ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.06.2017
ძალის დაკარგვა 18.06.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016164
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 11.06.2018
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2017 წლის 2 ივნისი
ქ. ახალციხე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მინიჭების მექანიზმის სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის პროცედურებს.
2. საზოგადოების სულიერ, მორალურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პროგრესს განაპირობებს საზოგადოების თითოეული წევრის ღვაწლი, მისი ცხოვრების სტილი და საქმიანობა, რაც განსაზღვრავს მის ადგილს საზოგადოებაში და საზოგადოების დამოკიდებულებას მის მიმართ. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება იქნება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი ღვაწლმოსილ პიროვნებათა დამსახურების აღიარებისა და მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისათვის.
3. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება საქართველოს მოქალაქეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით):
ა) განსაკუთრებული დამსახურება აქვს ქალაქ ახალციხის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქალაქ ახალციხის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქალაქ ახალციხესთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
მუხლი 2🔗.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატის წამოყენების უფლება აქვს:
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;
ვ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებრივ დარბაზს.
2. კანდიდატის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტური მასალები;
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
მუხლი 3🔗.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების პროცედურები
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფს.
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის (ბრძანების) საფუძველზე შექმნილი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი).
3. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის:
ა) სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ქალაქ ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხის განსახილველად;
ბ) შემადგენლობაში შედიან საზოგადოების და მუნიციპალიტეტის (საკრებულოს წევრები, მერიის მოხელეები) წარმომადგენლები პარიტეტულ საწყისებზე;
გ) ჯგუფი შედგება არა ნაკლებ 11 წევრისაგან, სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი;
დ) თავმჯდომარეს ირჩევს სამუშაო ჯგუფი საკუთარი შემადგენლობიდან სამუშაო ჯგუფის წევრთა ხმების უმრავლესობით;
ე) სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი;
ვ) წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი, წერილობითი ფორმით, დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი;
ზ) ჯგუფი შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთ არსებულ რეკომენდაციებს, ქალაქის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს;
თ) ჯგუფი გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, ასევე, სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
ი) ჯგუფი სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას (რეკომენდაციას, დასკვნას) რაც აისახება სხდომის ოქმში, ქალაქ ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად;
კ) ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
ლ) სხდომაზე, კენჭისყრისას, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს;
მ) გადაწყვეტილება (რეკომენდაცია, დასკვნა), დაფიქსირებული სხდომის ოქმში, წარედგინება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს.
4. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე, გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტის (ბრძანების) სახით.
5. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება, მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, ეცნობება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
მუხლი 4🔗.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი
1. კანდიდატურის წარმდგენის მიერ, სამუშაო ჯგუფის მიერ დადებითი სარეკომენდაციო დასკვნის გაცემის შემდეგ წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) კანდიდატის წერილობითი თანხმობა.
ბ) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი ზომით 3X4.
2. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას, მიმღებს გადაეცემა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა, რომლის დამზადებას მერის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.
3. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ბრძანებით ამტკიცებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.
4. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ მოწმობაზე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.
5. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე.
6. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება’’, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს, შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე.
7. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც აისახება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, წოდების მინიჭების მოტივაცია).
მუხლი 5🔗.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის საფუძვლები
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება:
ა) თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
ბ) საპატიო მოქალაქის საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების წარმოდგენის საფუძველზე;
გ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 2/3-ის მოთხოვნის საფუძველზე;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის მიერ წარმოდგენილი პეტიციის საფუძველზე.
2. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფის დასკვნის (რეკომენდაციის) საფუძველზე.
მუხლი 6🔗.
გარდამავალი დებულებანი
ქალაქ ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.