შპს ,,იკაო პროდაქშენი ecao production"-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1990-17
განჩინება
საქართველოს სახელით
2017 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – შპს ,,იკაო პროდაქშენი ecao production"
(საიდენტიფიკაციო კოდი 405005854)
წარმომადგენელი – ინგა გაბრიელიანი
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ირაკლი წიკლაური
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
2017 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,იკაო პროდაქშენი ecao production“წარმომადგენელმა ინგა გაბრიელიანმა და მოითხოვა შპს ,,იკაო პროდაქშენი ecao production-ის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 09 მარტს 12:00 საათზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 მარტის განჩინებით, გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო).
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საბოლოო ანგარიში.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მიაჩნია, რომ დანიშნული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნეს საკითხი: შპს ,,იკაო პროდაქშენი ecao production-ის"სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის და საქმის წარმოების დასრულების შესახებ.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე და 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დაადგინა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 9 ივნისს 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6, დარბაზი №29).
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი