სტაციონარულ და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში, პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განსათავსებელი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან“ დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შინაარსისა და ფორმატის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 05.06.2017
ძალაში შესვლა 15.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-36/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016451
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/06/2017
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ მატარებლის მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მატარებლის მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის აღიარებისა და მათი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების
განსაზღვრის შესახებ „2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტისა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სტაციონარულ და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში, პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განსათავსებელი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან“ დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შინაარსისა და ფორმატის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება
№01-36/ნ
2017 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
სტაციონარულ და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში, პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განსათავსებელი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან“ დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შინაარსისა და ფორმატის დამტკიცების თაობაზე
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების №21 დანართით (სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები) განსაზღვრული ცხრილის „საერთო სანებართვო პირობების“ 31-ე პუნქტის, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებით დამტკიცებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის „საერთო მოთხოვნების“ მე-8 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელ და მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში (შემდგომში –
შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებები), პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განსათავსებელი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან“ დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შინაარსი და ფორმატი (დანართი 1).
მუხლი 2🔗
ამ ბრძანებით განსაზღვრულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან“ დაკავშირებულ დამატებითი ინფორმაციასთან ერთად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული ან ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია დაწესებულების მიერ მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით, მათ შორის, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ დაფარვის შესახებ.
მუხლი 3🔗
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან“ დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ელექტრონული ვერსიის ორიგინალი განთავსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ელექტრონულ ვებგვერდზე (http://moh.gov.ge/uploads/files/2017/akordeoni/failebi/01.05.2017-1.pdf).
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 15 ივნისიდან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო