„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
300320000.16.009.016210
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №9

2017 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილების (ვებგვერდი, 31.12.2014, 300320000.16.009.016110) დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
📎 დანართები (1)
energetika danarti.doc DOC

დანართი №1

ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მიზანი

1. ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის (შემდგომში – მეთოდოლოგია) მიზანია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების წესისა და პრინციპების განსაზღვრა.

2. ამ მეთოდოლოგიით ტარიფების გაანგარიშება ხდება „დანახარჯები პლუს“ რეგულირების პრინციპის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს სტაბილურ ფუნქციონირებას, გაწეული გონივრული დანახარჯების ანაზღაურებას და სამართლიანი მოგების მიღებას.

მუხლი 2. მეთოდოლოგიის მოქმედების სფერო

მეთოდოლოგია ვრცელდება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების ან/და გატარების საქმიანობაზე, ასევე ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობაზე, თუ ამგვარი საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

1. წინამდებარე მეთოდოლოგიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. მეთოდოლოგიაში სატარიფო რეგულირების მიზნებისთვის გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არამატერიალური აქტივი – შესაბამის რეგულირებად საქმიანობაში გამოყენებული ფიზიკური ფორმის არმქონე, იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი;

ბ) აქტივი – მატერიალური და არამატერიალური აქტივი;

გ) აქტივის აღდგენითი ღირებულება – დანახარჯების ჯამური თანხა, რომელიც საჭირო იქნება შესაფასებელი აქტივის ანალოგიური აქტივის შესაქმნელად;

დ) აქტივის თვითღირებულება – აქტივის შექმნის ან საწყისი შეძენის დროს გადახდილი ფულის ან ფულის ეკვივალენტების ოდენობა ან სხვა კომპენსაციის რეალური ღირებულების თანხა;

ე) აქტივის ისტორიული ღირებულებით შეფასების მეთოდი – აქტივის ღირებულების შეფასება მისი შექმნის ან საწყისი შეძენის ფასით;

ვ) აქტივის წმინდა საბალანსო ღირებულება – აქტივის თვითღირებულებას (ამ აქტივზე განხორციელებული ინვესტიციის გათვალისწინებით) გამოკლებული დაგროვილი ცვეთა/ამორტიზაცია;

ზ) ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფი – განაწილების ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობაზე გაწეული მომსახურების ფასი;

თ) ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფი – განაწილების ლიცენზ იატის მიერ ბუნებრივი გაზის გატარებაზე გაწეული მომსახურების ფასი;

ი) ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფი – მიმწოდებლის მიერ საცალო მომხმარებელზე ბუნებრივი გაზის გასაყიდი ფასი;

კ) ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი – საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასი;

ლ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი – ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობაზე გაწეული მომსახურების ფასი;

მ) ბუნებრივი გაზის ზენორმატიული დანაკარგი – დადებითი სხვაობა შესაბამის ტრანსპორტირების ან გამანაწილებელ ქსელში არსებულ ფაქტობრივ დანაკარგსა და კომისიის მიერ დადგენილ ბუნებრივი გაზის ნორმატიულ დანაკარგს შორის;

ნ) ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი – ბუნებრივი გაზის დანაკარგის დასაშვები მოცულობა, რომელიც წარმოიშობა ტრანსპორტირების ან გამანაწილებელი ქსელით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისას, განაწილებისას ან/და გატარებისას;

ო) ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგი – შესაბამის ტრანსპორტირების ან გამანაწილებელ ქსელში მიღებულ და გაცემულ/დარიცხულ ბუნებრივი გაზის მოცულობებს შორის სხვაობა, რომელიც გამოითვლება აღრიცხვის ხელსაწყოს ჩვენებების მიხედვით;

პ) გონივრული ხარჯები – საწარმოს მიერ მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად რეგულირებად საქმიანობაზე გაწეული ხარჯი, რომელიც რაციონალურია და აუცილებელია საწარმოს ეფექტიანი და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის;

ჟ) დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი – რეგულირების მექანიზმები, რომელთა გამოყენებითაც კომისიის მიერ (უშუალოდ კომისიის ან/და კომისიის მიერ მოწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ნეიტრალური მხარის მიერ) მოწმდება საწარმოს დანახარჯები, ფინანსური შედეგები და განისაზღვრება რეგულირებადი დანახარჯების ბაზა;

რ) ინვესტიცია – აქტივის შექმნის, შეძენის, მოდერნიზაციის ან/და რეაბილიტაციისთვის განხორციელებული კაპიტალური დაბანდებები;

ს) კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC) – რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ამონაგების ნორმა, რომელიც იანგარიშება გადასახადებამდე, კომისიის მიერ დადგენილი კაპიტალის (საკუთარი და მოზიდული) სტრუქტურის მიხედვით;

ტ) კაპიტალური დანახარჯები (CAPEX) – ამ მეთოდოლოგიის მიზნებისათვის, ამონაგები რეგულირებადი აქტივების ბაზაზე და ცვეთა/ამორტიზაცია;

უ) მიმწოდებელი – ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი, რომლის საქმიანობაც ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ფ) მატერიალური აქტივი – შესაბამის რეგულირებად საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი საშუალებები, რომელთა სასარგებლო მომსახურების ვადა აღემატება ერთ წელს;

ქ) მესამე მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (მათ შორის: სახელმწიფო, მომხმარებელი და სხვა), გარდა საწარმოს წილის მფლობელისა, რომელიც საწარმოზე გასცემს სუბსიდიას, გრანტს, იხდის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურს ან/და საწარმოს უსასყიდლოდ გადასცემს მატერიალურ და არამატერიალურ აქტივს;

