„საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №92 |
|
2017 წლის 12 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავცელების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 11.02.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016068) დამტკიცებულ „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავცელების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1 . წესის მიზანია, საავიაციო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება საავიაციო მოვლენის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის შეტყობინების, შეგროვების, შენახვის, დაცვის, მოკვლევის და გავრცელების გზით. |
2.
მე-2 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) არადამსჯელობითი გარემო – სამუშაო გარემოს კონცეფცია, როდესაც სამუშაოს შემსრულებელი ან სხვა პირი არ დაისჯება იმ ქმედების ან გადაწყვეტილებისათვის, რომელიც შეესაბამება მის გამოცდილებასა და ცოდნას, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი არ ჰქონდა განზრახვას ან გაუფრთხილებლობას.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ პუნქტი: „ვ) საბორტო თვითმწერი – ნებისმიერი თვითმწერი მოწყობილობა (CVR/FDR/QAR/PMR/PCMCIA CARD/FLASH DRIVE), რომელიც მონტაჟდება სხ-ზე და წარმოადგენს დამატებითი ცნობების წყაროს საავიაციო მოვლენის მოკვლევის პროცესში.”. |
3.
მე-3 მუხლის :
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წესი ადგენს იმ საავიაციო მოვლენების შეტყობინების ვალდებულებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ან შეეძლო საფრთხე შეექმნა საქართველოს საჰაერო სივრცეში ან საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში მყოფ სამოქალაქო საჰაერო ხომალდისათვის მასზე მყოფი ან სხვა ნებისმიერი პირისათვის, ასევე მოწყობილობებისა და დანადგარებისათვის, რომლებიც გავლენას ახდენენ საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ფრენაზე.“; ბ) მე-2 პუნქტის შენიშვნა ამოღებულ იქნეს. |
4.
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საავიაციო მოვლენის სავალდებულო შეტყობინება 1. საავიაციო მოვლენები, რომლებიც ექვემდებარება სავალდებულო შეტყობინებას, განსაზღვრულია ამ წესის №1 დანართით. 2. ამ წესის № 1 დანართით განსაზღვრული საავიაციო მოვლენების შესახებ შეტყობინების სააგენტოში წარდგენის ვალდებულება აკისრიათ ამ წესით დადგენილი ფორმით: ა) იმ საჰაერო ხომალდის მეთაურს, ხოლო თუ მას არ შეუძლია წარადგინოს შეტყობინება, ეკიპაჟის თანამდებობით მომდევნო წევრს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში, ან არ არის რეგისტრირებული საქართველოში, მაგრამ მის ფრენებზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველო; ბ) პირს, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ან მისი მოწყობილობისა თუ შემადგენელი ცალკეული ნაწილის დამზადებას, ტექმომსახურებას ან მოდიფიცირებას; გ) პირს, რომელიც ხელს აწერს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის, მისი რომელიმე აღჭურვილობის ან რაიმე ნაწილის ტექმომსახურების შემოწმების სერტიფიკატს ან ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატს; დ) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს; ე) საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების ოფიცერს; ვ) საფრენოსნო მონაცემთა დამუშავების ოპერატორს; ზ) საავიაციო მეტეოროლოგს; თ) სააერნაოსნო ინფორმაციის ოფიცერს; ი) პირს, რომელიც დაკავშირებულია სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებათა მონტაჟთან და ტექნიკურ მომსახურებასთან; კ) პირს, რომელიც ასრულებს საჰაერო ხომალდის ხმელეთზე მომსახურებასთან დაკავშირებულ ფუნქციებს, მათ შორის, საწვავით მომსახურებას, ტექმომსახურებას, ამზადებს კრებითი ჩატვირთვის უწყისს, ახორციელებს ბარგის/ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვას, შემოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავებას და ბუქსირებას; ლ) პირს, რომელიც ახორციელებს აეროდრომის ტექნიკურ მომსახურებას და სააეროდრომო შუქტექნიკური აღჭურვილობის მომსახურებასთან დაკავშირებულ ფუნქციებს;“. |
5.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:
