„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №237
2017 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.06.2015წ., 010340000.22.027.016580) №6 დანართის − „ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ – მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით)
უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეციალობით;
არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის (განსაკუთრებით საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მუშაობის) მიმართულებით;
მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, PowerPoint) ცოდნა.
ნორმატიული აქტები:
ა) საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის მარეგულირებელი ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებები:
„სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
„დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1961 წლის კონვენცია;
„საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1963 წლის კონვენცია;
„პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ გაეროს 1946 წლის კონვენცია;
„სპეციალიზებული დაწესებულებების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ გაეროს 1947 წლის კონვენცია.
ბ) შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა:
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (საერთაშორისო კერძო სამართლისა და სასამართლო წარმომადგენლობის მიმართულებით)
უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის აკადემიური ხარისხი (სასურველია − საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი განათლების ხარისხი საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით);
არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო სამართლის, მათ შორის, საერთაშორისო კერძო სამართლის, ასევე, სასამართლო და ადმინისტრაციულ საქმისწარმოებებზე მუშაობის მიმართულებით;
მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, PowerPoint) ცოდნა.
ნორმატიული აქტები:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ (ზოგადი, სანივთო, ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართლის ნაწილები);
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
„საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“;
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.06.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №237. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.027.016737.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №237, 12.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016737 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3693947/