სს „ტრაქტების“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

(მოსაწვევი)

სს „ტრაქტების” აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ

 

სს „ტრაქტების” სამეთვალყრეო საბჭო და გენერალური დირექტორი გიწვევთ სს „ტრაქტების ” აქციონერთა საერთო კრებაზე.

სს „ტრაქტების” აქციონერთა საერთო კრება გაიმართება 2017 წლის 7 ივლისს 12.00 საათზე ქ. თბილისში, გულიას ქ. №1 (ადმინისტრაციული შენობა, II სართული).

სს „ტრაქტების” აქციონერთა სააღრიცხვო დღედ დადგინდეს 2017 წლის 14 ივნისი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება, ხმის უფლება და სხვა მონაცემები აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ სს „საქართველოს რეგისტრატორში“ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა. ტელ.: 2-22-53-51.

საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ აქციონერებს, რომლებსაც აქციებზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისათვის.  

დამატებითი ინფორმაციისათვის აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ სს „ტრაქტების” ადმინისტრაციას მისამართზე: თბილისი, გულიას ქ. №1 (ადმინისტრაციული შენობა, II სართული), ტელ.: 2-72-26-62.

 

სს „ტრაქტების” აქციონერთა საერთო კრებაზე დღის წესრიგში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

1. სს „ტრაქტების” 2016 წლის სამეურნეო საქმიანობის წლიური ანგარიშის მოსმენა;

2. 2016 წლის სამეურნეო შედეგების გამოყენების შესახებ;

3. სს „ტრაქტების” სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ოდენობის განსაზღვრის და არჩევის შესახებ;

4. სს „ტრაქტების” წესდების ახალი რედაქციის განხილვა და დამტკიცება;

5. სხვადასხვა მიმდინარე საკითხის განხილვა.

 

სს „ტრაქტების” სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორ(ებ)ის რეკომენდაციები:

აქციონერებს, რომლებსაც სურთ დღის წესრიგში დამატებითი საკითხების განხილვა, საერთო კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე გთხოვთ წერილობით აცნობოთ სს „ტრაქტების” ადმინისტრაციას.

აქციონერებს გთხოვთ დაესწროთ საერთო კრებას და დაუჭიროთ მხარი დღის წესრიგის საკითხების დადებითად გადაწყვეტას.

 

სს „ტრაქტების” სამეთვალყრეო საბჭო და გენერალური დირექტორი