,, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 მაისის #29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2017 წლის 23 ივნისი ქ. ცაგერი |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) კეთილმოწყობის და კომუნალური მომსახურების განყოფილება;
ბ) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით, უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის მოვალეობას ანხორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე.
4. სამსახურის უფროსის მოადგილეს, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
5. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის არყოფნის დროს ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
6. სამსახურის უფროსის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებას და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
7. განყოფილება შედგება განყოფილების უფროსის და განყოფილების მოხელეებისაგან;
8. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
9. სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწეილობით.
10. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების ობიექტების მოვლა-პატრონობას;
გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვას და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ე) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვის, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ვ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური დასუფთავების და ნარჩნების გატანის საკითხებზე, ტერიტორიის დასუფთავების და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას;
თ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;
ი) ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისას მოსახლეობის ჩართულობის ორგანიზებას;
კ) კანალიზაცია-წყალარინების ფუნქციების საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადება-შესრულების მონიტორინგს;
ლ) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას, მათი გადაწყვეტისათვის წინადადებების შემუშავებას;
მ) სოფლისა და დასახლებული უბნების წყალმომარაგების სისტემით უზრუნველყოფის საკითხზე წინადადებების შემუსავება-შესრულების კოორდინაციას;
ნ) ტექტონოგენური და სტიქიური პროცესების პირობებში მოსახლეობის დაცვას, მათ ევაკუაციას დროებითი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფას.
ო) მოწვეულ და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სტიქიის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვას და შესრულების კოორდინაციას;
პ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღებას;
ჟ) ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე საქმიანი ურთიერთობის ორგანიზებას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და სხვა;
რ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შედგენის ორგანიზებას, მათი განხორციელებისა და განახლების კოორდინაციას და მათი შესრულების მიმდინარეობაზე გამგებლისათვის ანალიტიკური ინფორმაციების მომზადებას;
ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ა) კეთილმოწყობის და კომუნალური მომსახურების განყოფილება შეიმუშავებს წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების და ნარჩენების გატანის საკითხებზე, კოორდინაციას უწევს მის შესრულებას;
ბ) ორგანიზებას უკეთებს ტერიტორიების გამწვანებისა და მწვანე ნარგაობის მოვლა-პატრონობის საკითხების გადაწყვეტის საკითხების წინადადებების შემუშავებას და კოორდინაციას;
გ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამების და პროექტების მოწყობას და მიღებული პროგრამების შესრულებას, უზრუნველყოფს საჭირო საკითხების გადაწყვეტას;
დ) უზრუნველყოფს გარე განათების სწორ განთავსებას და ექსპლოატაციის საკითხების გადაწყვეტას;
ე) წინადადებებს შეიმუშავებს სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებში.
2. ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ფუნქციებია:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების დაგეგმვის და მათი შემდგომი განახლების კოორდინაცია;
ბ) წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითრების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
გ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, საინჟინრო ნაგებობების შეკეთება-რეაბილიტაციის საკითხებზე წინადადებების მომზადება და მისი განყოფილების კოორდინაცია;
დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენა, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვების გაცემა;
ე) მუნიციპალიტეტში კანალიზაცია – წყალარინების სისტემის უზრუნველყოფა, მოვლა-ექსპლოატაცია;
ვ) სოფლებში და დასახლებულ უბნებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა, მოვლა-შენახვა და სწორი ექსპლოატაცია;
ზ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-შენახვა;
თ) ტექტონოგენური და სტიქიური პროცესების პირობებში მოსახლეობის დაცვა, მათი ევაკუაცია და დროებითი საცხოვრებელი სადგომებით უზრუნველყოფა;
ი) დაზარალებული მოსახლეობის განსახლების თაობაზე მასალების მომზადება და შესაბამის სამინისტროში წარდგენა;
კ) მოწვეულ და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სტიქიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება;
ლ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი განვითარების პროგრამების შედგენა-ორგანიზება და მათი განხორციელების კოორდინაცია და შესრულებაზე გამგებლისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.