საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016805
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.06.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დადგენის შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესის განსაზღვრის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №47
2017 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესი თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიმართვის შემთხვევაში, ახდენს ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული სერტიფიკატის გათანაბრებას ამ ბრძანებით გათვალისწინებულ შესაბამისი დონის სერტიფიკატთან.
2. სერტიფიკატების გათანაბრებისას მოსამსახურეს გავლილად ეთვლება საქმიანობის მარეგულირებელი ის დოკუმენტები, რომლებიც შედიოდა მის საგამოცდო თემატიკაში, ხოლო ის დოკუმენტები, რომლებიც არ შედიოდა საგამოცდო თემატიკაში, გავლილად ჩაითვლება შესაბამისი სწავლებისა და გამოცდის ჩაბარების შემდგომ.
3. სერტიფიკატის გათანაბრებას ადასტურებს სასწავლო ცენტრი. სერტიფიკატების გათანაბრების შემთხვევაში, ძალაში რჩება ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული სერტიფიკატის მოქმედების ვადა და მისი განახლება ხდება ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის შესაბამისად, მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის, სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის სახეებისა და გავლის წესის, აგრეთვე სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №148 ბრძანება.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესი
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
ეს წესი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (შემდგომში – სამსახური) კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების წესსა და პირობებს, ასევე სასწავლო კურსის სახეებს, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესს.
მუხლი 2🔗. კონკურსის ჩატარება
1. სამსახურში მისაღები კანდიდატი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეირჩევა კონკურსის საფუძველზე. კონკურსი ცხადდება სამინისტროს მიერ ოფიციალური ვებგვერდის (www.moc.gov.ge) მეშვეობით, სადაც განთავსდება ვაკანტური თანამდებობის დასახელება, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების ჩამონათვალი, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა საჭირო ინფორმაცია.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moc.gov.ge) მითითებულ მისამართზე აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას.
3. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ბ) გასაუბრება – ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
გ) სპეციალური შემოწმება.
4. განცხადებების გადარჩევას ახორციელებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია ეგზავნება სპეციალურ საკონკურსო კომისიას (შემდგომში – კომისია).
5. გასაუბრებას, ასეთის საჭიროების შემთხვევაში, ატარებს კომისია. გასაუბრება ტარდება კომისიის მიერ კანდიდატის პირადი უნარ-ჩვევების, პიროვნული მახასიათებლებისა და პროფესიული უნარების დადგენის მიზნით.
6. გასაუბრებაზე დაიშვებიან ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს დოკუმენტაციის გადარჩევის ეტაპი. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური გასაუბრებაზე დაშვებულ კანდიდატს წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს გასაუბრების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ.
7. გასაუბრებაზე კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ მათთვის წინასწარ მითითებულ დროს. დაგვიანებული კანდიდატები გასაუბრებაზე არ დაიშვებიან. ამასთან, გასაუბრებაზე გამოცხადებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის გარეშეც იგი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
8. გასაუბრების მიმდინარეობისას შესაძლებელია განხორციელდეს აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შესახებაც კანდიდატს წინასწარ ეცნობება.
9. გასაუბრების შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
10. სამინისტრო უფლებამოსილია ჩაშლილად გამოაცხადოს კონკურსი, თუ:
ა) მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება;
ბ) წარდგენილი განცხადებებიდან არც ერთი არ აკმაყოფილებს თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს;
გ) გასაუბრების შედეგად კომისიამ ვერ შეარჩია თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი.
მუხლი 3🔗. სპეციალური საკონკურსო კომისია
1. კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია შედგება არანაკლებ სამი წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის შემადგენლობასა და კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. კომისიის წევრი ვალდებულია კონკურსის დაწყებამდე ან მსვლელობისას განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შესაძლოა მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. ასეთი გარემოებების არსებობისას, კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, რის შემდეგაც იგი ვერ მიიღებს მონაწილეობას კანდიდატის შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში.
4. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული ცნობილი გახდება კანდიდატის საბოლოო შეფასებამდე, კომისიის ამ წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, თუ აცილების საფუძველი ცნობილი გახდება კანდიდატის საბოლოო შეფასების შემდეგ, კომისიის წევრს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. კომისიის სხდომის შესახებ იწარმოება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.
