„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.158.016351
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2017 წლის 19 ივნისი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/01/2017, 190020020.35.158.016326) დამტკიცებულ დანართის შესაბამისად და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების  საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი  №1-ის  მეხუთე    მუხლის პირველი  პუნქტი   ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

„1. ლეიშმანიოზისა და ლეიშმანიოზის თანმხლები სხვა ინფექციური დაავადებების მქონე ბენეფიციარს სტაციონარული, ამბულატორიული ან/და დიაგნოსტიკური მკურნალობისათვის კალენდარული წლის განმავლობაში დახმარება გაეწვა ერთჯერადად 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.“.

2. დადგენილებით  დამტკიცებულ  დანართ  №1-ს  დაემატოს მუხლი 101 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ დახმარება

1. ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ჩართულ ბენეფიციარებს, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და მათთვის მინდობით აღზრდის პროგრამა დასრულდა;

2.  ბენეფიციარებს  დახმარება გაეწევათ  22 წლის ასაკის მიღწევამდე;

3. ყოველთვიური დახმარება გაიცემა 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის  და ბენეფიციარის   პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან  განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის;

დ) დამადასტურებელი დოკუმენტი სოციალური მომსახურები სააგენტოს ტერიტორიული ორგანოდან, რომ  ბენეფიციარი  სარგებლობდა   მინდობით  აღზრდის პროგრამით;

ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.06.2017.
როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 19.06.2017. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.158.016351.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.06.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №26, 19.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016351 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3704462/