,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №1 |
|
2017 წლის 28 ივნისი
ქ. ბათუმი |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13, მე-20 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
|
1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში (სსმ, www.matsne.gov.ge, 05/03/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.33.058.016034) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; ბ) ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“; გ) ამოღებულ იქნეს ბრძანების დანართ №1, №2, №3, №7-ით დამტკიცებული დებულებების მე-2 მუხლები, დანართ №4-ით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი და დანართ №5-ით დამტკიცებული მე-2 მუხლის მეორე პუნქტი; დ) ბრძანების დანართ №1-ით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრს. რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას;“; ე) ბრძანების დანართ №1-ით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შეიმუშავებს სამინისტროს პროგრამებს განათლების სფეროში;“; ვ) ბრძანების დანართ №1-ით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი: „ნ1. უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ განათლების სფეროში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებას დადგენილი წესის შესაბამისად;“; ზ) ბრძანების დანართ №1-ით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებით ადასტურებს მათ;“; თ) ამოღებულ იქნეს ბრძანების დანართ №1-ით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი; ი) ბრძანების დანართ №2-ით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს აჭარის ავტრონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე (შემდგომში - კურატორი მოადგილე).“; კ) ბრძანების დანართ №2-ით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ 1“ ქვეპუნქტი: „ყ1. უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებას დადგენილი წესის შესაბამისად;“; ლ) ბრძანების დანართ №4-ით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის, მობილობის, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის პროცესის ორგანიზება, მოხელისათვის რანგის/კლასის მინიჭების პროცესში მონაწილეობა;“; მ) ბრძანების დანართ №4-ით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მოამზადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოახდინოს მათი ვიზირება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;“; ნ) ბრძანების დანართ №4-ით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების განყოფილების უფლება- მოვალეობებია: ა) მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად დოკუმენტებზე მუშაობის და დოკუმენტბრუნვის ორგანიზაცია, ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროში შემოსული და სამინისტროდან გასული ნებისმიერი დოკუმენტის რეგისტრაცია; გ) შემოსული დოკუმენტების დროული განხილვა, განაწილება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზება; დ) ხელმძღვანელობის მიერ განხილული დოკუმენტაციის შესაბამის თანამშრომლებზე განაწილება; ე) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მისი გაფორმებისა და შესრულების რეგულირება; ვ) დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად, სამინისტროს საქმეთა წარმოება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის შესახებ ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების მომზადება; თ) სახელმწიფო არქივში ჩასაბარებელი საქმეების გაფორმების სისწორის კონტროლის განხორციელება; ი) სამინისტროს საარქივო ფონდის დაკომპლექტების, საარქივო დოკუმენტების აღრიცხვის, დაცვისა და მათი გამოყენების უზრუნველყოფა; კ) სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის ადრესატებისათვის დაგზავნის უზრუნველყოფა; ლ) შემოტანილ განცხადებასთან დაკავშირებით განმცხადებლის წერილობითი და სიტყვიერი ინფორმირების უზრუნველყოფა; მ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, გათავისუფლებისა და წახალისების ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; ნ) მინისტრთან ჩატარებული თათბირების ოქმების მომზადება; ო) სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება; პ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ჟ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოხელის კარიერული განვითარების, მოხელის შეფასების, რეზერვში ჩარიცხვის პროცესის ორგანიზება, მოხელისათვის რანგის/კლასის მინიჭების, მობილობის, წახალისების პროცესში მონაწილეობა; რ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირეებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა და პირადი საქმეების წარმოება; ს) სამინისტროს დებულებით და წინამდებარე დებულებით, მინისტრის ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 28.06.2017. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.33.058.016111.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №1, 28.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.058.016111 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3712194/