შპს,,ბლექ სი სატი" - ს 2017 წლის 30 მაისის კრედიტორთა კრების ოქმიდან

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/36717-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/36717-16

ამონაწერი

2017 წლის 30 მაისის კრედიტორთა კრების ოქმიდან

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი – მარიამ ხიდაშელი

მოვალე – შპს ,,ბლექ სი სატი”

წარმომადგენელი (დირექტორი) – მამუკა ცქიტიშვილი

კრედიტორები: 1. შპს ,,ღვინის ქარხანა”

 2. შპს ,,ბლექ სი გრუპი“

 წარმომადგენელი – ნინო ელოშვილი

 3. შპს ,,მობიტელი”

 წარმომადგენელი – ირმა აფრიდონიძე

 4. შპს ,,მირა“

 წარმომადგენელი – თინათინ ჭუმბაძე

 5. შპს ,,სუდია მაესტრო“

 6. შემოსავლების სამსახური

 წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი

 7.,,ფოქს ნეთვორკ გრუპ ლიმიტედი“

 8.,,ენ -ჯი -სი იუროპ ლიმიტედი“

 წარმომადგენელი – ზურაბ ქილიფთარი

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე

მომრიგებელი საბჭოს წევრები: კახა ჭკუასელი, ნიკოლოზ ცქიმანაური, ანეტა ხურციძე

დღის წესრიგი : მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება

მოსამართლე აცხადებს განჩინებას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გაკოტრების შესახებ.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება იწყება მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად სასამართლოს მიერ გაკოტრების შესახებ გამოტანილი განჩინების გამოქვეყნებიდან. სასამართლოს განჩინება გაკოტრების შესახებ ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

2017 წლის 30 მაისს გამართულ კრედიტორთა კრებაზე კრების დღის წესრიგის შესაბამისად განხილულ იქნა გაკოტრების მმართველის არჩევის საკითხი. კრედიტორების განმარტებით, მათ არ ჰყავთ გაკოტრების მმართველის კანდიდატურა. ამდენად, კანონის მითითებული ნორმის დანაწესის შესაბამისად, სასამართლო გაკოტრების მმართველად ნიშნავს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7-8, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ბლექ სი სატის“ (ს.კ 417875115) მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება;

2. შპს ,,ბლექ სი სატის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიურო;

3 . სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუწყდეს მოვალე შპს ,,პლაზა ფიტნესის“ მეურვის უფლებამოსილება;

4 . შპს „ბლექ სი სატის“ მომრიგებელი საბჭოს შეუწყდეს უფლებამოსილება;

5. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე თამარ ბ,ურჯანაძე