თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.06.2017
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016211
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2017
matsne.gov.ge 172 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 04.02.2016 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 06.07.2018 გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 13.07.2018 ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 23.03.2018 თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 24.03.2020

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2017 წლის 5 ივნისი ქ. თერჯოლა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გერბი და გერბის აღწერილობა, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის დროშა და დროშის აღწერილობა, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ჩუბინიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის გერბი და აღწერილობა გერბის ფარი გაკვეთილია და ქონგურისებრად გადაკვეთილია ოთხ ნაწილად (ველად). პირველ ზურმუხტის ველზე გამოსახულია ოქროს საყდარი. მეორე და მესამე ვერცხლის ველზე, ცენტრში, გამოსახულია ზურმუხტის მტევანი, ვაზის ორი ზურმუხტის ფოთლით. მეოთხე, ზურმუხტოვან ველზე ზედა ნაწილში გამოსახულია ოქროსთაღოვანი ხიდი, ქვედა ნაწილში კი ოქროს სამი შემცირებული ტალღოვანი სარტყელი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი "თერჯოლა". დროშა და აღწერილობა დროშა ქონგურისებურად გადაკვეთილია ორ ნაწილად: ზურმუხტის 1:3 და ვერცხლის 2:3 ველებად. ზურმუხტის ველზე გამოსახულია ოქროს ჰერალდიკური ჯვარი. დროშის პროპორცია არის 2:3.