მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიისა და ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) - მულახის, კალას, წვირმის, იფარის, ლენჯერისა და სოფელ ადიშის დასახლებების ტერიტორიებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების/მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში დროებითი შეზღუდვების დაწესებისა და შესაბამისი პარამეტრების დადგენის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1062
2017 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიისა და ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) - მულახის, კალას, წვირმის, იფარის, ლენჯერისა და სოფელ ადიშის დასახლებების ტერიტორიებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების/მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში დროებითი შეზღუდვების დაწესებისა და შესაბამისი პარამეტრების დადგენის თაობაზე
1. „ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების 23-ე მუხლის 51 და 52 პუნქტების საფუძველზე, დაწესდეს მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიისა და ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) - მულახის, კალას, წვირმის, იფარის, ლენჯერისა და სოფელ ადიშის დასახლებების ტერიტორიებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების/მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში დროებითი თანდართული შეზღუდვები, შესაბამისი პარამეტრების დადგენით, თანდართული რუკ(ე)ბის მიხედვით.
2. განკარგულება ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დანართი
მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიისა და ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) – მულახის, კალას, წვირმის, იფარის, ლენჯერისა და სოფელ ადიშის დასახლებების ტერიტორიებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების/მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში დროებითი შეზღუდვები და პარამეტრები
ა) დროებითი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში ამ განკარგულების თანდართულ რუკებზე მითითებულ მკაცრი დაცვის დროებით ზონაში (ზონა - A) აიკრძალოს ნებისმიერი სახის სანებართვო-სამშენებლო სამუშაოები, გარდა:
ა.ა) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (შემდგომში - №57 დადგენილება) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოებისა;
ა.ბ) №57 დადგენილების მე-15 მუხლით განსაზღვრული, არსებული ხაზობრივი ნაგებობების (გზა, საბაგირო, მილსადენი, ელექტროსადენი, კავშირგაბმულობის ხაზი და ა.შ.) რეაბილიტაციის ან/და ჩანაცვლებისა, კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლების უცვლელად;
ა.გ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამუშაოებისა;
ბ) დროებითი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში ამ განკარგულების თანდართულ რუკებზე მითითებულ განაშენიანების რეგულირების დროებით ზონაში (ზონა - B) აიკრძალოს:
ბ.ა) ქუჩათა ქსელის ცვლილება;
ბ.ბ) რელიეფის ნიშნულების არსებითი ცვლილება;
გ) დროებითი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში ამ განკარგულების თანდართულ რუკებზე მითითებულ განაშენიანების რეგულირების დროებით ზონაში (ზონა - B) დასაშვებ სამშენებლო სამუშაოებად განისაზღვროს იმ ობიექტების მშენებლობა, თუ მათთან დაკავშირებული ნაკვეთის განაშენიანების პროცენტი, საპროექტო შენობის კონფიგურაცია, გაბარიტები და გეგმარებითი სტრუქტურა შეესაბამება იმ უბნის, კვარტალისა და ქუჩის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტიპს, რომელშიც მდებარეობს და ორგანულად ეწერება განაშენიანების ტრადიციულ ფორმებში, არ უპირისპირდება ისტორიული განაშენიანების არსებულ მორფოლოგიასა და მასშტაბებს და ესადაგება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში დასაშვებ სამშენებლო და ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოებს.