„შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №1467 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1030
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023875
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1030

2017 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №1467  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №213 დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №1467 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბორჯომის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების (ახალი საბაგირო გზის მშენებლობა) მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბაკურიანის სატყეო უბნის ბაკურიანის სატყეოს კვ. №10-ის ლიტ. №2-ში, №19-ში, №29-ში, №46-ში, №51-ში, №52-ში, №53-სა და კვ. №28-ის ლიტ. №1-ში, №2-ში, №3-ში, №12-ში, №13-ში, №25-ში, №27-ში, №29-ში, №58-ში არსებულ 33 000 კვ.მ მიწის ფართობზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.08.292; №64.30.08.297; №64.30.08.321) სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით) ვადა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ (ს/კ: 215096367) განესაზღვროს 49 (ორმოცდაცხრა) წლით.

2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“  „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 277 მუხლის მიხედვით უზრუნველყოს შესაბამისი საკომპენსაციო საფასურის გადახდა.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                    გიორგი კვირიკაშვილი