საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 13.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №87/04
სარეგისტრაციო კოდი 220020050.18.011.016244
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,719 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 97% 05.02.2020 ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 96% 29.05.2024 აქტივების მმართველი კომპანიისა და მისი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 95% 08.07.2025 მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 93% 05.02.2020 მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 90% 17.03.2015

დოკუმენტის ტექსტი

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №87/04 2017 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48​2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (შემდგომში „პროვაიდერი“) მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს. 2. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ პროვაიდერებზე. 3. თუ ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ პროვაიდერმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, ეროვნული ბანკის ან საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითებები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს მის მიმართ ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები. 4. პროვაიდერისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის ან აღმასრულებელი დირექტორის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება ჯარიმის აღსრულების წესი. 5. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 6. პროვაიდერისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. 7. პროვაიდერისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 8. პროვაიდერის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 9. პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმება, პირს არ ათავისუფლებს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან. მუხლი 2🔗. ფულადი ჯარიმის ოდენობა პროვაიდერის მიერ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების, ასევე წერილობითი მითითებების  შეუსრულებლობისათვის პროვაიდერი ჯარიმდება: ა) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-5, მე-7, მე-8 ან მე-11 პუნქტებით განსაზღვრული დებულებების დარღვევების შემთხვევაში – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ბ) პროვაიდერის მიერ მომხმარებლისაგან საგადახდო დავალების მიღების, გაუქმებისა და/ან შესრულებასთან დაკავშირებული (მათ შორის შესრულების ვადებთან, გადარიცხული და ჩარიცხული თანხის ოდენობებთან დაკავშირებული) მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; გ) არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის თანხის მომხმარებლისათვის ანაზღაურებასთან დაკავშირებული „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; დ) მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თითოეულ წარმოუდგენელ დოკუმენტზე; ე) „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თითოეულ წარმოუდგენელ დოკუმენტზე; ვ) პროვაიდერის ყოველთვიური ანგარიშგების დადგენილი ფორმით და/ან დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში –   500 (ხუთასი) ლარის ოდენობით თითოეულ დარღვეულ ფორმაზე ან/და თითოეულ დაგვიანებით წარდგენილ ფორმაზე; ზ) პროვაიდერის ყოველთვიური ანგარიშგების ცალკეული ფორმის დადგენილი ფორმით და/ან დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; თ) პროვაიდერის კვარტალური ანგარიშგების დადგენილი ფორმითა და/ან დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, თითოეულ დარღვეულ ფორმაზე ან/და თითოეულ დაგვიანებით წარდგენილ ფორმაზე;  ი) პროვაიდერის კვარტალური ანგარიშგების ცალკეული ფორმის დადგენილი ფორმითა და/ან დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში –   200 (ორასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; კ) პროვაიდერის ყოველთვიური ან ყოველკვარტალური ანგარიშგებებით (გარდა მომხმარებელთა ფულადი სახსრების შესახებ ანგარიშგებისა) არაზუსტი ინფორმაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემთხვევაში – 100 (ასი) ლარის ოდენობით, თითოეულ არაზუსტ ფორმაზე; ლ) მომხმარებელთა ფულადი სახსრების შესახებ პროვაიდერის ანგარიშგებით არაზუსტი ინფორმაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; მ) პროვაიდერის ყოველთვიური, ყოველკვარტალური  ან მომხმარებელთა ფულადი სახსრების შესახებ ანგარიშგების ეროვნულ ბანკში წარდგენის ვადის გასვლიდან ერთი კალენდარული თვის განმავლობაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში – შესაბამისი ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობისათვის განსაზღვრული ფულადი ჯარიმის ოდენობის ორმაგი ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ნ) პროვაიდერის მიერ უცხო ქვეყნის ისეთ პროვაიდერთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება, რომელიც არ არის „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობაში – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ო) პროვაიდერის მიერ მომხმარებლის საჩივრების მიღების, შენახვისა და განხილვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვადების დარღვევის შემთხვევაში –   200 (ორასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; პ) მნიშვნელოვანი პროვაიდერის მიერ საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგზე გატანის შესახებ ეროვნული ბანკისთვის დადგენილ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ჟ) პროვაიდერის მიერ აგენტების გამოყენებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; რ) პროვაიდერის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე მომხმარებლის ფულადი სახსრების დადგენილი ოდენობით არარსებობის შემთხვევაში – ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე დადგენილი ოდენობით განსათავსებელი მომხმარებლის ფულადი სახსრებისა და მასზე ფაქტობრივად განთავსებულ ფულად სახსრებს შორის სხვაობის 1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 (სამასი) ლარის ოდენობისა, დარღვევის თითოეულ დღეზე; ს) პროვაიდერის მიერ ნაღდი ფულის ოდენობაზე დაწესებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ დღეზე; ტ) მომხმარებლის მიმართ „საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესით“ დადგენილი პროვაიდერის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;   უ) „გადახდის ოპერაციის შესრულების წესით“ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ფ) დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; ქ) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 11 მარტის №12 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე: – 5 დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით; – 5 და მეტი დღით დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ღ) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის განკარგულებით ან ბრძანებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საეჭვო ოპერაციის, ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ყ) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის საეჭვო ან/და უჩვეულო ოპერაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობის შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; შ) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 11 მარტის №12 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ანგარიშგების ერთი ფორმით ორი ან მეტი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის შესახებ ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, მონიტორინგს დაქვემდებარებულ თითოეულ ოპერაციაზე; ჩ) კლიენტის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის გარეშე ნებისმიერი პირისათვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ც) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების განხორციელების გარეშე ნებისმიერი პირისათვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ პირთან მიმართებაში; ძ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში; წ) ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ჭ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 11 მარტის №12 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის მე-9– 13 პუნქტებით გათვალისწინებული ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევით ოპერაციის განხორციელების გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ხ) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე: – 5 დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით; – 5 და მეტი დღით დაგვიანებისთვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ხ.ა) პროვაიდერის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ხ.ბ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ხ.გ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში – 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ხ.დ) პროვაიდერი ან/და ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს  ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის  შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე პროცედურებისა და წესების მიღებას ან/და დაცვას დაჯარიმდება – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ხ.ე) „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ განსაზღვრული პოლიტიკებისა და პროცედურების, გარდა „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკისა, არარსებობის ან ამავე წესის მოთხოვნებთან შეუსაბამო პოლიტიკის/პროცედურის არსებობის შემთხვევაში  – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თითოეულ პოლიტიკაზე/პროცედურაზე; ხ.ვ) პროვაიდერის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ხ.ზ) პროვაიდერის  შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, წერილში მითითებულ თითოეულ მოთხოვნაზე; ხ.თ) პროვაიდერის  შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, წერილში მითითებულ თითოეულ მოთხოვნაზე; ხ.ი) პროვაიდერთან ან/და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობისთვის თითოეულ შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით; ხ.კ) პროვაიდერთან ან/და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ხ.ლ) გარდა „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-7 მუხლით განსაზღვრული სისტემისა, შესაბამისი პროგრამული (ელექტრონული) სისტემის არქონის ან/და შესრულებული საგადახდო ოპერაციების აღრიცხვის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 20000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;    მუხლი 3🔗. გარდამავალი დებულებები ამ წესის მე-2 მუხლის „ვ“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშგებების ფორმების დაგვიანებით წარდგენაზე გათვალისწინებული ჯარიმები ძალაში შევიდეს ამ წესის ამოქმედებიდან ერთ თვის შემდეგ.