სუუამის საქმიანი საბჭოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 20.07.2002
ძალაში შესვლა 20.07.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480140000.11.110.000444
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 06/10/2003
matsne.gov.ge 434 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.07.2002 მიღება
20.07.2002 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

სუუამის საქმიანი საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმება სუუამის საქმიანი საბჭოს შექმნის შესახებ სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა მეწარმეების, საქონლის მწარმოებლებისა და საქმიანი ადამიანების გამაერთიანებელი სტრუქტურების წარმომადგენლები, სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელთა სახით (შემდგომში − მხარეები), ხელმძღვანელობენ რა სუუამის იალტის ქარტიის პრინციპებითა და მიზნებით, ითვალისწინებენ რა სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა მნიშვნელოვან სამეწარმეო პოტენციალს, ითვალისწინებენ რა სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა საქმიანი წრეების წარმომადგენელთა მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას, სუუამის რეგიონში საინვესტიციო და საქმიანი კლიმატის გაუმჯობესების, მეწარმეობის განვითარების პრობლემათა განსახილველად მუდმივი ფორუმის უზრუნველყოფის და სუუამის თანამშრომლობის პროცესში საქმიანი გაერთიანების აქტიურად ჩაბმის მიზნით,  შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 შექმნან სუუამის საქმიანი საბჭო (შემდგომში − საბჭო), როგორც გაერთიანების ორგანიზაციული სტრუქტურის რგოლი. მუხლი 2🔗 საბჭო ხელს შეუწყობს სუუამის ფარგლებში მიღებული ხელშეკრულებების, სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა სამეწარმეო წრეებისა და სამეურნეო საქმიანობის სუბიექტების თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმებების შესრულებას. მუხლი 3🔗 საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს სუუამის ფუძემდებელი დოკუმენტებით, სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულებებით, სუუამის სახელმწიფო მეთაურთა გადაწყვეტილებებით, წინამდებარე შეთანხმებით. მუხლი 4🔗 საბჭო თავის საქმიანობას უთანხმებს სუუამის აღმასრულებელ და სამუშაო ორგანოებს. მუხლი 5🔗 საბჭო ხელს უწყობს სუუამის ფარგლებში მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის რეალიზაციას, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებაზე დაფუძნებული ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო მაღალი დონის მიღწევისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფას, სუუამის მონაწილე ქვეყნების საწარმოთა კოოპერაციული კავშირურთიერთობისა და მეცნიერულ-ტექნიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, საინვესტიციო საქმიანობის განვითარებას, საწარმოო და სამეწარმეო საქმიანობის სფეროში მომსახურების გაწევას. მუხლი 6🔗 საბჭო მოწოდებულია შექმნას საქმიან წინადადებათა მუდმივი გაცვლის, თანამშრომლობისათვის პარტნიორების მონახვის, ეკონომიკური და სამართლებრივი ხასიათის საჭირბოროტო პრობლემების სამეწარმეო დონეზე განხილვის, ამ თანამშრომლობის აქტიური განხორციელების ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენის, ამ ფაქტორთა აღმოფხვრის შესახებ სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობების წინადადებათა შემუშავების პირობები. მუხლი 7🔗  საბჭოს ძირითადი ფუნქციებია: (1) შეიმუშაოს სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა ეკონომიკური კავშირურთიერთობის გააქტიურების წინადადებანი, აგრეთვე წინადადებანი სამეურნეო საქმიანობის სუბიექტების ინტერესების შესაბამისად საქმიანი კავშირურთიერთობის ინტენსიფიკაციის გზების შესახებ; (2) შეიმუშაოს წინადადებანი რომელთა მიზანია მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარება, კერძოდ, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში; (3) მოამზადოს ეკონომიკური ურთიერთობის სფეროში სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებანი, რათა სტიმული მიეცეს სამეწარმეო წრეების თანამშრომლობას; (4) ხელი შეუწყოს მსოფლიო სამეურნეო სისტემაში სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა ინტეგრაციას, სხვა ქვეყნების საქმიან წრეებთან თანამშრომლობის განვითარებას; (5) გაცვალოს ინფორმაცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინვესტიციების სფეროში, შექმნას საქმიანი ინფორმაციის საერთო ბაზარი; (6) ხელი შეუწყონ სპეციალიზებული გამოფენების, სემინარების, კონფერენციების, ბიზნეს-ფორუმების ორგანიზაციას და ა.შ.; (7) სხვა ფუნქციები, რომლებიც ხელს შეუწყობს საბჭოს მიზნების მიღწევას. მუხლი 8🔗  საბჭო თავის საქმიანობაში რეგლამენტით ხელმძღვანელობს. მუხლი 9🔗 წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელმოწერის დღეს. ნებისმიერ მხარეს შეუძლია გამოვიდეს წინამდებარე შეთანხმებიდან სხვა მხარეებისათვის ასეთი განზრახვის შესახებ წერილობითი შეტყობინების გზით. წინამდებარე შეთანხმება ასეთი მხარისათვის მოქმედებას წყვეტს იმ მომენტიდან, როგორც კი ზემოაღნიშნულ შეტყობინებას მიიღებენ სხვა მხარეები. შესრულებულია ქ. იალტაში, 2002 წლის 20 ივლისს, ოთხ ნამდვილ ეგზემპლარად, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სახელით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სახელით მოლდოვის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სახელით უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სახელით.