ა) ამ კოდექსის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული სკოპინგის პროცედურა;
ბ) საქმიანობის განმახორციელებლის ან კონსულტანტის მიერ გზშ-ის ანგარიშის მომზადება ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად;
გ) საზოგადოების მონაწილეობა;
დ) სააგენტოს მიერ გზშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაციის, საჭიროების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი დამატებითი ინფორმაციის, საზოგადოების მონაწილეობისა და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების დროს მიღებული ინფორმაციის შეფასება;
ე) ექსპერტიზის ჩატარება ამ კოდექსის VI თავის შესაბამისად;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელება ამ კოდექსის V თავის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გზშ-ის ძირითადი ეტაპების დასრულების შემდეგ სააგენტო გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ან ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (21.06.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. გზშ-ის ძირითადი ეტაპები 1. გზშ-ის ძირითადი ეტაპებია: ა) ამ კოდექსის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული სკოპინგის პროცედურა; ბ) საქმიანობის განმახორციელებლის ან კონსულტანტის მიერ გზშ-ის ანგარიშის მომზადება ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად; გ) საზოგადოების მონაწილეობა; დ) სამიაგენისტროს მიერ გზშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაციის, საჭიროების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამიაგენისტროსთვის წარდგენილი დამატებითი ინფორმაციის, საზოგადოების მონაწილეობისა და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების დროს მიღებული ინფორმაციის შეფასება; ე) ექსპერტიზის ჩატარება ამ კოდექსის VI თავის შესაბამისად; ვ) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელება ამ კოდექსის V თავის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გზშ-ის ძირითადი ეტაპების დასრულების შემდეგ მინისააგენტრიო გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ან ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.