სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფზე“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიების გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/2-ლ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება № 05/2-ლ

2017 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

სს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფზე სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის ( არა სიცოცხლისა ) ლიცენზიების გაცემის თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 29-ე და 30-ე პუნქტების, ამავე კანონის მე-13, მე-14 და 36-ე მუხლების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის, 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ –საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის „სადაზღვევო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 09 თებერვლის №01 ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ :

1. გაიცეს სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფზე“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405206566) სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიები.

2. გაიცეს სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფზე“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) სალიცენზიო მოწმობები.

3. ინფორმაცია სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფზე“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიების გაცემის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფზე“ სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიების გაცემის შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                        კ ონსტანტინე სულამანიძე