სს „გამოფენების ცენტრის“ აქციონერთა მორიგ საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „გამოფენების ცენტრის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

 

      სს „გამოფენების ცენტრი“ იწვევს აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2017 წლის 30 ივნისს, 13:00 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ თბილისი, ა. წერეთლის გამზ. №118, დირექციის შენობაში.

      დღის წესრიგი:

      1.წლიური ფინანსური შედეგების განხილვა, დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება.

      2. აუდიტორის არჩევა.

     სს „გამოფენების ცენტრის“ დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაცია იქნება საერთო კრებაზე დამტკიცდეს წარმოდგენილი წლიური ანგარიში.

     აქციონერებს კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება მისამართზე: ქ. თბილისი, მოსეშვილის ქუჩა №11, მეშვიდე სართული, შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“; ტელ.: (0322) 251560,10:00 საათიდან 17:00 საათამდე (შესვენება: 14:00 – 15:00). აქციონერებს დეტალური ინფორმაცია დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების იურიდიულ მისამართზე, დირექციაში.

    კრების სააღრიცხვო თარიღი არის 2017 წლის 9 ივნისი.

    გთხოვთ, კრებაზე დასწრებისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთები.

 

სს „გამოფენების ცენტრის“ დირექტორი    რესან ქიქავა