„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №58 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.023.016451
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №22

2017 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №58 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 27/12/2016, 010320040.22.023.016424) დამტკიცებულ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-3 მუხლის   პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) უმაღლესი განათლება ჯანდაცვის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის), სოციალური მეცნიერებების, ინჟინერიის ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით".

2. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3.ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის წყლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება სამართლის (სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო სამართლის და სხვა), სოციალური მეცნიერებების ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;

ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის გამოცდილება;

დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’საქართველოს კანონის, „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა;

ე) სასურველია სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;

ვ) სასურველია გარემოს დაცვის სფეროში (მათ შორის, წყლის რესურსების მართვის სფეროში) არსებული გამოწვევებისა და თანამედროვე მიდგომების ცოდნა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში;

ზ) ინგლისური ენის (ძალიან კარგად) და რუსული ენის (კარგად) ცოდნა;

თ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word, Excel, Powerpoint, Outlook) კარგად ცოდნა.".

3. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-4 მუხლის „ა“-,,გ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, სამართლის, ინჟინერიის ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;

ბ) გარემოს დაცვის სფეროში საჯარო, საერთაშორისო ან სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელისოლომონ პავლიაშვილი