ღ) რეგულირებადი აქტივების ბაზა (RAB) – საწარმოს რეგულირებად საქმიანობაში გამოყენებული მატერიალური და არამატერიალური აქტივები, რომლებიც უშუალო კავშირშია შესაბამის რეგულირებად საქმიანობასთან და მონაწილეობს ტარიფის გაანგარიშებაში;

ყ) რეგულირებადი დანახარჯების ბაზა (RCB) – კომისიის მიერ სატარიფო წლისთვის საწარმოსთვის ნებადართული შემოსავალი, რომელიც საჭიროა საწარმოს ეფექტიანი და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის და მოიცავს გონივრულ ხარჯებსა და სამართლიან მოგებას;

შ) რეგულირებადი საქმიანობა – ამ მეთოდოლოგიის მიზნებისთვის, ბუნებრივი გაზის მიწოდება, ტრანსპორტირება, განაწილება ან/და გატარება, რომელიც რეგულირდება კომისიის მიერ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;

ჩ) საბრუნავი კაპიტალი (WC) – საწარმოს საოპერაციო დანახარჯების დაფინანსებისთვის კომისიის მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობა;

ც) „სამშენებლო ბლოკების“ მეთოდი – რეგულირებადი დანახარჯების ბაზის სტრუქტურის განსაზღვრა მისი შემადგენელი კომპონენტების მიხედვით;

ძ) საოპერაციო დანახარჯები (OPEX) – ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციასა და მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯები, ასევე, ამ მეთოდოლოგიის მიზნებისთვის, რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე დანახარჯები;

წ) სატარიფო განაცხადი – კომისიის მიერ დამტკიცებული განაცხადის ფორმა, რომელშიც ასახულია საწარმოს სატესტო წლის ფინანსური და ტექნიკური მონაცემები;

ჭ) სატარიფო წელი (t+1) – კალენდარული წელი, რომლისთვისაც კომისია ადგენს ტარიფს ამ მეთოდოლოგიის შესაბამისად;

ხ) სატესტო წელი (t-1) – ტარიფის გაანგარიშების წლის წინა კალენდარული წელი;

ჯ) საწარმო – ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიატი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე უდგინდება ტარიფი შესაბამისი რეგულირებადი საქმიანობისათვის;

ჰ) ტარიფის გაანგარიშების წელი (t) – სატარიფო წლის წინა კალენდარული წელი;

ჰ1) ცვეთა/ამორტიზაცია – მატერიალური/არამატერიალური აქტივების ცვეთადი ღირებულების თანდათანობით გადატანა მისი სასარგებლო მომსახურების ვადაზე.

მუხლი 4. ძირითადი პრინციპები

1. წინამდებარე მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ტარიფები:

ა) იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან;

ბ) ხელს უწყობს საწარმოს სტაბილურ და საიმედო ფუნქციონირებას;

გ) უზრუნველყოფს საწარმოსათვის გამჭვირვალე, სტაბილური და სამართლიანი სატარიფო განაკვეთების დაწესებას.

2. საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზის სტრუქტურის განსაზღვრისას გამოიყენება „სამშენებლო ბლოკების“ მეთოდი. ამ მეთოდით განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) კაპიტალური დანახარჯები;

ბ) საოპერაციო დანახარჯები;

გ) საბრუნავი კაპიტალის საპროცენტო ხარჯი;

დ) ნორმატიული დანაკარგების ღირებულება;

ე) კორექტირების კომპონენტი.

3. კაპიტალური და საოპერაციო დანახარჯების გაანგარიშება ხორციელდება „დანახარჯები პლუს“ მეთოდით, აღნიშნული დანახარჯების ყოველწლიური მარეგულირებელი აუდიტით.

4. იმ შემთხვევაში, თუ დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის შედეგად გამოვლინდა სატესტო წლამდე არსებული გასული წლების მონაცემების მაკორექტირებელი ინფორმაცია, რომლის იდენტიფიცირებაც არ მოხდა წინა სატარიფო წლის (წლების) ტარიფების გაანგარიშებისას, კომისია უფლებამოსილია, აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენოს სატესტო წლის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის შედეგების კორექტირებისთვის. კორექტირება განხორციელდება ამ მეთოდოლოგიის IV თავში ასახული პრინციპების გათვალისწინებით.

5. კომისიის მიერ ტარიფები გაიანგარიშება და დგინდება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გარეშე.

მუხლი 5. ტარიფების დადგენის პერიოდი

კომისიის მიერ ტარიფები დგინდება ყოველწლიურად, ერთი წლის ვადით.

თავი II. რეგულირებადი დანახარჯების ბაზა

მუხლი 6. რეგულირებადი დანახარჯების ბაზა სატარიფო წლისთვის

ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილებისა ან/და გატარების ტარიფების გაანგარიშების მიზნით, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic] (1),

სადაც:

|[pic] |- |რეგულირებადი დანახარჯების ბაზა სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |კაპიტალური დანახარჯები სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |საოპერაციო დანახარჯები სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |ნორმატიული დანაკარგების ღირებულება სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |საბრუნავი კაპიტალის საპროცენტო ხარჯი სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი, რომელიც უზრუნველყოფს სატარიფო წლის დანახარჯების ბაზაში კორექტირებას |

| | |დაქვემდებარებული სატარიფო წლის ფაქტობრივ და დაგეგმილ დანახარჯებს შორის სხვაობის აგრეთვე ამ მეთოდოლოგიის მე-20|

| | |მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არასაოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ამ მეთოდოლოგიით |

| | |განსაზღვრული პრინციპებით ასახვას (ლარი). |

მუხლი 7. კაპიტალური დანახარჯები

ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილებისა ან/და გატარების ტარიფების გაანგარიშების მიზნით, კაპიტალური დანახარჯები სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic]

სადაც:

|[pic] |- |კაპიტალური დანახარჯები სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატარიფო წლის დასაწყისისთვის (ლარი); |

|[pic] |- |კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება სატარიფო წლისთვის (%); |

|[pic] |- |სატარიფო წლის ცვეთა/ამორტიზაცია (ლარი). |

მუხლი 8. რეგულირებადი აქტივების ბაზა

1. აქტივის ღირებულება განისაზღვრება ისტორიული ღირებულების შეფასების მეთოდით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც აქტივის ღირებულება არ დგინდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მეთოდით, კომისია იყენებს აქტივის აღდგენითი ღირებულებით შეფასების მეთოდს.

