაციის ელემენტები და უნდა ამოქმედდეს მათი დასაქმების წახალისების მექანიზმები; აღნიშნულ პირთათვის ასევე უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების, გადამზადებისა და დასაქმების სისტემები; უნდა განხორციელდეს შშმ პირთა თვითდასაქმებისა და მცირე ბიზნესში მონაწილეობის წახალისება და ხელშეწყობა; დ.დ) შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა და საზოგადოების გაცნობიერება – აუცილებელია შშმ პირთა ინფორმაციული იზოლაციის დაძლევა არსებული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საშუალებების ოპტიმალური გამოყენების უზრუნველყოფით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა, საზოგადოებრივ ღონისძიებებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა, სპეციალური ღონისძიებების (სპორტული შეჯიბრებების) ორგანიზება, პარასპორტული და პარაოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობა; შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის აქტუალობა ადეკვატურად უნდა აისახოს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. საჭიროა ამ საკითხებზე საჯარო განხილვების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება და მისი მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გაშუქება. თავი V მუნიციპალური სტრატეგიის განხორციელება და მონიტორინგი მუხლი 6🔗. მუნიციპალური სტრატეგიის განხორციელება და მონიტორინგი მუნიციპალური სტრატეგიით დასახულ ამოცანათა გადასაწყვეტად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მოხდება სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება, რომელთა ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერასა და უშუალო განხორციელებაში აქტიურად უნდა ჩართონ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. მუნიციპალური სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებისა და მონიტორინგისათვის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შშმ პირთა მონაწილეობით შეიქმნა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება: ა) შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის მიზნით მუნიციპალიტეტში ერთიანი პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია; ბ) შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის სფეროში მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგი და შეფასება; გ) შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის სფეროში რეკომენდაციების, დასკვნების და წინადადებების შემუშავება. საბჭო, სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის შედეგად, ყოველწლიურად აფასებს დასახულ ღონისძიებათა ქმედითობას, რომლის გათვალისწინებით მოხდება სტრატეგიის გადახედვა-განახლება.