„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№53-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი
010240080.30.056.016069
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საკანონმდებლო მაცნე, N15, 17.09.2004) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„მუხლი 8. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება

1. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით  შეავსოს და საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.“.

2. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს წევრის ხელფასი მოიცავს კანონით დადგენილ თანამდებობრივ სარგოს და უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ განსაზღვრულ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხას. ხელფასის გაცემა იწყება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან და მთავრდება (ჩერდება) შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე (შეჩერებისთანავე).“.


მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე

 

ჩაქვი,

23 ივნისი 2017 წ.

N53-უ.ს.რ.ს.