საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (1)
- საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი 22.06.2012
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
ა) მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკანონმდებლო წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს კანონპროექტის ანდა მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას. საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების მიზეზი და არსი, აგრეთვე ავტორის ხელმოწერა, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
4. საკანონმდებლო წინადადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. პარლამენტის ბიურო საკანონმდებლო წინადადებას გადასცემს წამყვან კომიტეტს (საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე სხვა კომიტეტს), რომელიც მას განიხილავს მისთვის გადაცემიდან 30 დღეში. თუ საკანონმდებლო წინადადების აღნიშნულ ვადაში განხილვა ვერ მოხერხდა, მისი განხილვის ვადა შეიძლება წამყვანი კომიტეტის მოთხოვნით გააგრძელოს პარლამენტის ბიურომ არაუმეტეს 30 დღით. თუ საკანონმდებლო წინადადება სხვა კომიტეტს გადაეცა, იგი საკანონმდებლო წინადადების გადაცემიდან არაუგვიანეს 20 დღისა წამყვან კომიტეტს წარუდგენს საკანონმდებლო წინადადების თაობაზე დასკვნას.
5. კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების განხილვისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს მისი ავტორი. კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადებას განსახილველად წარადგენს სხდომის თავმჯდომარე.“;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:
„51. საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად. კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილებას აცნობებს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.
52. საკანონმდებლო წინადადების განხილვისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ იანგარიშება ამ რეგლამენტის 126-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდი და პარლამენტის მორიგ სესიებს შორის პერიოდი.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 1 ივნისი 2017 წ. N962-IIს |