„საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ოდენობების და მათი გადახდის წესის და სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიების ოდენობებისა და მათი გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №438 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№281
სარეგისტრაციო კოდი
040170310.10.003.019990
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №281

2017 წლის 8 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ოდენობების და მათი გადახდის წესის და სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიების ოდენობებისა და მათი გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №438 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ოდენობების და მათი გადახდის წესის და სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიების ოდენობებისა და მათი გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №438 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2016, 040170310.10.003.019503) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების  მე-5 მუხლს მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 პუნქტი:

„201. ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების ვადა სამინისტროსა და გამარჯვებული პრეტენდენტის  შეთანხმებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 დღის ვადით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 3 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი