📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე

მიღების თარიღი 28.10.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №578
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 28/10/1994
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 520 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.MsoPageNumber {} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;} span.FooterChar { } span.HeaderChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს რესპუბლიკის კანონი „მეწარმეთა შესახებ“ ამოქმედდეს 1995 წლის 1 მარტიდან. 2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ექვემდებარებიან ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე. 3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული ერთობლივი საწარმოები 1996 წლის 1 იანვრამდე გარდაიქმნებიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი ამ კანონის 2.4 მუხლის შესაბამისად ექვემდებარებიან სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას. 4. ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოთა მიმართ გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები. 5. სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები. 6. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს: 1. „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონი; 2. „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 აბზაცის „ა“ და „ბ“ პუნქტები, მე-3 - მე-5 აბზაცი; 3. „უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის მე-10 - 26-ე მუხლები; 4. „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი. 5. „საქართველოს რესპუბლიკის ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონის მე-2 მუხლი, მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-14-მე-18 მუხლები; 6. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 7 აგვისტოს დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში სამეურნეო ამხანაგობათა შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; 7. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 4 სექტემბრის № 891 დადგენილება „სახელმწიფო საწარმოთა შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე; 8. „ფასიანი ქაღალდების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 31 აგვისტოს № 876 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-3-მე-13 პუნქტები; 9. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 12 სექტემბრის № 990 დადგენილება „ინდივიდუალური მეწარმეობისა და ინდივიდუალური საწარმოს შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; 10. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 8 მარტის № 183 დადგენილება „ადგილობრივი (მუნიციპალური) საწარმოს შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; 11. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 27 აპრილის № 336 დადგენილება „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 7 . ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა სხვა კანონქვემდებარე აქტი ან მათი ცალკეული ნომრები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „მეწარმეთა შესახებ“ კანონს. 8 . საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა 1995 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის შედგენისას გაითვალისწინოს სასამა რთლოებში საწარმოთა რეგისტრაციისათვის მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფის ხარჯები. 9 . „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში მითითებული ყველა საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება დაევალოს რესპუბლიკურ გაზეთებს „საქართველოს რესპუბლიკას“ და „სვობოდნაია გრუზიას“. 10 . საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის 5.5 მუხლის „ე“ პუნქტში მითითებული საინფორმაციო ცენტრის მიერ ცნობის დროულად და უსასყიდლოთ გაცემა. საქართველოს რესპუბლიკის                                           სპიკერის მოადგილე ვ. რჩეულიშვილი თბილისი, 28 ოქტომბერი, 1994 წელი № 578– Iს