საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 33 დეპუტატი) ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ

მიღების თარიღი 17.05.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/1/850
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016195
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2017
matsne.gov.ge 1,401 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 33 დეპუტატი) ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების““ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 28.12.2017 საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 28.12.2016 საქართველოს მოქალაქე მერი ფოლოდაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 18.11.2016 საქართველოს მოქალაქეები კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 17.10.2017 საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 28.03.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 33 დეპუტატი) ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } h1 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } span.Heading1Char { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განჩინება №3/1/850 2017 წლის 17 მაისი ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა: ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე; ლალი ფაფიაშვილი – წევრი; მაია კოპალეიშვილი – წევრი; მერაბ ტურავა – წევრი; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი; თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; ირინე იმერლიშვილი - წევრი; მანანა კობახიძე – წევრი; თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი. სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა. საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 33 დეპუტატი) ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ. დავის საგანი: ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ცენტრისტების“ საქმიანობის კონსტიტუციურობა. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №850) მომართა საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფმა (სულ 33-მა დეპუტატმა). №850 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 27 სექტემბერს. 2. №850 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები. 3. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორია ერთიანია და განუყოფელი, რაც განმტკიცებულია 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტითა და 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუციით. მოსარჩელეთა განცხადებით, დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების დამკვიდრებასა და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის იმგვარი პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომლის მიზანსაც სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და კონსტიტუციით გამყარებული ფუნდამენტური ღირებულებების ხელყოფა წარმოადგენს. 4. მოსარჩელეთა აზრით, კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო პარტიის აკრძალვის საჭიროებაზე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, „დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს“. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორები გამართლებულად მიიჩნევენ ისეთი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეზღუდვას, რომელიც თავისი მოღვაწეობით ხელყოფს ზემოხსენებულ საჯარო ინტერესებს. 5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურობის გამორკვევისას ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ფორმალურად გაცხადებულ მიზნებს, არამედ მათ მიერ ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებებსა და განცხადებებსაც. მოსარჩელეთა აზრით, ააიპ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ (შემდგომში „ცენტრისტები“) გამოირჩევა იმგვარი განცხადებებით, რომლებიც ცხადად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. 6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები უთითებენ „ცენტრისტების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც, მათ შორის, მოიცავდა დაპირებას „რუსული პენსიისა“ და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსული სამხედრო ძალების დაკანონების თაობაზე. 7. №850 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ გაცხადებული მიზანი-საქართველოს ტერიტორიაზე „რუსული ბაზების დაკანონება“ – არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსული სამხედრო შენაერთების კანონიერად ცნობას (ხოლო უარეს შემთხვევაში – დამატებითი სამხედრო ბაზების განთავსებას) და ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. 8. მოსარჩელეთა აზრით, საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისათვის ასევე საფრთხის შემცველია „რუსული პენსიისა“ და პასპორტების დარიგება, რამდენადაც გასათვალისწინებელია რუსეთის ფედერაციის მიერ დამკვიდრებული პოლიტიკა – საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ძალის გამოყენების გამართლება. 9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტია გამარჯვების შემთხვევაში ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო ბაზების „დაკანონებას“, ამ სახელმწიფოს პენსიისა და პასპორტების დარიგებას გეგმავს, ცალსახაა, რომ ამგვარი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის მთავარი მიზანი სწორედ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ხელყოფაა. 10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საქმიანობის მიზანს წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რაც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველია. 11. მოსარჩელეები თავიანთი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხთან მიმართებით. 12. 2017 წლის 5 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიის წევრმა ირინე იმერლიშვილმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21​1 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 01/02-1 შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმის მიერ განხილვის შესახებ. 13. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ №850 კონსტიტუციური სარჩელი წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების ისეთ პრეცედენტს, რომლის პრაქტიკაც აქამდე საკონსტიტუციო სასამართლოს არ ჰქონია. აქედან გმომდინარე, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ №850 კონსტიტუციური სარჩელი განხილული უნდა იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ. II სამოტივაციო ნაწილი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21​1 მუხლის მე-3 პუნქტი აღჭურავს სასამართლოს წევრს საქმის პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე შუამდგომლობით მიმართვის უფლებამოსილებით, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ, ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ირინე იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ სახეზეა საქმის პლენუმის მიერ განხილვის ზემოთ ხსენებული საფუძველი, ვინაიდან საქმე წარმოშობს კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების ისეთ პრეცედენტს, რომლის პრაქტიკა აქამდე სასამართლოს არ ჰქონია. 2. №850 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხი. სარჩელი განიხილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში. 3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიისა და პლენუმის განსჯად საკითხებს. ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში წარდგენილ სარჩელებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია. შესაბამისად, ის, რომ კონსტიტუციური სარჩელი შეეხება პოლიტიკური პარტიის შექმნისა და საქმიანობის საკითხებს, თავისთავად ვერ გამოდგება საქმის პლენუმისათვის გადაცემის საფუძვლად. ხსენებული კომპეტენციის ფარგლებში წარმოდგენილი ნებისმიერი სარჩელი სწორედ პოლიტიკური პარტიის შექმნის ან/და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხს შეეხება, ხოლო კანონმდებლობით მათ განხილვა/გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ორგანოდ კოლეგიის განსაზღვრა თავისთავად გამორიცხავს ამ კომპეტენციის ფარგლებში წარდგენილ კონსტიტუციური სარჩელების განხილვა/გადაწყვეტაზე პლენუმის კომპეტენციის თავისთავად არსებობას. 4. შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული ფაქტი, რომ №850 კონსტიტუციური სარჩელი წარმოდგენს პირველ შემთხვევას, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს ამ კომპეტენციის ფარგლებში მსჯელობა, თავისთავად, არ გულისხმობს კონსტიტუციის გამოყენებისა თუ განმარტების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის არსებობას. ამგვარი პრობლემა უნდა მომდინარეობდეს კონკრეტული საქმის შინაარსიდან, ინდივიდუალური გარემოებებიდან. №850 კონსტიტუციური სარჩელი კონსტიტუციის განმარტების თუ გამოყენების სირთულის თვალსაზრისით, მინიმუმ, უნდა განსხვავდებოდეს ამ კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოში უკვე ან პოტენციურად სამომავლოდ წარდგენილი სარჩელებისაგან. 5. №850 კონსტიტუციურ სარჩელთან მიმართებით, კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის სამართლებრივი პრობლემის განმაპირობებელი არგუმენტაცია შუამდგომლობაში არ არის მოყვანილი. არც ხსენებულ სარჩელთან დაკავშირებით პლენუმის ხელთ არსებული ინფორმაცია იძლევა მსგავსი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა N850 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. III სარეზოლუციო ნაწილი  „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულის კანონის 21​1 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს: 1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრის - ირინე იმერლიშვილის №01/02-1 შუამდგომლობა №850 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე. 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. პლენუმის შემადგენლობა: ზაზა თავაძე ირინე იმერლიშვილი გიორგი კვერენჩხილაძე მანანა კობახიძე მაია კოპალეიშვილი ლალი ფაფიაშვილი მერაბ ტურავა თეიმურაზ ტუღუში თამაზ ცაბუტაშვილი