3. საწარმოს რეგულირებადი აქტივების სხვა საწარმოზე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია შესაბამისი ტარიფის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინებს აქტივის გაყიდვის ღირებულებას და იხელმძღვანელებს აქტივის ისტორიული ღირებულებით.

4. რეგულირებადი აქტივების ბაზაში არ მონაწილეობს:

ა) ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა მესამე მხარის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით. ასეთი აქტივები საწარმოს მიერ უნდა აღირიცხოს განცალკევებულად;

ბ) ინვესტიცია, რომელსაც კომისია არ მიიჩნევს დასაბუთებულად და გონივრულად;

გ) ინვესტიციის ის ნაწილი, რომელიც აღემატება გონივრული დანახარჯის ოდენობას და საწარმოს მიერ არ იქნა გაწეული მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად;

დ) რეგულირებად საქმიანობაში გამოუყენებელი აქტივები;

ე) დაუმთავრებელი მშენებლობა.

5. კომისია უფლებამოსილია, რეგულირებადი აქტივების ბაზაში არ გაითვალისწინოს საწარმოს წილის მფლობელის მიერ საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანილი მესამე მხარისაგან გადაცემული აქტივი, თუ საწარმოს წილის მფლობელს ან მესამე მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო ან საწარმო, რომლის წილის (აქციების) არანაკლებ 50%-ს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს სახელმწიფო.

6. კომისია ამ მუხლის მე-4 პუნქტის "ე" ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტივის თვითღირებულებაში გაითვალისწინებს მშენებლობის პროცესში საწარმოს მიერ მშენებლობის დაფინანსებისათვის აღებული გრძელვადიანი სესხის ფაქტობრივი წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობით გადახდილი სესხის პროცენტის კაპიტალიზირებულ ღირებულებას, მაგრამ არაუმეტეს ამ მეთოდოლოგიით განსაზღვრული სესხის ღირებულების (rd) განაკვეთისა.

7. საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება განისაზღვრება ამ ბაზაში ჩართული აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებით.

8. სატარიფო რეგულირების მიზნებისთვის კომისია უფლებამოსილია აქტივის წმინდა საბალანსო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინოს აქტივის გაუფასურება. ამასთან, კომისია უფლებამოსილია ცალკეულ შემთხვევებში ტარიფში ასახოს აქტივის გაუფასურების ზარალი. საწარმოს მიერ გაუფასურების ზარალის აღრიცხვა უნდა მოხდეს განცალკევებულად.

9. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილებისა ან/და გატარების ტარიფების გაანგარიშების მიზნით, რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატარიფო წლის დასაწყისისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic]

სადაც:

|[pic] |- |რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატარიფო წლის დასაწყისში (ლარი); |

|[pic] |- |რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატესტო წლის ბოლოს (ლარი); |

|[pic] |- |ტარიფის გაანგარიშების წელს ფაქტობრივად განხორციელებული და კომისიის მიერ დადასტურებული ინვესტიცია (ლარი); |

|[pic] |- |ტარიფის გაანგარიშების წლის ცვეთა/ამორტიზაცია (ლარი). |

მუხლი 9. ცვეთა/ამორტიზაცია

1. 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ ექსპლუატაციაში შესულ აქტივებთან დაკავშირებით გამოიყენება ცვეთის წრფივი მეთოდით განსაზღვრული კომისიის მიერ დამტკიცებული "სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ნორმები".

2. 2015 წლის 1 იანვრამდე ექსპლუატაციაში შესულ აქტივებთან დაკავშირებით კომისია ითვალისწინებს საწარმოს მიერ გამოყენებულ ცვეთა/ამორტიზაციის ნორმებს, ხოლო ამ ინფორმაციის არ არსებობის შეთხვევაში კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საამორტიზაციო ანარიცხების გაანგარიშების წესი ან კომისიის მიერ დამტკიცებული „სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ნორმები“.

მუხლი 10. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება

1. რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ამონაგების ნორმა განისაზღვრება კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) მეთოდით.

2. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC) გადასახადებამდე, სატარიფო წლისათვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic]

სადაც:

|[pic] |- |კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება გადასახადებამდე (%); |

|[pic] |- |სესხის წილი (%); |

|[pic] |- |სესხის ღირებულება (%); |

|[pic] |- |საკუთარი კაპიტალის ღირებულება (%); |

|[pic] |- |მოგების გადასახადი (%). |

3. სესხისა და საკუთარი კაპიტალის ღირებულება იანგარიშება შემდეგი ფორმულებით:

[pic]

[pic]

სადაც:

|[pic] |- |სესხის ღირებულება (%); |

|[pic] |- |ურისკო საპროცენტო განაკვეთი (%); |

|[pic] |- |სესხის პრემია (%); |

|[pic] |- |ბაზრის რისკი (%); |

|[pic] |- |სექტორული რისკის კოეფიციენტი. |

4. კომისიის მიერ კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) განსაზღვრისათვის სესხის წილი (g) მთლიან კაპიტალში გაითვალისწინება 60%-ის ოდენობით.

