📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
სარეგისტრაციო კოდი 190020000.10.003.020000
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 603 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო
ნე­ბის­მიერი სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელიც რეგის­ტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, საქარ­თვე­ლოს კანონმდებლობის შესაბამისად
მუხლი 2
დაქირავებული
საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც დაქირა­ვებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ. ამასთან, დაქირავებულად არ ითვლება ფიზიკური პირი, რომე­ლიც ამ საწარმოსათვის ახორციელებს ხელშეკრულების ფარ­გლებში მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ქონების იჯა­რით (ქირით) გადაცემას
მუხლი 2
ხელფასი
საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური (სარგებელი), რო­მელიც საკასო მეთოდით განისაზღვრება საქართველოს საგა­დასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად და საგა­დასახადო მიზნებისათვის მიიჩნევა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (2)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
დაქირავებულის სახელი და გვარი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 86% 21.02.2018 საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 85% 12.02.2016 სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 01.02.2019 კომერციული ატაშეს თანამდებობრივი სარგოს, შენახვის ხარჯების, მის მიერ სამსახურის გავლის, გამოწვევის, მისი დ ა მისი ოჯახის დაზღვევის, სოციალური დაცვის წესებისა და გარანტიების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 30.12.2016 საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 82% 12.04.2018

დოკუმენტის ტექსტი

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №291 2017 წლის 15 ივნისი ქ. თბილისი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და 153-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესი“. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 ივნისის №144 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის  დაბეგვრის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, განსაზღვრავს თავისუ­ფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებული­ საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირისათვის ხელფასის სახით განაცემის საშემოსავლო გადასა­ხადით დაბეგვრის წესს. 2. თავისუ­ფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებული­ საქართველოს არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის ხელფასის სახით განაცემის საშემოსავლო გადასა­ხადით დაბეგვრის წესი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებული ტერ­მინების მნიშვნელობებია: ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო – ნე­ბის­მიერი სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელიც რეგის­ტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, საქარ­თვე­ლოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) დაქირავებული – საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც დაქირა­ვებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ. ამასთან, დაქირავებულად არ ითვლება ფიზიკური პირი, რომე­ლიც ამ საწარმოსათვის ახორციელებს ხელშეკრულების ფარ­გლებში მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, ქონების იჯა­რით (ქირით) გადაცემას; გ) ხელფასი – საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური (სარგებელი), რო­მელიც საკასო მეთოდით განისაზღვრება საქართველოს საგა­დასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად და საგა­დასახადო მიზნებისათვის მიიჩნევა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. მუხლი 3🔗. საშემოსავლო გადასახადის გადახდის წესი 1. ამ წესით განსაზღვრული ხელფასის მიმართ თავისუ­ფა­ლი ინდუსტრიული ზონის საწარმოს (შემდგომში – საწარ­მო) არ ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება. 2. დაქირავებულის მიერ საწარმოში მიღებულ შემოსა­ვალ­ზე საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. მუხლი 4🔗. საგადასახადო ანგარიშგება 1. დაქირავებული ვალდებულია, ყოველწლიურად, საანგა­რი­შო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 2. საწარმო ვალდებულია, საგადასახადო წლის დამთავ­რებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ლიკვიდაციის შემთხვევაში – ლიკვიდაციის თაობაზე გადა­წყვე­ტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საგა­დასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია დაქირავებულ­ზე გაცემული ანაზღაურების თანხების, დაქირა­ვებულების გვარის, სახელისა და საიდენტიფიკაციო ნომრის თაობაზე (და­ნართი №1). 3. ამ წესით განსაზღვრული ხელფასის მიმართ საგადა­სა­ხადო ვალდებულების ცენტრალიზებულად შესრულების მიზ­ნით, საწარმოს შეუძლია, დაქირავებულის თანხმობით, ნება­ყოფ­ლობით შეასრულოს გადასახადის გამოანგარიშების, და­კა­ვებისა და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საწარმომ საგადასახადო აგენტის ფუნქციების დაკისრების  შე­სახებ წინასწარ უნდა აცნობოს საგადასახადო ორგანოს. ამასთან, ამ ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული საგა­დასახადო სამართალდარღვევისათვის მის მიმართ არ გამო­იყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XL თავით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის, საგა­დასახადო სანქციები. ასეთ შემთხვევაში, საგადასა­ხადო პასუ­ხისმგებლობის სუბიექტად ითვლება დაქირავე­ბუ­ლი, რომლის მაგივრადაც საწარმომ შეასრულა საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება. მუხლი 5🔗. პასუხისმგებლობა ამ წესით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის დაქირავებულს პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი -- p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal { margin-top:0cm; margin-right:0cm; margin-bottom:10.0pt; margin-left:0cm; line-height:115%; font-size:11.0pt; font-famil2:'Calibri',sans-serif; } .MsoChpDefault { font-famil2:'Calibri',sans-serif; } .MsoPapDefault { margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} @page WordSection1 {size:612.0pt 792.0pt; margin:72.0pt 72.0pt 72.0pt 72.0pt; } div.WordSection1 {page:WordSection1;} -- ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში ფიზიკურ პირებზე (დაქირავებულებზე) ხელფასის სახით განაცემების შესახებ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს: დასახელება _____________________________________ საიდენტიფიკაციო ნომერი № № დაქირავებულის სახელი და გვარი დაქირავებულის საიდენტიფიკაციო (პირადი) ნომერი ფიზიკურ პირზე გაცემული ხელფასი თვეების მიხედვით (ლარი) 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 საწარმოს პასუხისმგებელი პირი _________________________                                 (ხელმოწერა)                                                        ბ. ა. შენიშვნა: ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება საგადასახადო წლის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში,  ხოლო ლიკვიდაციის შემთხვევაში – ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვე­ტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.