„მუხლი 5. სავალდებულო შეტყობინების წარდგენის წესი 1. საავიაციო მოვლენის შესახებ სავალდებულო შეტყობინება წარდგენილი უნდა იქნეს მოვლენის მოხდენიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა. 2. ამ წესის მე-4 მუხლის მეორე პუნქტში მითითებულმა პირებმა საავიაციო მოვლენების შესახებ შეტყობინება უნდა განახორციელონ სააგენტოს ვებგვერდზე (www.gcaa.ge) გამოქვეყნებული ფორმის შესაბამისად. 3. ავიასაწარმოები, რომლებსაც „უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის № 206 ბრძანებით ევალებათ უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, ვალდებულნი არიან დანერგონ საავიაციო მოვლენების სავალდებულო შეტყობინების სისტემა და შეიმუშაონ შესაბამისი პროცედურები.“. |
6.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საავიაციო მოვლენის ნებაყოფლობითი შეტყობინება 1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება შეატყობინოს სააგენტოს იმ საავიაციო მოვლენის შესახებ, რომლის მონაწილე ან მოწმეც იყო და თვლის, რომ მოვლენა წარმოადგენდა ფრენის უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს, ან მან რისკის ქვეშ დააყენა საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო მართვა. 2. ნებაყოფლობითი შეტყობინების წარდგენა შესაძლებელია კომუნიკაციის ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით ან სააგენტოს ვებგვერდის (www.gcaa.ge) საშუალებით. 3. შეტყობინების წარმდგენი ან შეტყობინებაში ნახსენები პირის შესახებ ინფორმაცია არ იქნება გამჟღავნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან შესაბამისი პირის თანხმობისა. 4. ავიასაწარმოები, რომლებსაც ევალებათ უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, ვალდებულნი არიან დანერგონ ნებაყოფლობითი შეტყობინების სისტემა, რათა ხელი შეეწყოს: ა) საავიაციო მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებას, რაც შესაძლოა მიღებული არ იყოს სავალდებულო შეტყობინების სისტემით; ბ) ფრენის უსაფრთხოების შესახებ სხვა ინფორმაციის შეგროვებას, რომელსაც შემტყობინებელი თვლის საავიაციო უსაფრთხოებისთვის ფაქტობრივ ან პოტენციურ საფრთხედ.“. |
7.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და მოკვლევა ავიასაწარმოში 1. ავიასაწარმო ვალდებულია დანიშნოს ერთი ან რამდენიმე პირი, საავიაციო მოვლენების შესახებ მიღებული ინფორმაციის შეგროვების, შეფასების, დამუშავების, მოკვლევის და შენახვის მიზნით. 2. შეტყობინებების დამუშავება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს მისი გამოყენება სხვა მიზნით, რომელიც არ უკავშირდება ფრენის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფდეს საავიაციო მოვლენის შეტყობინების წარმდგენი და შეტყობინებაში მოხსენებული პირების კონფიდენციალორობის დაცვას, არადამსჯელობითი გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით. 3. საავიაციო მოვლენის მოკვლევის ობიექტურად წარმართვის მიზნით, რომლის მონაწილეც არის საქართველოში რეგისტრირებული რამდენიმე ავიასაწარმო, საწარმოები ვალდებულნი არიან გაცვალონ მოვლენასთან დაკავშირებული ინფორმაცია და სურვილისამებრ ჩაერთონ მოკვლევაში. 4. საავიაციო მოვლენები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ფრენის უსაფრთხოებაზე, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოკვლეული საწარმოს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის ან პირთა ჯგუფის მიერ უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში და დაადგინოს საავიაციო მოვლენის გამომწვევი მიზეზები. 5. საავიაციო მოვლენის მოკვლევის საფუძველზე, ავიასაწარმო ვალდებულია საჭიროებისამებრ განსაზღვროს მაკორექტირებელი ან პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია საავიაციო უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად. 6. თუ საავიაციო მოვლენის მოკვლევის შედეგად ავიასაწარმო განსაზღვრავს სათანადო მაკორექტირებელ ან პრევენციულ ღონისძიებებს, იგი ვალდებულია: ა) დროულად განახორციელოს დასახული ღონისძიებები; ბ) დანერგოს დასახული ღონისძიებების რეალიზებასა და ეფექტურობაზე მონიტორინგის პროცესი. 7. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების და გამოსასწორებელი ღონისძიებების შემუშავება, წერილობითი ფორმით შენახვა და მათი შესრულების მონიტორინგი. 8. საავიაციო მოვლენის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში ავიასაწარმომ უნდა წარუდგინოს სააგენტოს საავიაციო მოვლენის მოკვლევის წინასწარი შედეგები და ინფორმაცია განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ხოლო მოკვლევის საბოლოო შედეგები სააგენტოს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 90 დღისა. 9. მოკვლევის საბოლოო ანგარიში, მინიმუმ, უნდა მოიცავდეს საავიაციო მოვლენის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა) შინაარსი; ბ) საავიაციო მოვლენის მომკვლევთა ჯგუფი; გ) ფაქტობრივი მონაცემები; დ) მონაცემების ანალიზი; დ.ა) საავიაციო მოვლენის განმაპირობებელი ფაქტორები; ე) დასკვნები: ე.ა) საავიაციო მოვლენით წარმოქმნილი რისკის ინდექსი; ე.ბ) საავიაციო მოვლენის გამომწვევი მიზეზები; ვ) ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციები. 10. მოკვლევის საბოლოო ანგარიში და სხვა ჩანაწერები, რომელიც უკავშირდება კონკრეტული საავიაციო მოვლენის მოკვლევას, უნდა ინახებოდეს საწარმოს მიერ მინიმუმ შვიდი წლის განმავლობაში და მოთხოვნისას წარედგინოს სააგენტოს. 11. საავიაციო მოვლენის შესახებ საბორტო თვითმწერის მონაცემები საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტმა უნდა შეინახოს საავიაციო მოვლენის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში ან მეტი დროით, თუ სააგენტო ამას მოითხოვს. 12. ავიასაწარმო ვალდებულია რეგულარულად აცნობოს შესაბამის პირებს (თანამშრომლებს ან კონტრაქტორებს) იმ საავიაციო მოვლენების მოკვლევის და შემდგომი ქმედებების შესახებ, რომლის მიმართაც მიღებული იყო პრევენციული ან მაკორექტირებელი ღონისძიებები. 13. ავიასაწარმოები, რომელთაც ევალებათ უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, ვალდებულნი არიან სააგენტოს კვარტალურად წარუდგინოს წინა სამი თვის უსაფრთხოების მდგომარეობის ანგარიში, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) სტატისტიკურ მონაცემებს (ოპერაციების რაოდენობა, ნაფრენი საათი ტიპების მიხედვით და ა.შ); ბ) აგრეგირებულ ინფორმაციას საავიაციო მოვლენების რაოდენობის და სახეობის შესახებ, რომელიც მიღებულია საავიაციო მოვლენების შესახებ სავალდებულო და ნებაყოფლობითი შეტყობინებების სისტემებით; გ) ტენდენციების განსაზღვრას და შედარებით ანალიზს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (მინიმუმ ბოლო სამი წელი); დ) განხორციელებულ ღონისძიებებს და დაგეგმილ მაკორექტირებელ ღონისძიებებს. 14. გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს „უსაფრთხოების მდგომარეობის წლიური ანგარიშის“ მინიმალური შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის №3 დანართს. |
8.
წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლის 71. საავიაციო მოვლენის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და სათანადო გამოყენება ავიასაწარმოში 1. ავიასაწარმომ არ უნდა გახადოს ხელმისაწვდომი და არ უნდა გამოიყენოს საავიაციო მოვლენის შესახებ ინფორმაცია მის დადგომაში ბრალეული ან პასუხისმგებელი პირების დასადგენად, ან იმ მიზნით, რომელიც არ უკავშირდება საავიაციო უსაფრთხოების დონის შენარჩუნებას ან ამაღლებას. 2. საავიაციო მოვლენების შესახებ სავალდებულო და ნებაყოფლობითი სისტემით მიღებული ინფორმაცია ავიასაწარმომ უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული მიზნისათვის. 3. საავიაციო მოვლენის ტიპის ან კლასიფიკაციის მიუხედავად, მათ შორის საავიაციო შემთხვევისა ან სერიოზული ინციდენტის შემთხვევაში, ავიასაწარმოს მონაცემთა ბაზაში არ რეგისტრირდება ცალკეული პირების პერსონალური მონაცემები.“. |
9.
მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
|
10.
მე-13 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი:
ავიასაწარმომ არ უნდა გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომა წესების წინასწარგანუზრახავი დარღვევის შემთხვევაში, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საავიაციო მოვლენის შეტყობინების სისტემის მეშვეობით, გარდა უხეში დაუდევრობით ან/და განზრახი დარღვევით გამოწვეული შემთხვევებისა. |
11.
წესის დანართი №
1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
12.
წესის დანართი №
2 ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-7 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების მე-7 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანრიდან. |
|