5. კომისია ურისკო საპროცენტო განაკვეთს განსაზღვრავს სახელმწიფო გრძელვადიან საერთაშორისო ობლიგაციებზე ვადის გასვლამდე წლიური შემოსავლის ოდენობით, ხოლო ბაზრის რისკის პრემიასა და სესხის პრემიას საექსპერტო დასკვნების ან/და შედარებითი ანალიზის საფუძველზე.

მუხლი 11. საოპერაციო დანახარჯები

1. სატარიფო წლისთვის საწარმოს საოპერაციო დანახარჯების გაანგარიშებისას გამოიყენება სატესტო წლის მონაცემები. ტარიფის გაანგარიშებისას გაითვალისწინება სატესტო წლის ის საოპერაციო დანახარჯები, რომლებიც დასაბუთებული, გონივრული და სამართლიანია.

2. კომისია უფლებამოსილია, ტარიფის გაანგარიშებისას გაითვალისწინოს საპროგნოზო ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემები და საპროგნოზო საოპერაციო დანახარჯები, რომლებსაც მიიჩნევს დასაბუთებულად, გონივრულად და სამართლიანად.

3. საოპერაციო დანახარჯებმა უნდა უზრუნველყოს საწარმოსათვის შესაბამის რეგულირებად საქმიანობაზე გასაწევი დანახარჯების, მათ შორის, მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილი აქტივების მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების ანაზღაურება:

ა) ექსპლუატაციისა და მომსახურების დანახარჯები;

ბ) ადმინისტრაციული და საერთო დანახარჯები.

4. საწარმოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული სატესტო წლის ფაქტობრივი ფინანსური მონაცემები და ტექნიკური სახის ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმებით.

5. კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მონაცემების სისწორე და შეაფასოს წარმოდგენილი დანახარჯების გონივრულობა და შესაბამისობა. ამ მიზნით, კომისია უფლებამოსილია სატესტო წლის საოპერაციო დანახარჯების შეფასება განახორციელოს საწარმოს წინა წლების საოპერაციო დანახარჯების ანალიზის საფუძველზე.

მუხლი 12. საბრუნავი კაპიტალი

1. კომისია სატარიფო წლისთვის განსაზღვრავს საწარმოს საბრუნავი კაპიტალის საპროცენტო ხარჯს, რომელიც იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic] (7),

სადაც:

|[pic] |- |საბრუნავი კაპიტალის საპროცენტო ხარჯი სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |საბრუნავი კაპიტალის ოდენობა სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |საპროცენტო განაკვეთი, რომელიც კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების ტოლია (%). |

2. საწარმოს საბრუნავი კაპიტალი მოიცავს რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებულ საოპერაციო დანახარჯებს და დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილს და იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic]

სადაც:

|[pic] |- |საბრუნავი კაპიტალის ოდენობა სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |დებიტორული დავალიანების დაფარვის დღე, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა (დღე); |

|[pic] |- |კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღე საოპერაციო დანახარჯებთან მიმართებაში, მაგრამ არაუადრეს საანგარიშო |

| | |თვის 10 რიცხვისა (დღე); |

|[pic] |- |კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღე დამატებული ღირებულების გადასახადთან მიმართებაში - საანგარიშო თვის |

| | |მომდევნო თვის 15 რიცხვი (დღე); |

|[pic] |- |საოპერაციო დანახარჯები სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადის თანხასა და ჩასათვლელ დამატებული |

| | |ღირებულების გადასახადის თანხებს შორის (ლარი). |

3. იმ შემთხვევაში თუ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საბრუნავი კაპიტალის ოდენობა (WC) უარყოფითი რიცხვია, საწარმოს სატარიფო წლის საბრუნავი კაპიტალის ოდენობა ნულის ტოლია.

მუხლი 13. ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი

1. კომისია ადგენს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების ნორმატიულ ოდენობას, რომლის შესყიდვის ღირებულება აისახება შესაბამის ტარიფში.

2. ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი განისაზღვრება კომისიის შესაბამისი დადგენილებით.

3. კომისიის მიერ საწარმოსთვის დადგენილი ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის ოდენობა უცვლელია ტარიფის მოქმედების პერიოდში, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4. იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგი აღემატება შესაბამისი საწარმოსათვის დადგენილ ბუნებრივი გაზის ნორმატიულ დანაკარგს, სხვაობით მიღებული ზენორმატიული დანაკარგის ღირებულება არ იქნება გათვალისწინებული ტარიფის გაანგარიშებისას და არ აუნაზღაურდება საწარმოს.

5. იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი დანაკარგის მოცულობა ნაკლებია შესაბამისი ქსელისათვის დადგენილი ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის მოცულობაზე, სხვაობით მიღებული მოგება რჩება საწარმოს.

6. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და გამანაწილებელ ქსელში არსებული ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის შესყიდვის ღირებულება იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic] (9),

სადაც:

|[pic] |- |ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან გამანაწილებელ ქსელში არსებული ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების |

| | |ღირებულება სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |სატარიფო წლისთვის ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასი (თეთრი/მ3); |

|[pic] |- |ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების მოცულობა სატარიფო წლისთვის (მ3). |

7. განაწილების ლიცენზიატის მიერ სატარიფო წლისთვის ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების შესავსებად შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასი მოიცავს ბუნებრივი გაზის შესყიდვასთან დაკავშირებულ დანახარჯებს (ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების დანახარჯების ჩათვლით).

8. ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების მოცულობა სატარიფო წლისთვის განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე–14 მუხლის შესაბამისად დადგენილი ტრანსპორტირებული, განაწილებული ან/და გატარებული ბუნებრივი გაზის საპროგნოზო მოცულობის გათვალისწინებით.

მუხლი 14. ბუნებრივი გაზის მოცულობა

საწარმოს ტარიფების გაანგარიშებისას კომისია ხელმძღვანელობს საწარმოს მიერ სატესტო წელს ტრანსპორტირებული, განაწილებული ან/და გატარებული ბუნებრივი გაზის მოცულობების ფაქტობრივი მონაცემებით, საპროგნოზო მონაცემებით (სექტორში მოხმარების დინამიკის გათვალისწინებით) ან/და ტარიფის გაანგარიშების წელს სატარიფო წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის საპროგნოზო ბალანსებით.

მუხლი 15. დანახარჯების გადანაწილება (ალოკაცია)

1. თუ საწარმო ეწევა ერთზე მეტ რეგულირებად საქმიანობას ან რეგულირებად საქმიანობასთან (საქმიანობებთან) ერთად ეწევა არარეგულირებად საქმიანობასაც, ამგვარ საქმიანობასთან დაკავშირებული დანახარჯები ტარიფის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება. ამასთან, საწარმო ვალდებულია, თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული სატესტო წლის შემოსავლები, დანახარჯები და აქტივების ღირებულება კომისიაში წარმოადგინოს განცალკევებულად, კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმებით.

2. საწარმო ვალდებულია, სატესტო წლის პირდაპირი დანახარჯები მიაკუთვნოს რეგულირებად საქმიანობას, ხოლო არაპირდაპირი დანახარჯები გადაანაწილოს ყველა რეგულირებად ან არარეგულირებად საქმიანობაზე და დაასაბუთოს გადანაწილების მეთოდის გონივრულობა და სამართლიანობა.

3. კომისია უფლებამოსილია, არ დაეთანხმოს საწარმოს მიერ გამოყენებულ არაპირდაპირი დანახარჯების გადანაწილების მეთოდს (მისი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით) და გამოიყენოს დანახარჯების გადანაწილების ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მეთოდი.

4. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია საწარმოს თითოეულ რეგულირებად და არარეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებული დანახარჯების იდენტიფიცირება და პირდაპირი წესით მიკუთვნება კონკრეტული საქმიანობისთვის, კომისია:

ა) აღნიშნული დანახარჯების შესაბამის საქმიანობაზე მიკუთვნებას განახორციელებს ალოკაციის ლოგიკური პრინციპის გამოყენებით; ან

ბ) ჯამურ დანახარჯებში ასახავს ამგვარ საქმიანობასთან დაკავშირებულ დანახარჯებს სრულად და, ამავდროულად, მისაღებ შემოსავალს შეამცირებს ამავე საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით (სრულად ან ნაწილობრივ).

თავი III. ტარიფების გაანგარიშება

მუხლი 16. ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფი

სატარიფო წლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic]

სადაც:

|[pic] |- |მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ბუნებრივი გაზის ტარიფი სატარიფო წლისთვის (თეთრი/მ3); |

|[pic] |- |მიმწოდებლის მიერ ბუნებრივი გაზის შესყიდვის სახელშეკრულებო ფასი სატარიფო წლისთვის (თეთრი/მ3); |

|[pic] |- |კომისიის მიერ დადგენილი ფასნამატი, რომელიც მოიცავს მიმწოდებლის მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდების |

| | |საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს (გარდა ბუნებრივი გაზის შესყიდვის დანახარჯისა) და მოგებას. |

მუხლი 17. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი

1. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic]

სადაც:

|[pic] |- |ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი სატარიფო წლისთვის (თეთრი/მ3); |

|[pic] |- |ტრანსპორტირების ლიცენზიატის რეგულირებადი დანახარჯების ბაზის ღირებულება სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ტრანსპორტირების სისტემიდან გაცემული ბუნებრივი გაზის მოცულობა სატარიფო |

| | |წლისთვის (ტრანზიტის მიზნებისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის გარდა) (მ3). |

2. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ საქართველოს ტერიტორიის გავლით ბუნებრივი გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული დანახარჯების გამიჯვნა, ტრანსპორტირების ტარიფის გაანგარიშებისას კომისია უფლებამოსილია, ტრანსპორტირების ლიცენზიატის რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შეამციროს ტრანზიტიდან მიღებული ან მისაღები შემოსავლით.

მუხლი 18. ბუნებრივი გაზის განაწილების და გატარების ტარიფი

1. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატისათვის განაწილებისა ან/და გატარების მომსახურებაზე დგინდება ბუნებრივი გაზის განაწილების ან/და გატარების ტარიფი.

2. განაწილების და გატარების ტარიფი სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic]

სადაც:

|[pic] |- |ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფი სატარიფო წლისთვის (თეთრი/მ3); |

|[pic] |- |რეგულირებადი დანახარჯების ბაზის ღირებულება სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |გამანაწილებელი ქსელის საშუალებით განაწილებული და გატარებული ბუნებრივი გაზის საპროგნოზო მოცულობების ჯამი |

| | |სატარიფო წლისთვის (მ3). |

3. გატარების ტარიფები განაწილების ტარიფების ტოლია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გატარების ტარიფი დგინდება მხარეთა შორის ურთიერშეთანხმებით.

მუხლი 19. ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი

1. ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი მოიცავს ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან, ტრანსპორტირებასთან და განაწილებასთან (გატარებასთან) დაკავშირებულ დანახარჯებს.

2. ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic]

სადაც:

|[pic] |- |ბუნებრივი გზის მოხმარების ტარიფი სატარიფო წლისთვის (თეთრი/მ3); |

|[pic] |- |ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფი სატარიფო წლისთვის (თეთრი/მ3); |

|[pic] |- |ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი სატარიფო წლისთვის (თეთრი/მ3); |

|[pic] |- |ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფი სატარიფო წლისთვის (თეთრი/მ3). |

თავი IV. ტარიფების კორექტირება

მუხლი 20. ტარიფების კორექტირების პრინციპები და ძირითადი მექანიზმები

1. კომისია უფლებამოსილია სატარიფო წლისთვის საწარმოსთვის დადგენილი ტარიფების კორექტირება განახორციელოს დანახარჯების კორექტირების მაჩვენებლით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს:

ა) კაპიტალური დანახარჯები;

ბ) საოპერაციო დანახარჯები;

გ) ტრანსპორტირებული, განაწილებული ან/და გატარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა;

დ) ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის ღირებულება.

2. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic]

სადაც:

|[pic] |- |დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |სხვაობა, რომელიც გამოწვეულია ტარიფის გაანგარიშების წელს ტარიფში ასახულ და ფაქტობრივ კაპიტალურ დანახარჯებს |

| | |შორის არსებული განსხვავებით, რომელიც აისახება სატარიფო წელს (ლარი); |

|[pic] |- |სხვაობა, რომელიც გამოწვეულია სატესტო წლის ფაქტობრივ და დაგეგმილ საოპერაციო დანახარჯებს შორის სხვაობით, |

| | |რომელიც აისახება სატარიფო წელს (ლარი); |

|[pic] |- |სხვაობა, რომელიც გამოწვეულია ტრანსპორტირებული, განაწილებული და გატარებული ბუნებრივი გაზის სატესტო წლის |

| | |ფაქტობრივ და დაგეგმილ მოცულობებს შორის სხვაობით, რომელიც აისახება სატარიფო წელს (ლარი); |

|[pic] |- |სხვაობა, რომელიც გამოწვეულია სატესტო წლის ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების ფაქტობრივ და დაგეგმილ |

| | |ღირებულებებს შორის სხვაობით, რომელიც აისახება სატარიფო წელს (ლარი). |

3. კომისია უფლებამოსილია, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შეამციროს საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახული აქტივების და რეგულირებად საქმიანობაში დასაქმებული ადამიანური რესურსების სხვა (რეგულირებად ან არარეგულირებად) საქმიანობაში გამოყენებიდან და ექსპლუატაციიდან გასული აქტივის რეალიზაციიდან მიღებული მოგებით, საწარმოს ახალი მომხმარებლების მიერთებიდან მიღებულ შემოსავალსა და მიერთებაზე გაწეულ დანახარჯებს შორის დადებითი სხვაობით, აგრეთვე, საწარმოს მიერ საოპერაციო დანახარჯების დაფინანსების მიზნით მესამე მხარისაგან მიღებული სახსრებით (სრულად ან ნაწილობრივ).

4. კომისიის მიერ მიწოდების ტარიფის კორექტირება ხორციელდება მხოლოდ ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასის ცვლილების შემთხვევაში. ამასთან, ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასის არსებითი ცვლილებისას კომისია უფლებამოსილია, მოახდინოს ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის კორექტირება მიმდინარე სატარიფო წლის შიგნით.

მუხლი 21. კაპიტალური დანახარჯების კორექტირება

1. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს მიერ ტარიფის გაანგარიშების წელს ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების ღირებულება განსხვავდება ტარიფში ასახული ინვესტიციების ღირებულებისაგან, ტარიფის კორექტირება ხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მეთოდოლოგიის მე-7 მუხლში ასახული პრინციპების გათვალისწინებით.

2. საწარმოს კაპიტალური დანახარჯების კორექტირება ხდება შემდეგი ფორმულებით:

[pic]

სადაც:

|[pic] |- |კაპიტალური დანახარჯების კორექტირებული ოდენობა სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |ამონაგების კორექტირებული ღირებულება სატარიფო წლისთვის, რომელიც იანგარიშება ამ მუხლის მე-3 პუნქტის |

| | |შესაბამისად (ლარი); |

|[pic] |- |კორექტირებული წლიური ცვეთის ღირებულება სატარიფო წლისთვის, რომელიც იანგარიშება ამ მუხლის მე-4 პუნქტის |

| | |შესაბამისად (ლარი). |

3. ამონაგების კორექტირებული ღირებულება სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic]

სადაც:

|[pic] |- |ამონაგების კორექტირებული ღირებულება სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |რეგულირებადი აქტივების ბაზის ფაქტობრივი ღირებულება ტარიფის გაანგარიშების წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |რეგულირებადი აქტივების ბაზის დაგეგმილი ღირებულება ტარიფის გაანგარიშების წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც კომისიის მიერ ტარიფის გაანგარიშების წლისათვის დადგენილი WACC-ის|

| | |განაკვეთის ტოლია (%). |

4. წლიური ცვეთის კორექტირებული ღირებულება სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic]

სადაც:

|[pic] |- |წლიური ცვეთის კორექტირებული ღირებულება სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |ფაქტობრივი წლიური ცვეთის ღირებულება ტარიფის გაანგარიშების წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |დაგეგმილი წლიური ცვეთის ღირებულება ტარიფის გაანგარიშების წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც კომისიის მიერ ტარიფის გაანგარიშების წლისათვის დადგენილი WACC-ის|

| | |განაკვეთის ტოლია (%). |

მუხლი 22. საოპერაციო დანახარჯების კორექტირება

თუ სატარიფო წელს საწარმოს მიერ ფაქტობრივად გაწეული საოპერაციო დანახარჯები განსხვავდება შესაბამისი ტარიფის დადგენისას გათვალისწინებული საოპერაციო დანახარჯების ოდენობისაგან, მაშინ კომისია უზრუნველყოფს საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზის კორექტირებას შემდეგი ფორმულით:

