,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2017 წლის 2 ივნისი ქ.ზუგდიდი |
1. დადგენილების დანართის მე-9 მუხლს დაემატოს „61“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,61 ამავე ზონებში ასევე შესაძლებელია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განათების ბოძების გამოყენება სარეკლამო და მიმართულების მაჩვენებელი აბრების განსათავსებლად, რომლის გაბარიტული ზომები არ უნდა აღემატებოდეს 0,7 კვ/მ-ს და მოსაკრებელი ერთ ერთეულზე განისაზღვროს ყოველწლიურად 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით. აღნიშნულზე ნებართვას გასცემს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი აუქციონის გარეშე, განცხადებისა და ესკიზის საფუძველზე.“.
2. დადგენილების დანართს დაემატოს 131 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 131. რეკლამა სატრანსპორტო საშუალებებზე
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის განთავსების საკითხი (ესკიზის შეთანხმება) საჭიროებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან სავალდებულო შეთანხმებას. რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს 2 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს:
ა) განცხადება;
ბ) რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე;
გ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
2. რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილების პროექტს ამზადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური. მიღებული გადაწყვეტილება (წერილის ასლი) ეგზავნება განმცხადებელს, რომელსაც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თან ერთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამგეობის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული 1 ეგზემპლარი.
3. მოსაკრებელი რეკლამის განთავსებისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთეულზე (სამივე ფასადზე) განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულების საუძველზე და იგი შეადგენს: ერთიდან სამ თვემდე ვადის შემთხვევაში ყოველთვიურად 150 ლარს, სამ თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში – ყოველთვიურად 100 ლარს.
4. რეკლამის მაძიებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ სატრანსპორტო საშუალებას დაუბრუნოს პირვანდელი მდგომარეობა.
5. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია რეკლამის განთავსების დროს დაიცვას „რეკლამის შესახებ“საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 02.06.2017. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.105.016320.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №32, 02.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016320 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3687877/