ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ხეივნის I ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი ჩიხისთვის ფილოლოგის, პროფესორ რევაზ სირაძის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№194
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016280
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №194

2017 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ხეივნის I ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი ჩიხისთვის ფილოლოგის, პროფესორ რევაზ სირაძის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის −„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) კრწანისის რაიონში, ხეივნის I ქუჩას და მასთან არსებულ ორ ჩიხს მიენიჭოს ფილოლოგის, პროფესორ რევაზ სირაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                               გიორგი ალიბეგაშვილი