[pic]

სადაც:

|[pic] |- |საოპერაციო დანახარჯების კორექტირებული ოდენობა სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |საოპერაციო დანახარჯების ფაქტობრივი ოდენობა სატესტო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |საოპერაციო დანახარჯების დაგეგმილი ოდენობა სატესტო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც კომისიის მიერ სატესტო წლისათვის დადგენილი WACC-ის განაკვეთის |

| | |ტოლია (%). |

|[pic] |- |დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც კომისიის მიერ ტარიფის გაანგარიშების წლისათვის დადგენილი WACC-ის|

| | |განაკვეთის ტოლია (%). |

მუხლი 23. ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი მოცულობებით რეგულირებადი დანახარჯების ბაზის კორექტირება

1. თუ სატარიფო წლისთვის ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიატის მიერ ტრანსპორტირების ქსელიდან ფაქტობრივად გაცემული ან გამანაწილებელი ქსელით ფაქტობრივად განაწილებული ან/და გატარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა განსხვავდება შესაბამისი დაგეგმილი მოცულობებისაგან, მაშინ კომისია უზრუნველყოფს საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზის კორექტირებას შემდეგი ფორმულით:

[pic]

სადაც:

|[pic] |- |შემოსავლების კორექტირებული ღირებულება სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |ტრანსპორტირებული ან განაწილებული და გატარებული ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი მოცულობა სატესტო წლისთვის |

| | |(ლარი); |

|[pic] |- |ტრანსპორტირებული ან განაწილებული და გატარებული ბუნებრივი გაზის დაგეგმილი მოცულობა სატესტო წლისთვის (ლარი);|

|[pic] |- |ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ტარიფი სატესტო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც კომისიის მიერ სატესტო წლისათვის დადგენილი WACC-ის განაკვეთის |

| | |ტოლია (%). |

|[pic] |- |დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც კომისიის მიერ ტარიფის გაანგარიშების წლისათვის დადგენილი WACC-ის|

| | |განაკვეთის ტოლია (%). |

2. კომისიის მიერ არ გაითვალისწინება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კორექტირების მექანიზმი, თუ ტრანსპორტირებული ან განაწილებული ან/და გატარებული ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი მოცულობის შემცირება დაგეგმილთან მიმართებაში გამოწვეულია საწარმოს მიზეზით.

მუხლი 24. ნორმატიული დანაკარგების ღირებულების კორექტირება

1. თუ სატარიფო წლისთვის ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიატის მიერ ნორმატიული დანაკარგების შესავსებად შესყიდული ბუნებრივი გაზის ფასი განსხვავდება შესაბამისი დაგეგმილი ფასისაგან, კომისია უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების ღირებულების კორექტირებას შემდეგი ფორმულით:

[pic]

სადაც:

|[pic] |- |ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების კორექტირებული ღირებულება სატარიფო წლისთვის (ლარი); |

|[pic] |- |ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების კორექტირებული მოცულობა სატესტო წლისთვის (მ3); |

|[pic] |- |ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დაგეგმილი მოცულობა სატესტო წლისთვის (მ3); |

|[pic] |- |ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფაქტობრივი ფასი სატესტო წლისთვის (თეთრი/მ3); |

|[pic] |- |ბუნებრივი გაზის შესყიდვის დაგეგმილი ფასი სატესტო წლისთვის (თეთრი/მ3); |

| |- |დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც კომისიის მიერ შესაბამისი წლისათვის დადგენილი WACC-ის განაკვეთის|

| | |ტოლია (%). |

|[pic] |- |დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც კომისიის მიერ სატესტო წლისათვის დადგენილი WACC-ის განაკვეთის |

| | |ტოლია (%). |

|[pic] |- |დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც კომისიის მიერ ტარიფის გაანგარიშების წლისათვის დადგენილი WACC-ის|

| | |განაკვეთის ტოლია (%). |

2. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ საწარმოს ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგი დადგენილია აბსოლუტურ მაჩვენებელში, მაშინ ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების კორექტირებული მოცულობა სატესტო წლისთვის (aGდანაკ(t-1)) ტოლია ამავე წლისთვის ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დაგეგმილი მოცულობის (pGდანაკ(t-1)).

3. ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების კორექტირებული მოცულობა სატესტო წლისათვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

[pic]

სადაც:

|[pic] |- |ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების კორექტირებული მოცულობა სატესტო წლისთვის (მ3); |

|[pic] |- |ტრანსპორტირებული, განაწილებული და გატარებული ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი მოცულობა სატესტო წლისთვის (მ3); |

|[pic] |- |კომისიის მიერ დადგენილი ნორმატიული დანაკარგების ოდენობა (%). |

თავი V. ტარიფების დადგენისა და განაცხადის წარდგენის პროცედურები

მუხლი 25. აღრიცხვა-ანგარიშგება

1. რეგულირების მიზნებისთვის საწარმო ვალდებულია, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს კომისიის მიერ დამტკიცებული ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. თუ საწარმო ეწევა ერთზე მეტ რეგულირებად საქმიანობას და ამასთან, ეწევა არარეგულირებად საქმიანობასაც, იგი ვალდებულია, თითოეულ რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების, ხარჯებისა და საფინანსო შედეგების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად.

3. საწარმომ მომხმარებლის ფინანსური წყაროებით შექმნილი ძირითადი აქტივების ღირებულების შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს განცალკევებულად, ამ მეთოდოლოგიის პირობების შესაბამისად.