მუხლი 4🔗. კანდიდატის სპეციალური შემოწმება და მისი თანამდებობაზე დანიშვნა
1. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია კანდიდატს მოსთხოვოს:
ა) ინფორმაცია, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ) ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს კანდიდატს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას პენიტენციური სისტემის უსაფრთხოებას ან მესამე პირის ინტერესებს;
გ) ინფორმაცია „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-11 მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი ფაქტების/გარემოებების შესახებ;
დ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.
2. კანდიდატი ვალდებულია, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესასწავლად. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური მიღებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას უგზავნის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (შემდგომში – გენერალური ინსპექცია), სპეციალური შემოწმების ჩატარების მიზნით.
3. გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია გადაამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, გამოითხოვოს ინფორმაცია სხვა უწყებიდან. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატარდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, გენერალური ინსპექციის მიმართვის საფუძველზე ახორციელებს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო (შემდგომში – მთავარი სამმართველო). სამმართველო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას აცნობებს გენერალურ ინსპექციას.
5. სპეციალური შემოწმებისას, გენერალური ინსპექცია ახდენს მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებას და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფარგლებში არსებული რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებას, რის საფუძელზეც ამზადებს დასკვნას.
6. კომისიის სხდომის ოქმსა და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას გენერალური ინსპექცია, გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უგზავნის მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს. თუ დასკვნა შეიცავს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებულ ინფორმაციას ან ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას, იგი იგზავნება საიდუმლოების შესაბამისი ხარისხის გრიფით.
7. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი, კომისიის სხდომის ოქმისა და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის მიღების შემდეგ, იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. მოსამსახურის დანიშვნის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა ინახება პირადი საქმის საიდუმლო ნაწილში, რომლის გაცნობა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ. თუ კანდიდატს უარი ეთქვა თანამდებობაზე დანიშვნაზე, დასკვნა ეგზავნება სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს და ინახება 6 თვის ვადით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. მოსამსახურის სწავლება და გამოსაცდელი ვადა
1. მოსამსახურე თანამდებობაზე ინიშნება სპეციალური შემოწმების შემდეგ, თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის პერიოდში, მოსამსახურე სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის ზედამხედველობის ქვეშ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი წარმოადგენს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ განსაზღვრულ პირს, რომელიც უშუალოდ ზედამხედველობს მოსამსახურის საქმიანობას გამოსაცდელი ვადის პერიოდში. სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი აცნობს მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებულ ძირითად პრაქტიკულ საკითხებს, აძლევს მას შესაბამის მითითებს და, შეხედულებისამებრ, უწევს დახმარებას შესაბამისი ფუნქციების განხორციელებაში.
3. მოსამსახურე, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, გადის მომზადების შესაბამის სპეციალურ სასწავლო კურსს (შემდგომში – სასწავლო კურსი), რომელიც შედგება თეორიული და პრაქტიკული სწავლებისაგან. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მოსამსახურეს, ასევე შეიძლება დაევალოს ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში (შემდგომში – სასწავლო ცენტრი) ან სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს განთავსების ბაზაზე. ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების ზედამხედველობას უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრის დირექტორის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირი.
4. მოსამსახურის თეორიულ სწავლებას უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრი.
5. მოსამსახურე, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, პრაქტიკულ სწავლებას გადის სამუშაო ადგილზე და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის ზედამხედველობით ასრულებს დაკავებული თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოვალეობებს.
6. სასწავლო ცენტრში, თეორიული სწავლების ფარგლებში, მოქმედებს პირველი და მეორე დონის სასწავლო კურსები. მოსამსახურე სასწავლო კურსებს გადის დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.
