იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე და იმ ქვეყნების ნუსხის, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს
მიღების თარიღი 28.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-42/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470010000.22.035.016456
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საბიუჯეტო სახსრებიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე და იმ ქვეყნების ნუსხის, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება
№01-42/ნ
2017 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე და იმ ქვეყნების ნუსხის, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული:
1.
იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე (დანართი 1).
2.
იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს (დანართი 2).
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
დანართი 1
იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე
1. ქვეყნების ნუსხა, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე[1]:
ა) ევროკავშირის ქვეყნები: ბელგია, გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ირლანდია,საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია;
ბ) ავსტრალია;
გ) კანადა;
დ) ისლანდია;
ე) ისრაელი;
ვ) იაპონია;
ზ) სამხრეთი კორეა;
თ) ახალი ზელანდია;
ი) ნორვეგია;
კ) შვეიცარია;
ლ) ამერიკის შეერთებული შტატები;
მ) ლიხტენშტეინი;
ნ) სამხრეთი აფრიკა.
2. ქვეყნების ნუსხა, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს, ხუთწლიანი სამუშაო სტაჟის არსებობისას, უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე:
ა) ევროსაბჭოს ქვეყნები (გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით): სან მარინო, ანდორა, ალბანეთი, მოლდოვა, უკრაინა, "იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია", რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბია, მონაკო, მონტენეგრო;
ბ) ბელარუსი;
გ) თურქეთი;
დ) ჩინეთი.
3. იმ შემთხვევაში, თუ პირს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა უცხოეთში მიღებული აქვს საექიმო სპეციალობის ფარგლებში, რომელიც შესაბამისობაში არ არის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სპეციალობასთან, საქართველოში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომში - საბჭო). ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება სათანადო სარეზიდენტო პროგრამის ავტორთა ჯგუფის და/ან დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაცია.
დანართი 2
იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოში დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ხორციელდება სარეზიდენტო პროგრამების ფორმატით. თითოეული სარეზიდენტო პროგრამა მოიცავს იმ პროფესიულ კომპეტენციებს, რომლებიც მიღწეული უნდა იქნეს სარეზიდენტო პროგრამის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო), ამ ბრძანებით დადგენილი წესით:
ა) აღიარებს იმ ქვეყნებში მიღებულ დიპლომისშემდგომ მზადებას, რომელთა ფარგლებში მიღწეული შედეგი შეესაბამება საქართველოში მოქმედი სარეზიდენტო პროგრამებით დადგენილ სპეციალობის აღწერილობას;
ბ) აღიარებს სარეზიდენტო პროგრამის ნაწილად იმ ქვეყნებში მიღებულ დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას), რომლებშიც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამის საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, თუმცა, მზადების ფარგლებში მიღწეული შედეგები არის თავსებადი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეყნების ნუსხა მოცემულია 2.1 დანართში.
მუხლი 2🔗. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვება
1. უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აღიარებულად ითვლება, თუ დასტურდება განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა (აპოსტილით ან ლეგალიზაციით), დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ფორმალიზებული ფორმატის განმახორციელებელი დაწესებულების (და/ან მზადების პროგრამის) აღიარება (ცნობა) აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად და საექიმო სპეციალობისა და სასწავლო გეგმის/სამუშაო ანგარიშის საქართველოში მოქმედ საექიმო სპეციალობასთან/სარეზიდენტო პროგრამასთან შესაბამისობა.
2. იმ შემთხვევაში, როცა უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე და/ან პირს უცხოეთში დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) მიღებული აქვს კლინიკური ასპირანტურის ან კლინიკური ორდინატურის ფორმატში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვალდებულების გარდა, ასევე, აუცილებელია, საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობა, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით.
3. უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) აღიარების პროცედურას ახორციელებს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა
1. უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) აღიარების მიზნით საექიმო სპეციალობის მაძიებელი/ მის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი პირი სააგენტოში წარადგენს განცხადებას. განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს უნდა წარედგინოს ქართულ ენაზე.
2. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) დიპლომისშემდგომი განათლების ფორმალიზებული ფორმატის (სარეზიდენტო პროგრამა) განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული, რომელიც ადასტურებს საექიმო სპეციალობის მაძიებლის მიერ უცხოეთში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ფორმალიზებული ფორმატის დასრულებას (შემდგომში – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი)/მისი ასლი, ასევე, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის თარგმანი (ნოტარიალურად დამოწმებული, რომელიც ადასტურებს დედნის ასლთან შესაბამისობას);
ბ) სათანადო სასწავლო გეგმა/დეტალური სამუშაო ანგარიში დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ და მისი თარგმანი (ნოტარიულად დამოწმებული, რომელიც ადასტურებს დედნის ასლთან შესაბამისობას);
გ) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული, რომელიც ადასტურებს დედანის ასლთან შესაბამისობას);
დ) შესაბამისი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს (შემდგომში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო) მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ფორმალიზებული ფორმატის განმახორციელებელი დაწესებულების (და/ან მზადების პროგრამის) აღიარებას (ცნობას) აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ასევე, აღნიშნული დოკუმენტის თარგმანი (ნოტარიალურად დამოწმებული, რომელიც ადასტურებს დედნის ასლთან შესაბამისობას).
3. საკითხის გადაწყვეტისათვის სააგენტო უფლებამოსილია, დამატებით მოითხოვოს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.
მუხლი 4🔗. განათლების აღიარება
1. განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული საექიმო სპეციალობის და/ან სასწავლო გეგმის/სამუშაო ანგარიშის საქართველოში მოქმედ სარეზიდენტო პროგრამასთან/საექიმო სპეციალობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამის ავტორთა ჯგუფის და/ან დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის დასკვნა.
2. იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, პირის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საკითხი განიხილება აღნიშნული პირის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიერ აკრედიტებული, დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის დასრულების შემდგომ. დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ხანგრძლივობა და შინაარსი განისაზღვრება სათანადო სარეზიდენტო პროგრამის ავტორთა ჯგუფის მიერ, კონკრეტული ქვეყნებისა და სპეციალობების მიხედვით, უნიფიცირებულად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) კურსის ხანგრძლივობა და შინაარსი დგინდება შემდეგი სქემის თანახმად:
ა) არანაკლებ 6-თვიანი კურსი, როცა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) საქართველოში მოქმედ პროგრამასა და უცხოეთში მიღებულ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) ხანგრძლივობებს შორის სხვაობა არის არაუმეტეს 1 წელი;
ბ) არანაკლებ 1-წლიანი კურსი, როცა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) საქართველოში მოქმედ პროგრამასა და უცხოეთში მიღებულ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) ხანგრძლივობებს შორის სხვაობა აღემატება 1 წელს.
4. იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა მეტია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) აღიარება ხდება დამატებითი დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) კურსის განსაზღვრის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება სათანადო საექიმო სპეციალობაში, შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით.
5. იმ შემთხვევაში, თუ პირს დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) უცხოეთში მიღებული აქვს საექიმო სპეციალობის ფარგლებში, რომელიც შესაბამისობაში არ არის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სპეციალობასთან, უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) აღიარების საკითხს განიხილავს საბჭო. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება სათანადო დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის/სარეზიდენტო პროგრამის ავტორთა ჯგუფის რეკომენდაცია.
6. გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) აღიარების შესახებ მიიღება დოკუმენტაციის წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს 3 თვემდე.
დანართი 2.1
იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს
იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს (მ.შ. ის ქვეყნები, რომლებშიც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე, თუმცა, მზადების ფარგლებში მიღწეული შედეგები არის თავსებადი):
ა) ევროკავშირის ქვეყნები: ბელგია, გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ირლანდია,საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია;
ბ) ავსტრალია;
გ) კანადა;
დ) ისლანდია;
ე) ისრაელი;
ვ) იაპონია;
ზ) სამხრეთი კორეა;
თ) ახალი ზელანდია;
ი) ნორვეგია;
კ) შვეიცარია;
ლ) ამერიკის შეერთებული შტატები;
მ) ლიხტენშტეინი;
ნ) სამხრეთი აფრიკა;
ო) ევროსაბჭოს ქვეყნები (გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით): სან მარინო, ანდორა, ალბანეთი, მოლდოვა, უკრაინა, "იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია", რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბია, მონაკო, მონტენეგრო;
პ) ბელარუსი;
ჟ) თურქეთი;
რ) ჩინეთი.
[1] საქართველოში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვებოს უფლება გააჩნია საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.