„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№169
სარეგისტრაციო კოდი
010210040.08.002.017020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №169

2017 წლის 22 ივნისი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლში:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის პროფესიულ საჯარო მოხელეებს, ანიჭებს მოხელის კლასებს, დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებთან;“;

ბ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით.”;

გ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახორციელებს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას, წყვეტს მათი წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხს;“.

2. მე-4 მუხლში:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტი;“;

გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-5 მუხლში:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საორგანიზაციო მართვისა და კოორდინირების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის საბიუჯეტო სახსრებისა და რესურსების ეფექტიანი და ეკონომიური გამოყენების, ინფორმაციისა და ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული აქტივების დაცვის მექანიზმების შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ბ) ადმინისტრაციის უფროსის მიერ ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მონიტორინგისა და კოორდინაციის მიზნით, ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი;

დ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა;

ე) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სახსრების მიზნობრივი და რაციონალური ხარჯვის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება; საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვის მონიტორინგი და ანგარიშგება ადმინისტრაციის უფროსის წინაშე;

ვ) ადმინისტრაციაში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია ადმინისტრაციის უფროსის დავალების შესაბამისად;

ზ) ქვეყნის შიგნით საქართველოს პრეზიდენტის (საპროტოკოლო ღონისძიებების გარდა), ასევე ადმინისტრაციის უფროსის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში;

თ) ადმინისტრაციის მართვის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა;

ი) ადმინისტრაციის სტრატეგიული განვითარების სხვადასხვა მიმართულების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება, ახალი პროცესების/პროდუქტების დანერგვა კომპეტენციის ფარგლებში;

კ) ადმინისტრაციის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;

ბ) ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;

გ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამართული კონკურსების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციის უფროსის სამართლებრივი აქტების (დანიშვნა, გადაყვანა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება და სხვ.), ასევე ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

ე) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ თანამდებობებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა წარდგენის, დანიშვნისა და გათავისუფლების, ასევე უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადება და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონკურსების ორგანიზება;

ვ) ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ჩაბმულობით, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებისა და სამუშაო ანალიზის საფუძველზე, სამუშაო აღწერილობების განსაზღვრა, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის ხელშეწყობა;

ზ) ადმინისტრაციის მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, პროფესიული განვითარებისათვის საჭირო წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

თ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და სხვა დოკუმენტაციის მართვა;

ი) ადმინისტრაციის შინაგანაწესის შემუშავება, მისი შესრულების მონიტორინგი და დაცვის უზრუნველყოფა;

კ) შიდა ორგანიზაციული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა;

ლ) ადმინისტრაციაში სტაჟირების განხორციელების ხელშეწყობა;

მ) ადამიანური რესურსების მართვის ოპერაციული პროცესების გაუმჯობესების მიზნით პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების დანერგვა;

ნ) ადმინისტრაციის მიერ გასაცემი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ო) ადმინისტრაციაში შემოსული განცხადებებისა და წერილების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;

პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ჟ) ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
5. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2017 წლის პირველი ივლისიდან.
2. ამ ბრძანებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტები და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 29 ივნისიდან.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.06.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.06.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №169. სარეგისტრაციო კოდი — 010210040.08.002.017020.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №169, 22.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.017020 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3709927/