საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016496
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/06/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.06.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბუთხუზი | საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№45
2017 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ გენერალური დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ გენერალური დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბუთხუზი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას“ გენერალური დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. უმაღლესი განათლება –
მაგისტრის ხარისხი (ბიზნესის ადმინისტრირების და მართვის ან ინჟინერიის მიმართულებით).
2. სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 10 წელი, მათ შორის 5 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
3. ორგანიზაციის მართვის პრინციპებისა და საფუძვლების ცოდნა.
4. პროექტების მართვის გამოცდილება.
5. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);
ბ) საქართველოს შრომის კოდექსი (ზოგადი ცოდნა);
გ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);
დ) ,,ქვეყანაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების, ზენორმატიული, ვადაგასული (საუტილიზაციო) სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების შემდგომი გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 9 ივლისის N273 ბრძანებულება;
ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება (ზოგადი ცოდნა);
ვ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,,დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 25 აგვისტოს №
25 ბრძანება.
6. ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
7. კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების, ოპერაციული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესების მართვის მეთოდების waterfall, agile, spiral, RAD model, Code and Fix, პროგრამული ენა python-ის და პროგრამა CATIA V5-ის ცოდნა.
8. ტექნიკური ნახაზის, საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის ზოგადი და წარმოებაში მოქმედი ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა.