„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№236
სარეგისტრაციო კოდი
190020060.22.027.016736
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №236

2017 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/12/2011; 190020060.22.027.016227) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საგრანტო საბჭო – მინისტრის მიერ, სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსის ადმინისტრირებისათვის შექმნილი საბჭო;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის ოფიციალური პორტალი tenders.procurement.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული ფუნქციები, აგრეთვე, ამ ბრძანების მიზნებისთვის – საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება საჯაროდ, ღიად, გამჭვირვალედ და კონკურენტულ პირობებში. სისტემა ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ წესით განსაზღვრული ანგარიშგების მიზნებისათვის.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანა

საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანას შესაძლებელია განაპირობებდეს სამინისტროს მიერ საგრანტო პროგრამისთვის მიმდინარე წლის დამტკიცებული/დაზუსტებული ასიგნებების, საგრანტო პროგრამაში შეტანილი საკითხის აქტუალობის ან/და სხვა გარემოებების ცვლილება. ამ მუხლით დადგენილ შემთხვევებში საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის ინიცირების მიზნით, მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს კონკურსის მიმდინარეობისას საგრანტო საბჭო, ხოლო კონკურსის დასრულების შემდეგ სამინისტროს ადმინისტრაცია ან/და ცენტრი. საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი ან უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა. საბჭოს ყველა წევრი ვალდებულია, დაადასტუროს, რომ არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და მოაწეროს ხელი მიუკერძოებლობისა და იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ფორმას, რომლის გამჟღავნებაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. საბჭოს წევრის სარეზერვო წევრით ჩანაცვლება ხორციელდება ამ ბრძანების მე-10 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული წესით.“;

დ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.“.

5. მე-8 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თუ იგი სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად ან შეზღუდულ ქმედუნარიანად;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) საბჭოს წევრის უფლებამოსილება შესაძლოა შეწყდეს, თუ იგი გათავისუფლდა იმ თანამდებობიდან, რომელზე ყოფნის გამოც იქნა დანიშნული საბჭოს წევრად.“.

6. მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის შესაბამისად, რომლის შედგენასა და საბჭოს წევრებისათვის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელია თავმჯდომარე და საბჭოს აპარატი.

2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს საბჭოს ყველა წევრი, რომელთაც სხდომის ჩატარების თარიღი უნდა ეცნობოთ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე. საბჭოს წევრი შეიძლება ესწრებოდეს სხდომას უშუალოდ ან მონაწილეობას იღებდეს მის მუშაობაში კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით (ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში). სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით ასევე სავალდებულოა საბჭოს სარეზერვო წევრების ინფორმირება.“.

7. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი ინფორმაციის საგრანტო კონკურსის მოთხოვნებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით წარუდგენს მასალებს საბჭოს.“.

8. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგრანტო განაცხადების მიღება დასაშვებია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (tenders.procurement.gov.ge). საგრანტო განაცხადების მიღებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა იყოს ხუთ სამუშაო დღეზე ნაკლები საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღიდან.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) საგრანტო ხელშეკრულების პროექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესათანხმებლად იქნება წარდგენილი საქართველოს მთავრობასთან ან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.“.

9. მე-15 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, სისტემაში რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული კითხვა-პასუხის მოდულის მეშვეობით, მოსთხოვოს საგრანტო საბჭოს კონკურსის პირობების შესახებ განმარტებები და ინფორმაცია. თავის მხრივ, საგრანტო საბჭო ვალდებულია, კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, კითხვა-პასუხის მოდულის მეშვეობით გააკეთოს შესაბამისი განმარტება. ამ პუნქტით დადგენილი განმარტება შესაძლებელია თავმჯდომარის მითითებით გააკეთოს საბჭოს აპარატმა, რის თაობაზეც საგრანტო საბჭოს პირველივე სხდომაზე ეცნობებათ საგრანტო საბჭოს წევრებს.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბჭოს უფლება აქვს, საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას განმცხადებელს მოსთხოვოს საგადასახადო დავალიანების მდგომარეობის ამსახველი ცნობა, ასევე ცნობა მოვალეთა რეესტრიდან.

6. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელმა 2 სამუშაო დღეში ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე ცნობა საგადასახადო დავალიანების არსებობის ან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში, საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის წარმომდგენი განმცხადებლის დისკვალიფიკაციის თაობაზე.“.

10. მე-16 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგრანტო განაცხადი წარმოადგენს საგრანტო კონკურსის ფარგლებში განმცხადებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბჭოსათვის წარსადგენ დოკუმენტთა ერთობლიობას, რომელიც მოიცავს, სულ მცირე:

ა) საგრანტო განაცხადის ფორმას და საგრანტო წინადადებას შესაბამისი დანართებით, რომელსაც ადგენს საგრანტო საბჭო და, რომელიც ქვეყნდება საგრანტო კონკურსის გამოცხადებისას;

ბ) განმცხადებლის დებულებას/წესდებას.

2. საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგრანტო განაცხადი საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობისას ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდგომ შევსება/გასწორება დაუშვებელია. საბჭო არ ახდენს განმცხადებლის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც არსებითად არ ეწინააღმდეგება კონკურსის პირობებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საბჭო უფლებამოსილია საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაზუსტების მიზნით მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და განმცხადებელს ამისათვის განუსაზღვროს დამატებითი ვადა.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბჭოს წევრები ცალ-ცალკე განიხილავენ თითოეული საგრანტო წინადადების შესაბამისობას შეფასების კრიტერიუმებთან.“.

11. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17. საგრანტო განაცხადი

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბჭოს წარუდგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას. დოკუმენტების მიღების თარიღად და დროდ ითვლება მათი ატვირთვის თარიღი და დრო.“.

12. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებაში სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ოფიცილურ ვებგვერდებზე. შეფასების კრიტერიუმებს ადგენს საბჭო.“.

13. მე-20 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ერთი სუბიექტის მიერ ერთ ლოტზე წარმოდგენილია ერთზე მეტი საგრანტო წინადადება;“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განაცხადში აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზი არ მიიჩნევა დისკვალიფიკაციის საფუძვლად და იგი უნდა გასწორდეს განმცხადებლის მიერ მისი გამოვლენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში საბჭოს მიერ განხორციელდება განმცხადებლის დისკვალიფიკაცია.“.

14. 21-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგრანტო წინადადება ფასდება საბჭოს სხდომაზე შეფასებაში მონაწილე წევრების მიერ დაწერილი ჯამური ქულების ჯამის გაყოფით საბჭოს იმ წევრების რაოდენობაზე, რომელიც მონაწილეობას ღებულობს შეფასებაში (საშუალო არითმეტიკული).“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. საგრანტო საბჭოს აქვს უფლება, მოთხოვნილზე დაბალი თანხით დააფინანსოს საგრანტო წინადადება.

32. თუ გამარჯვებული უარს განაცხადებს საგრანტო ხელშეკრულების დადებაზე, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე ან ქულათა რეიტინგით მომდევნო განმცხადებლის გამარჯვებულად ცნობის შესახებ, თუ ის დააკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ პირობებს.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგრანტო კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.“;

დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. იმ შემთხვევაში, თუ საგრანტო საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს კონკურსის ჩატარებას არსებითად განსხვავებული პირობებით, რის საფუძველზეც განხორციელდება ცვლილება საგრანტო პროგრამაში ამ წესით დადგენილი წესით, საბჭო უფლებამოსილია კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენამდე ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის შეწყვეტის შესახებ.“.

15. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთან საგრანტო ხელშეკრულების დადების პროცესს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან სახეზეა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჩერების გამომრიცხავი სხვა გარემოებები. თუ მოსალოდნელია გასაჩივრების შემთხვევაში დავის გადაწყვეტის გახანგრძლივება 1 თვეზე მეტი ხნით და შეჩერებულია შემდგომი პროცედურების განხორციელება, რაც საფრთხეს უქმნის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების დროულად დაწყებასა და შესრულებას, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და მისი ხელახლა გამოცხადების შესახებ.“.

16. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 29. გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნება

თუ საგრანტო თანხის ხარჯვის ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩება გამოუყენებელი თანხები და თუ არ მოხდება საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, გრანტის მიმღები ვალდებულია დააბრუნოს აუთვისებელი თანხა ხაზინის ერთიან ანგარიშზე საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი