„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №86/04 |
|
2017 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს. 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი. 3. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. 5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 7. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმება, მფლობელს არ ათავისუფლებს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან.“ 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დარღვევები და სანქციები 1. თუ ეროვნული ბანკი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გააფრთხილოს იგი, გამოიყენოს მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი სანქცია ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდება: ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ბ) ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი ფორმით წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; გ) დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; დ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე: – 5 დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით; – 5 და მეტი დღით დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საეჭვო ოპერაციის (გარიგების), ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ვ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის საეჭვო ან/და უჩვეულო ოპერაციასთან (გარიგებასთან) დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობის შემთხვევაში – 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ზ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ანგარიშგების ერთი ფორმით ორი ან მეტი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, მონიტორინგს დაქვემდებარებულ თითოეულ ოპერაციაზე (გარიგებაზე); თ) ნებისმიერი პირის (მისი წარმომადგენლის და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ი) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების განხორციელების გარეშე ნებისმიერი პირისათვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი)ლარის ოდენობით, თითოეულ პირთან მიმართებაში; კ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში; ლ) ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; მ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევით ოპერაციის განხორციელების გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ნ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე: – 5 დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით; – 5 და მეტი დღით დაგვიანებისთვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ო) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; პ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ჟ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; რ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან/და ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე პროცედურებისა და წესების მიღებას ან/და დაცვას, დაჯარიმდება – 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ს) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ტ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, წერილში მითითებულ თითოეულ მოთხოვნაზე; უ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, წერილში მითითებულ თითოეულ მოთხოვნაზე; ფ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობისთვის თითოეულ შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით; ქ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; ღ) შესაბამისი პროგრამული (ელექტრონული) სისტემის არქონის ან/და ოპერაციების (გარიგების) აღრიცხვასთან და შენახვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 20,000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. 3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 6281 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ან მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 6. „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 7. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 იანვრის №2/04 ბრძანების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯა რიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით“ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა: ა) მომხმარებელთა პრეტენზიების ამსახველ ყოველთვიურ ანგარიშგებაში არსებითი ხასიათის შეცდომების ან პრეტენზიის მიუთითებლობის შემთხვევაში გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საფინანსო პროდუქტის რეკლამირების/ შეთავაზების დროს ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ რეკლამირებულ/ შეთავაზებულ საფინანსო პროდუქტზე; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით გაფორმებულ თითოეულ დოკუმენტზე გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით მომხმარებლისათვის საკომისიოს და/ან პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ვადის დარღვევით მიწოდების შემთხვევაში გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების სხვა ნებისმიერი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“. 3.მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის დარღვევები და სანქციები 1. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი დაჯარიმდება: ა) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ბ) კვარტალური ანგარიშგების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი ფორმით წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; გ) დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; დ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №8 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე: – 5 დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით; – 5 და მეტი დღით დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ე) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საეჭვო ოპერაციის (გარიგების), ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ვ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის საეჭვო ან/და უჩვეულო ოპერაციასთან (გარიგებასთან) დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობის შემთხვევაში – 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ზ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №8 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემ"ატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ანგარიშგების ერთი ფორმით ორი ან მეტი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, მონიტორინგს დაქვემდებარებულ თითოეულ ოპერაციაზე (გარიგებაზე); თ) ნებისმიერი პირის (მისი წარმომადგენლის და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ი) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების განხორციელების გარეშე ნებისმიერი პირისათვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი)ლარის ოდენობით, თითოეულ პირთან მიმართებაში; კ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში; ლ) ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; მ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №8 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის მე-7-11 პუნქტებით გათვალისწინებული ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევით ოპერაციის განხორციელების გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ნ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე: – 5 დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით; – 5 და მეტი დღით დაგვიანებისთვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ო) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; პ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ჟ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; რ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ან/და ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე პროცედურებისა და წესების მიღებას ან/და დაცვას დაჯარიმდება – 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ს) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ტ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, წერილში მითითებულ თითოეულ მოთხოვნაზე; უ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, წერილში მითითებულ თითოეულ მოთხოვნაზე; ფ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობისთვის თითოეულ შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით; ქ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; ღ) შესაბამისი პროგრამული (ელექტრონული) სისტემის არქონის ან/და ოპერაციების (გარიგების) აღრიცხვასთან და შენახვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 20,000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.“. 5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დარღვევები და სანქციები ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდება: ა) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) კვარტალური ანგარიშგების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი ფორმით წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; გ) დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 2,000 ლარის ოდენობით; დ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე: – 5 დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით. – 5 და მეტი დღით დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ე) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ, გარდა საეჭვო ოპერაციის (გარიგების), ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ვ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისთვის საეჭვო ან/და უჩვეულო ოპერაციასთან (გარიგებასთან) დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობის შემთხვევაში – 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ზ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული ანგარიშგების ერთი ფორმით ორი ან მეტი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, მონიტორინგს დაქვემდებარებულ თითოეულ ოპერაციაზე (გარიგებაზე); თ) ნებისმიერი პირის (მისი წარმომადგენლის და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (ოპერაცია სრულდება) მესამე პირის სასარგებლოდ) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ი) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების განხორციელების გარეშე ნებისმიერი პირისათვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ პირთან მიმართებაში; კ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში; ლ) ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; მ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე: – 5 დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით; – 5 და მეტი დღით დაგვიანებისთვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ნ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 1,500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ო) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; პ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ჟ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ან/და ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე პროცედურებისა და წესების მიღებას ან/და დაცვას, დაჯარიმდება – 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; რ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ფორმით ან/და დადგენილ ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ს) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, წერილში მითითებულ თითოეულ მოთხოვნაზე; ტ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, წერილში მითითებულ თითოეულ მოთხოვნაზე; უ) ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების შეუსრულებლობისთვის თითოეულ შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით; ფ) ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; ქ) შესაბამისი პროგრამული (ელექტრონული) სისტემის არქონის ან/და ოპერაციების (გარიგების) აღრიცხვასთან და შენახვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 20,000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|