„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №184 |
|
2017 წლის 5 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 22-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე და 24-ე პუნქტები:
„23. იმ შემთვევაში, თუ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სასარგებლოდ გადახდილი და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დამფუძნებელი შეთანხმების“ საფუძველზე დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დივიდენდი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, დაკავებული გადასახადის თანხა ექვემდებარება დაბრუნებას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განცხადებისა და საგადასახადო აგენტის დასტურის საფუძველზე. 24. თანხის დაბრუნება განხორციელდეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე განცხადების წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|