საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.06.2017
გამომცემი ორგანო 1 . ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ
ნომერი №1 . ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.134.016213
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,561 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ინფორმაციის დასახელება
1.1 საკრებულოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა
1.2 საკრებულოს, საკრებულოს აპარატის, საკრებულოს კომისიების საქმიანობისა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები
1.3 საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების   ხელმძღვანელების შესახებ ინფორ მაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები
1.4 საკრებულოს   მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
1.5 გამგეობის ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები
2.1 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ტელეფონის ნომერი
2.2 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
2.3 საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში
2.4 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა
3.1 გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები
3.2 ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს საკრებულოში კონკურსის ჩატარების წესებს
3.3 დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდე რულ ჭრილში
4.1 ინფორმაცია გაცემული შრომითი გასამრჯელოს კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე(ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 18.06.2024 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.05.2020 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 17.10.2014 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 31.08.2020 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 02.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №5 2017 წლის 9 ივნისი დაბა ქედა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 85​1 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე და ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს  საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტები თანახმად დანართი №1-ისა.  2. დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა თანახმად დანართი №2-ისა. 3. დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა თანახმად დანართი №3-ისა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე დანართი №1 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტები მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო 1. ეს დადგენილება განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას (შემდგომში – ნუსხა). 2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება 1. მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსებზე (www.keda.ge). 2. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომსწურავი და არ ათავისუფლებს ქედის მუნიციპალიტეტს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისაგან. 3. ამ დადგენილებით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციასთან ერთად მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმა ; 4. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებულია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება  მუნიციპალიტეტს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი 1. მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი. 2. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. მუხლი 4🔗. საჯარო ინფორმაციის ელქტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტები და გაცემის წესი 1. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.keda.ge). მითითებულ გამგეობისა და საკრებულოს ელექტრონულ ფოსტაზე წერილობითი განცხადების წარდგენით. 2. ელექტრონული განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს; იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელებასა და იურიდიულ მისამართს; ბ) განმცხადებლის  ელექტრონულ მისამართს და ტელეფონის ნომერს; გ) მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელებას; დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში. 3. ამ სტანდარტის მე-2 პუნქტის დარღვევით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელს მიეცემა ვადა დაზუსტებისათვის. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის ინფორმაციას, განცხადება არ განიხილება. 4. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის/საკრებულოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ განცხადებას  მიღების დღესვე არეგისტრირებს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება/საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების და საორგანიზაციო განყოფილება და რეგისტრაციაში გატარების დადასტურებას (რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის მითითებით) უგზავნის განმცხადებელს ტელეფონის ნომერზე, თუ ის მითითებულია განცხადებაში, ან შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 5. განცხადება რეგისტრაციის შემდეგ რეაგირებისათვის გადაეგზავნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს), რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება. 6. ელექტრონულად მომზადებული ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი/საკრებულოს აპარატის უფროსი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. 7. საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით განსაზღვრულ ვადებში. 8. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით. 9. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, სამსახური პირის თანხმობით უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას სხვა შესაძლო ფორმით. 10. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დანართი №2 ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა 1 . ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ № ინფორმაციის დასახელება განახლების ვადები 1.1 გამგეობის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.2 გამგეობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების  საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება, შინაგანაწესი) განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.3 გამგეობის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად 1.4 გამგეობის მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები  განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.5 გამგეობის ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.6 გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ცხელი ხაზის ნომერი განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2. საჯარო ინფორმაციის გვერდი 2.1 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა,  სამსახურის ელექტრონული ფოსტა,  სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.2 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.3 საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად 2.4 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა ქვეყნდება ყოველწლიურად ინფორმაცია საკადრო უზრუნველყოფის შესახებ 3.1 გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.2 ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.3 დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში განახლებადია ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და  ქონების პრივატიზების შესახებ 4.1 სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა ქვეყნდება კვარტალურად 4.2 სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია  მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით ქვეყნდება კვარტალურად 4.3 ინფორმაცია თვითმმართველობის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ ქვეყნდება კვარტალურად ინფორმაცია მუნიციპალიტეტის დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ 5.1 დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები ქვეყნდება კვარტალურად 5.2 ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით) ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად 5.3 ინფორმაცია გაცემული შრომითი გასამრჯელოს კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) ქვეყნდება კვარტალურად 5.4 ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული  სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით) ქვეყნდება კვარტალურად 5.5 ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით ქვეყნდება ყოველწლიურად 5.6 ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად 5.7 ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია  ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად 5.8 ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი ქვეყნდება ყოველწლიურად 5.9 ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები)  გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად 5.10 უცხო სახელმწიფოთა მთავრობების,  საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების  მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ყოველწლიურად 5.11 ინფორმაცია გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიცხული ოდენობა ქვეყნდება ყოველწლიურად 5.12 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი თანხების  შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ყოველწლიურად 5.13 სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კო­დექსით გათვალისწინებული ფონდებიდან გამოყოფილი თანხების  შესახებ ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში 6. სამართლებრივი აქტები 6.1 ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასთან ქვეყნდება ძალაში შესვლიდან  10 დღეში 6.2 ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია ქვეყნდება ძალაში შესვლიდან  10 დღეში 7. სხვა საჯარო ინფორმაცია 7.1 ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განახლებადია ცვლილების შემთხვევაში დანართი №3 ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა 1 . ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ № ინფორმაციის დასახელება განახლების ვადები 1.1 საკრებულოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.2 საკრებულოს, საკრებულოს აპარატის, საკრებულოს კომისიების საქმიანობისა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.3 საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების   ხელმძღვანელების შესახებ ინფორ მაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 1.4 საკრებულოს   მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2. საჯარო ინფორმაციის გვერდი 2.1 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ტელეფონის ნომერი განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.2 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 2.3 საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად 3. ინფორმაცია საკადრო უზრუნველყოფის შესახებ 3.1 გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.2 ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს საკრებულოში კონკურსის ჩატარების წესებს განახლებადია ცვლილების შემთხვევაში 3.3 დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდე რულ ჭრილში ქვეყნდება ყოველწლიურად 4. ინფორმაცია  საკრებულოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ 4.1 ინფორმაცია გაცემული შრომითი გასამრჯელოს კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე(ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) ქვეყნდება კვარტალურად 4.2 ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული   სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე( ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)(ცალ - ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით ) ქვეყნდება კვარტალურად 4.3 ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით ქვეყნდება ყოველწლიურად 4.4 ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად 4.5 ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსა ხურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია   ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად 4.6 ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად ქვეყნდება ყოველწლიურად 5. სამართლებრივი აქტები 5.1 საკრებულოს ნორმატიული აქტები (დადგენილებები) ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღის განმავლობაში 5.2 საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები (განკარგულებები) ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღის განმავლობაში 5.3 საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები ქვეყნდება ძალაში შესვლიდან   10 დღის განმავლობაში შენიშვნა 1. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შენიშვნა 2. თუ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.