მუხლი 26. ტარიფის დასადგენად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. ტარიფის დადგენის მიზნით საწარმო და მიმწოდებელი ვალდებულია ტარიფის გაანგარიშების წლისთვის კომისიაში წარმოადგინოს სატარიფო განაცხადი.

2. სატარიფო განაცხადისა და მონაცემთა ფორმები, აგრეთვე სატარიფო განაცხადთან ერთად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სატარიფო განაცხადთან ერთად საწარმომ და მიმწოდებელმა ასევე უნდა წარმოადგინოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგენილი და აუდირებული შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საბუღალტრო ბალანსი;

ბ) მოგება-ზარალის ანგარიშგება;

გ) ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება.

4. კომისია უფლებამოსილია საწარმოს და მიმწოდებელს მოსთხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს.

5. სატარიფო განაცხადისა და მასზე დართული მასალების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება სატარიფო განაცხადის წარმომდგენს.

მუხლი 27. ტარიფის დადგენის ვადები და პროცედურები

1. საწარმო ვალდებულია კომისიაში სატარიფო განაცხადი წარადგინოს ტარიფის გაანგარიშების წლის 4 აგვისტოდან 15 აგვისტომდე. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ სატარიფო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღეს.

2. კომისია სატარიფო განაცხადის დამტკიცებულ ფორმასთან შესაბამისობას და მის სისრულეს განიხილავს სატარიფო განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. თუ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადი არ შეესაბამება კომისიის მიერ განსაზღვრულ ფორმას ან წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია განმცხადებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად წერილობით განუსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა. ეს ვადა განმცხადებლის მოთხოვნით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადით.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საწარმო კომისიაში არ წარმოადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას, კომისიის გადაწყვეტილებით სატარიფო განაცხადი რჩება განუხილველად. ამასთან, თუ განუხილველად დატოვებული სატარიფო განაცხადი წარდგენილი იყო კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებებიდან გამომდინარე, საწარმოს შეიძლება დაეკისროს კანონით გათვალისწინებული სანქცია.

5. კომისია უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და თავისი ინიციატივით გადახედოს საწარმოს ტარიფებს. ამ შემთხვევაში, საწარმოს მიერ საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის პირობები განისაზღვრება კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით.

6. სრულყოფილად წარმოდგენილი სატარიფო განაცხადის მიღების ან ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით იწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და შესაბამისი ცნობა ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე.

7. სატარიფო განაცხადის განხილვა კომისიაში მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, სატარიფო განაცხადი და თანდართული დოკუმენტები (გარდა იდენტიფიცირებად პირებთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციისა, აგრეთვე კომისიის მიერ კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისა) საჯაროა და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის.

8. ყველა დაინტერესებული პირი უფლებამოსილია გაეცნოს კომისიაში წარმოდგენილ საჯაროდ ხელმისაწვდომ მასალებს და აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიას წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები.

9. სატარიფო განაცხადთან დაკავშირებული მოსაზრებები წარდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ არგუმენტაციას. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრებების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა, წარმოდგენილი მოსაზრებების ასლი უნდა გაეგზავნოს სატარიფო განაცხადის წარმდგენს, ხოლო მოსაზრებები განიხილება სატარიფო განაცხადის საჯარო განხილვისას.

10. სატარიფო განაცხადის განხილვის პროცესში, კომისია უფლებამოსილია საწარმოსგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის ან სხვადასხვა სახის დასკვნის წარდგენა.

11. სატარიფო განაცხადის განხილვისას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კომისია უფლებამოსილია, მოაწყოს შეხვედრები ან/და საჯარო სხდომები აღნიშნულ სატარიფო განაცხადთან დაკავშირებით.

12. განმცხადებელს 7 სამუშაო დღით ადრე უნდა ეცნობოს სატარიფო განაცხადის საჯარო სხდომაზე განხილვის დრო და ადგილი.

თავიVI. გარდამავალი დებულებები

მუხლი 28. გარდამავალი დებულებები

1. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) ქვემოთ მოცემული კომპონენტების სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 7.50%;

ბ) სესხის პრემია (DP) – 3.50%;

გ) ბაზრის რისკის პრემია (rm- rrf) – 7.25%;

დ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 1.00

2. სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო ქონების (აქტივების) პრივატიზების შემთხვევაში რეგულირებადი აქტივების ბაზის საწყის ისტორიულ ღირებულებად მიიჩნევა ქონების საპრივატიზაციო ღირებულება, შესაბამისი საპრივატიზაციო პირობების გათვალისწინებით.

3. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოების შემთხვევაში აქტივების ისტორიულ ღირებულებას წარმოადგენს საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანილი რეგულირებადი აქტივების საბალანსო ღირებულება.

4. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ან მიმწოდებლის მიერ სატარიფო განაცხადი წარმოდგენილია სატესტო წლის წლიური ანგარიშის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წარმოდგენის ვადის ამოწურვამდე და ამ მეთოდოლოგიის ფარგლებში პირველად უდგინდება ტარიფი, კომისია ტარიფის გაანგარიშებისას დაეყრდნობა უახლოესი პერიოდის აუდირებულ მონაცემებს.

5. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ან მიმწოდებლის მიერ სატარიფო განაცხადი წარმოდგენილია კალენდარული წლის 4 აგვისტომდე და ამ მეთოდოლოგიის ფარგლებში პირველად უდგინდება ტარიფი, კომისია უფლებამოსილია შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს ტარიფის გაანგარიშების წლის მომდევნო კალენდარული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

6. წინამდებარე მეთოდოლოგიით დადგენილი გატარების ტარიფები არ ვრცელდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელით განაწილების ლიცენზიატებს შორის ბუნებრივი გაზის გატარების მომსახურებაზე.