7. პირველი დონის სასწავლო კურსი განკუთვნილია შემდეგი მოსამსახურეებისათვის:
ა) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ასეულის მეთაური;
ბ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი;
გ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ოცეულის მეთაური;
დ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი მორიგე ინსპექტორი;
ე) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი;
ვ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;
ზ) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი;
თ) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი ინსპექტორი;
ი) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი;
კ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი (შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში), უფროსი ინსპექტორი (საბრძოლო მომზადების დარგში), უფროსი ინსპექტორი (საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებების დარგში);
ლ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების მთავარი ინსპექტორი;
მ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების უფროსი ინსპექტორი;
ნ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების ოპერატიული მორიგე;
ო) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების კორპუსის ოფიცერი.
8. მეორე დონის სასწავლო კურსი განკუთვნილია შემდეგი მოსამსახურეებისათვის:
ა) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დაცვის განყოფილების მებრძოლი;
ბ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ასეულის მეთაურის მოადგილე;
გ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის მებრძოლი;
დ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გუშაგთა ცვლის უფროსი;
ე) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გუშაგთა ცვლის უფროსის მოადგილე;
ვ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ინსპექტორი, ინსპექტორი (საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში), ინსპექტორი (ექიმი), ინსპექტორი (გუშაგი), ინსპექტორი (ოპერატიული მორიგე), ინსპექტორი (საწყობის მენეჯერი);
ზ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უმცროსი მორიგე ინსპექტორი;
თ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ოცეულის მეთაურის მოადგილე;
ი) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი;
კ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ყარაული;
ლ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორი;
მ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების სამოქალაქო და სახანძრო თავდაცვის ინსპექტორი;
ნ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების ოპერატიული მორიგის თანაშემწე;
ო) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი.
9. სასწავლო კურსის თითოეული დონისათვის განსაზღვრულ პროგრამასა და გავლის წესს ბრძანებით ამტკიცებს სასწავლო ცენტრის დირექტორი.
10. სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსამსახურე იღებს შესაბამისი დონის სერტიფიკატს. სასწავლო კურსი წარმატებით გავლილად ჩაითვლება მოსამსახურის მიერ შემაჯამებელი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში. შემაჯამებელი გამოცდა ტარდება გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 15 დღით ადრე.
11. მოსამსახურის მიერ სერტიფიკატის მიღება არ წარმოადგენს გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის უპირობო საფუძველს. სერტიფიცირებასთან ერთად, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, ფასდება მოსამსახურის პროფესიული უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები, ასევე სპეციალური სასწავლო კურსის გავლის განმავლობაში დასწრებისა და აქტიურობის მაჩვენებელი.
12. სასწავლო კურსის შემაჯამებელი გამოცდის შედეგებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა, მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს ეგზავნება სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შედგენილი მოსამსახურის დახასიათება და სასწავლო ცენტრის საერთო შეფასება.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების შემდგომ, შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი ვადა ამოწურული არ არის, მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება პირის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
მუხლი 6🔗. სერტიფიკატის განახლება
1. მოსამსახურის მიერ მიღებული სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი. სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მისი განახლების მიზნით, მოსამსახურე გადის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების შესაბამის კურსს (შემდგომში – პერიოდული გადამზადების კურსი), რის შემდეგაც აბარებს გამოცდას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გამოცდის შედეგების საფუძველზე ხდება მოსამსახურის სერტიფიკატის განახლება. განახლებული სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი. თუ გამოცდის შედეგების საფუძველზე მოსამსახურემ სერტიფიკატი ვერ განაახლა და ამოწურულია სერტიფიკატის მოქმედების ვადა, იგი თავისუფლდება სამსახურიდან.
3. პერიოდული გადამზადების კურსის პროგრამასა და მისი გავლის წესს ბრძანებით ამტკიცებს სასწავლო ცენტრის დირექტორი.
მუხლი 7🔗. მოსამსახურის დაწინაურება
1. მოსამსახურის დაწინაურება შესაძლებელია ხელმძღვანელის წარდგინებითა და მოსამსახურის თანხმობით, თუ მოსამსახურე დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მსახურობს. მოსამსახურე თანამდებობაზე ინიშნება არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურე, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, გადის ამ წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ სასწავლო კურსს, თუ აღნიშნული პირობა გათვალისწინებულია მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება იმ მოსამსახურეზე, რომელსაც აღებული აქვს შესაბამისი დონის მოქმედი სერტიფიკატი.